ვიშნევსკის მალამო და მისი მივიწყებული სამკურნალო თვისებები

5251

თითქმის ყველამ იცის ვიშნევსკის მალამოს შესახებ. ერთნი მას ნაოჭების წინააღმდეგ იყენებენ, ხოლო მეორენი – პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. თუმცა, ცოტას თუ შეუძლია მისი სასარგებლო თვისებების განსაზღვრა სხვა ასპექტებში. მალამო საკმაოდ იაფია, თუმცა ეფექტურობით ნებისმიერი ძვირადღირებულ პროდუქტს არ ჩამოუვარდება.

რას კურნავს ვიშნევსკის მალამო?

ეს მალამო უმკლავდება მუწუკებს. არამხოლოდ ჩვეულებრივ ჩირქგროვებს, არამედ კანქვეშა მუწუკებსაც, რომლებიც გამოირჩევა ტკივილითა და ხანგრძლივი ანთებით. საქმე მალამოს შემადგენლობაშია, რომელიც მოიცავს

  • არყის ხის ნახშირს
  • ქსეროფორმს
  • აბუსალათინის ზეთს.

ხის ნახშირი აუმჯობესებს სისლხის მიწოდებას, ზეთი კი დანარჩენი კომპონენტების კანში შეღწევას ზრუნველყოფს.

მუწუკების სამკურნალოდ, წაუსვით მალამო მარლას და მიიმაგრეთ ანთების ადგილას. ასეთი კომპრესი მთელი დღით უნდა გაიჩეროთ. საღამოსკენ მოიხსენით და ჩამოიბანეთ პრობლემური ადგილი სპირტით.

ამ მალამოს გამოყენებით, სწრაფად შეხორცდება დამწვრობა და მოყინვა ისე, რომ ნაწიბურებსაც არ დატოვებს. ამ მიზნით, მალამოს ჯერ კიდევ ომის დროიდან იყენებენ.

ვიშნევსკის მალამო კარგადაა გამოცდილი გარე ბუასილის სამკურნალოდაც. მალამო ხსნის ანთების რისკს და აჩქარებს ახალი კანის წარმოქმნის პროცესს. ასევე, გამოიყენება პოსტოპერაციულ, რეაბილიტაციულ პერიოდში.

ძალიან ხშირად, მალამო გინეკოლოგიაშიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მაგალითად, სასქესო ორგანოების შიდა და გარე ნაწილების ანთებითი დაავადებები. მკურნალობის დროს, მთელი ღამით იჩერებენ მალამოთი გაჟღენთილ ტამპონს. მას ანთებისსაწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. მკურნალობის ვადები დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებსა და კონკრეტულ დაავადებაზე, თუმცა, იგი 10 დღეს არ აღემატება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს