ვისთვის და რატომ არ შეიძლება კვერცხის მოხმარება

7587

კვერცხი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს უამრავ სასარგებლო მკვებავ ელემენტს. თანაც, კვერცხი დაახლოებით 1000 კერძის(თუ მეტის არა) შემადგენლობაში შედის. რა სახით არ ამზადებენ მას.

თუმცა, ხშირად, კვერცხს უმადაც მოიხმარენ. უამრავი დახვეწილი კერძის ინგრედიენტად სწორედ უმი კვერცხი გამოიყენება.

ნამდვილად, უმი კვერცხი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით. მს შეუძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება და კუჭის მჟავიანობის დარეგულირება. თუმცა, ამასთან, კვერცხი საშიშიცაა ადამიანის ჯანმრთელობისათვის, მისი მოხმარების შედეგი კი შეიძლება იყოს კვებითი ინფექცია და სიკვდილი.

ზოგიერთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ კვერცხის ნაჭუჭის ცხელი წყლითა და საწმენდი საშუალებებით გარეცხვა ამცირებს რისკს. თუმცა, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაინფიცირებულ პროდუქტში, მავნე მიკროორგანიზმები კვერცხის გულშია თავმოყრილი, რადგან მათ ნაჭუჭის ფორებიდან შეღწევა შეუძლიათ.

სალმონელას გარდა, უმ კვერცხს შეუძლია სიმსუქნის გამოწვევაც, რადგან დიდი რაოდენობით ქოლესტერინსა და ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლებიც, ხშირი მოხმარების შემთხვევაში, არაა სასარგებლო და ტვირთავს გულს.

ასევე, უმი კვერცხის მოხმარება საშიშია 7 წლამდე ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის. მისი ცილა ძლიერი გამაღიზიანებელია იმუნური სისტემისთვის და, ხშირად, პათოლოგიურ რეაქციებს იწვევს. დიაბეტიკებმა, ღვიძლის დაავადებების, პანკრეატიტისა და ცილის ათვისების სირთულეების მქონე ადამიანებმაც უარი უნდა თქვან აღნიშნული პროდუქტის უმად მოხმარებაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს