11 ჩვევა სამზარეულოში, რომლებიც სჯობს მოიშოროთ, თუ ჭურჭლის გადარჩენა გსურთ

1833

ქვაბი, ტაფა, თეფში, პროდუქტების საჭრელი დაფა და სამზარეულოს სხვა ჭურჭელი განსხვავებულ რეცხვას და გაშრობას მოითხოვს.

თუ ყოველთვე ახალი ჭურჭლის შეძენა არ გსურთ, “ვივიენი” გთავაზობთ 11 ჩვევას, რისი გაკეთებაც ახლავე უნდა შეწყვიტოთ.

ტემპერატურის კონტრასტი

როგორც წესი, მინის ჭურჭელი ტემპერატურის სწრაფ ცვლილებაზე ცუდად რეაგირებს. მთავარი წესი: ცხელი ჭურჭელი ცივი წყლით არ გარეცხოთ.

ძალიან მაღალი ტემპერატურა

საჭიროების გარეშე ჭურჭელი არ გააცხელოთ. ასე გაზის გადასახადის შემცირებასაც შეძლებთ.

სამზარეულოს ჭურჭლის არასწორი გამოყენება

სამზარეულოს დანის, როგორც კონსერვის დანის გამოყენება არ შეიძლება. პლასტმასის კონტეინერები მხოლოდ პროდუქტების შესანახად გამოიყენება.

მარმარილოს დაფაზე დაჭრა

ის ძალიან ბასრი დანისთვის არ გამოდგება. დანას ან დაფას იმწამსვე გააფუჭებთ.

სხვადასხვა ჭურჭლის ერთდროულად გაშრობა

მაგალითად, ხის საჭრელი დაფა სათანადოდ ვერ გაშრება, თუ მის გვერდით სველი ჭურჭელი დევს. სწორედ ამიტომ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა დროულად განტვირთეთ.

ჭურჭლის ცუდი სუნი არასწორი შენახვის გამო

ჭურჭელი ნათელ ადგილას შეინახეთ. ჭურჭელი პირსახოცით არ გაამშრალოთ. თუ ასე აკეთებთ, პირსახოცი რაც შეიძლება ხშირად გამოცვალეთ.

თუჯის ჭურჭლის ძალიან დიდხანს რეცხვა

თუჯის ტაფა „სუპერ გმირია“, რომელსაც წყლის ეშინია. სწორედ ამიტომ, ძალიან სწრაფად გარეცხეთ, მაგრამ ფრთხილად, რომ დამცავი ფენა არ მოაშოროთ.

„ხის საჭრელი დაფის“ ჩალბობა

თუ ხის დაფას წყალში დიდხანს დატოვებთ, მასზე ლაქები და ბზარები გაჩნდება.

ჭურჭლის გარეცხვა მჟავე ხსნარით

წყალი + ძმარი სერიოზული ჭუჭყის მოსაშორებელი ხსნარია. სინამდვილეში, ის იმდენად ეფექტურია, რომ შეიძლება ემალი დააზიანოს.

მიწვის საწინააღმდეგო საფარის მქონე ტაფაზე ბზარები

აი, რამდენიმე ნივთი, რომელთაც ტაფაზე დამცავი საფარის დაზიანება შეუძლიათ: რკინის კოვზი, დანა და რკინის ჯოხი.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუდმივი გამოყენება

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ღვინის ჭიქებთან, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს. ასევე ხის დაფასთან, რომელსაც წყალთან კონტაქტი აშინებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს