როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები ნატურალური საშუალებით

8065

მრავალი წლის განმავლობაში, ღამ-ღამობით ხელების გაბუჟება მაწუხებდა. ყოველ 15-20 წუთში გადაბრუნება მიხდებოდა, სხვანაირად ხელები მგრძნობელობას კარგავდა. რა თქმა უნდა, ექიმს მივმართე, უამრავი მედიკამენტი მივიღე, თუმცა ამაოდ. ერთი პერიოდი პოლიკლინიკაშიც დავდიოდი ყოველდღე: წვეთოვანი, აბები, მასაჟი, სხვა ფიზიო-პროცედურები… მკურნალობამ მხოლოდ 3 თვით მიშველა, ხოლო შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო. როცა ხელის სისხლძარღვები შევიმოწმე, აღმოჩნდა, რომ ისინი იდაყვიდან თითებამდე მხოლოდ 30, ხოლო იდაყვიდან მხრებამდე – 50 პროცენტით.

დავიწყე ხალხური საშუალებების ძიება. გავიწმინდე სისხლძარღვები ნივრის ნაყენის ტიბეტური მეთოდიკით: ვსვამდი 1-25 წვეთს, რძეში გაზავებულს.

შემდეგ დავინტერესდი აკადემიკოს ბოლოტოვის მეთოდიკით და ბალახების დანაყოფში ვიპოვე სისხლძარღვების გაწმენდის რეცეპტი რძის შრატზე ნივრის ფერმენტით.

3 ლ რძის შრატს, 3 ჭიქა დანაყულ ნიორსა და 1 ჭიქა შაქარს ურევენ, უმატებენ 1 ჩ.კ. არაჟანს და 2 თვით ტოვებენ ფერმენტირებისთვის. საჭიროა მასის პერიოდული შენჯღრევა და დღესი სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 50 მლ მიღება. 2 თვეში  3 სამლიტრიანი ქილა დავლიე, მას შემდეგ კი 6 წელი გავიდა ისე, რომ ხელი აღარ გამბუჟებია.

მინდა მკურნალობა გავიმეორო, რადგან ამ საშუალებით ორგანიზმის ყველა სისხლძარღვი იკურნება. შრატს ნატურალური რძისგან ვიღებდი, ხოლო ნიორს ხის ჯოხით ვნაყავდი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს