აი ისინი, ტანსაცმლის ფერების შეუმცდარი კომბინაციები, რომელთა უმრავლესობაც შეგიყვარდებათ. 

10650
აი ისინი, ტანსაცმლის ფერების შეუმცდარი კომბინაციები. № 13 - ძალიან მიყვარს. 
აი ისინი, ტანსაცმლის ფერების შეუმცდარი კომბინაციები. № 13 - ძალიან მიყვარს. 

იყო მოდური ძალიან მარტივია. მთავარია – ტანსაცმლის ფერები ერთმანეთს სწორად შეუხამოთ. ეს მიმზიდველი და ბუნებრივი სტილის შექმნაში დაგეხმარებათ.ახლა მოდაშია მზიანი და ნათელი ფერები. გიჩვენებთ მაგალითებს, თუ რა და რა უნდა შეუხამოთ ერთმანეთს, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ.

როგორ შევახამოთ ფერები

ვარდისფერი ჯინსი ძალიან ქალურია. ცისფერი ან ნაცრისფერი ფერის ზედა და აქსესუარები შესანიშნავ დანამატს წარმოადგენს.

ცისფერი ან ნაცრისფერი - ვარდისფერთან
მარჯნისფრის შავთან კომბინაცია – ცივი და თბილი ფერების კონტრასტული შეხამების წყალობით მოდური და ნათელია.

ფირუზისფერი თეთრთან კაშკაშა საზაფხულო სტილს ქმნის.

საზღვაო ფერები კვლავ აქტუალურია. ახლა ასეთი ტანსაცმლის ტარება მიღებულია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე დასვენების დროს.

მარჯნისფერი და ფუქსიისფერი – უჩვეულო შეხამება. ეს ფერები ერთმანეთს ხაზს უსვამენ.

ცისფერი ღია ფერის ვარდისფერს კარგად ერწყმის. ნაზ და მსუბუქი სტილი იქმნება, რომელიც გაზაფხულთან ასოცირდება.

ქლიავისფერი სხვა ფერებს ფრთხილად უნდა შეუხამოთ. აქცენტი მასზე უნდა გაკეთდეს. მდიდრულ ქლიავისფერს რამდენიმე ტონით ღია ფერი უნდა შეუხამოთ. უმჯობესია თუ კრემისფერ ან ცისფერს შეარჩევთ.

ლიმონისფერი უმჯობესია ცისფერს, მწვანეს და ნაცრისფერს შეუხამოთ.

რეტრო-სტილის ტანსაცმელი მოდიდან არასდროს გადადის. ახლა მოდურია პასტელური ფერის რეტრო.

ყავისფერ ფონზე ფირუზისფერი შესანიშნავად გამოიყურება. ეს შეიძლება იყოს ღია ყავისფერი ფერის ტანსაცმელი და ფირუზისფერი აქსესუარები.

მდოგვისფერი ნაცრისფერთან უნდა შეახამოთ.

ნარინჯისფერი და ცისფერის სხვადასხვა ტონი ერთმანეთს კარგად ეხამება. ასეთი ფერის ტანსაცმელი საზაფხულო სტილს ქმნის.

ცისფერი ჯინსი კვლავ ტრენდულია. ჯინსის ტანსაცმელს სადღესასწაულო სახეს სწორად შერჩეული აქსესუარები მიანიჭებენ.

ყოველდღიური სტილი პრაქტიკულობით და კომფორტულობით გამოირჩევა. მაგრამ მარტივი არ ნიშნავს უშნოს.

მწვანე და ყვითელი ერთმანეთს კარგად ერწყმის.

ქლიავისფერი და ცისფერი – ეს კლასიკაა.

მოდა ყოველდღიურად იცვლება:მაქმანს ნაქარგი ცვლის, სწორად აჭრილი წარსულში ჩაბარდა. დღეს მოდაშია მოკლე ქვედა ბოლოები, ხვალ კი გრძელი. იცვლება ქსოვილებიც, რომელთაც მოდური ტანსაცმლის შესაკერად იყენებენ. თუმცა ტანსაცმლის ფერების სწორად შეხამება უკვე წარმატების 50%-ს წარმოადგენს.

ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს