სახის 10 ნიღაბი, რომელთა მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ

6169

ეს ნიღბები არა მხოლოდ გავრცელებულ პრობლემებს მოგაშორებთ, არამედ თქვენს ბიუჯეტს დაზოგავთ, რადგან მათ მომზადებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ.

1. აკნეს საწინააღმდეგოდ

ბანანისა და თაფლის დახმარებით პიურე მოამზადეთ. თანაბარი პროპორციებით აურიეთ. წერტილოვნად ან მთელ სახეზე წაისვით. ნიღაბში შემავალი თუთია და C ვიტამინი ანთებას აქრობს და სიწითლეს ამცირებს, მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ და კანს ჯანსაღ იერს დაუბრუნებს.

2. ვარსკვლავური სისხლძარღვების საწინააღმდეგოდ

ჯადოსნური გზით მათ მოშორებას ვერ შეძლებთ, მაგრამ „.ვარსკვლავური სისხლძარღვები“ ნაკლებად შესამჩნევი გახდება. საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ და დაფქული შვრიის ფანტელები დაუმატეთ. ყოველდღიურად პრობლემურ ნაწილზე 10-15 წუთით წაისვით.

3. ტონუსისთვის

კანის უჯრედების გამხნევებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კანის პროტეინებით გამოკვებას ცილოვანი ნიღბით შეძლებთ: 1 კვერცხის ცილა მიქსერით კარგად ათქვიფეთ და კანზე წაისვით. 10 წუთში ჩამოიბანეთ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კანი უფრო გლუვი გახდება!

4. კანის განახლებისთვის

სიცხეში განსაკუთრებით აქტუალურია: როცა მთელი დღე დახუთულ ოფისში ზიხართ, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახლში მიდიხართ ან გამონაბოლქვი გაზი ისუნთქეთ, კანი ნაკლებად სუფთა ხდება – მისი განახლება აუცილებელია. კიტრი გახეხეთ და 1 კოვზი ცხიმიანი ნაღები დაუმატეთ. 10 წუთის შემდეგ იგრძნობთ, რომ კანმა სუნთქვა დაიწყო!

5. დასაცავად

კანის დამცავი ფუნქცია რომ გააძლიეროთ, სტრესის და არახელსაყრელი ეკოლოგიის მიმართ მისი მდგრადობა რომ გაზარდოთ, კვირაში ერთხელ ნიღაბი გაიკეთეთ. ამისთვის 1 ს/კ თბილი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გულისა და 1 კოვზი ნებისმიერი ნატურალური ხილის წვენი ერთმანეთს აურიეთ.

6. აქერცვლის საწინააღმდეგოდ

დახეთქილი კანის შემთხვევაში ცხიმიანი ხაჭოს, სტაფილოს წვენის და რძის ნიღაბი გამოგადგებათ: თანაბარი პროპორციებით აურიეთ და 15 წუთით გაიჩერეთ.

7. გასაწმენდად

მსუბუქი პილინგი მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის: 1 ს/კ მანანის ბურღული და დაფქული შვრიის ფანტელები აურიეთ, 2 ჩ/კ არაჟანი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული დაუმატეთ. კანზე წაისვით და ნახევრად გაშრობამდე გაიჩერეთ. შემდეგ ნაზი მასაჟური მოძრაობით მოიშორეთ. ასე კანს ძალიან დელიკატურად და ეფექტურად გაწმენდთ. შეგიძლიათ თიხის ნიღაბიც სცადოთ.

8. ნაოჭების საწინააღმდეგოდ

კანი ელასტიური და ახალგაზრდა რომ დარჩეს, არაჟნის და კურკუმას ნიღაბი გაიკეთეთ: ნახევარი ჩ/კ სანელებელი 2 ს/კ არაჟანს აურიეთ და ძილის წინ, სახეზე 10 წუთით გაიჩერეთ.

9. ცხიმოვანი სიპრიალის საწინააღმდეგოდ

ცხიმიანი და კომბინირებული კანი ნაკლებად იპრიალებს, თუ დილაობით ლობიოს ნიღაბს გაიკეთებთ. თეთრი ან ჭრელი ლობიო ღამით დაალბეთ, დილით პიურედ აქციეთ, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. T-ზონაზე უხვად წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ.

10. თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგოდ

SPF საშუალების წასმა დაგავიწყდათ და არ გსურთ, რომ კანი დაიტანჯოს? ძილის წინ ყურძნის ნიღაბი გაიკეთეთ, ანტიოქსიდანტების შემცველობით ყურძენი ლიდერია! კენკრა პიურედ აქციეთ და ცოტა ჟელატინი დაუმატეთ. როგორც კი ჟელატინი გაფუებას დაიწყებს, სახეზე, კისერსა და დეკოლტეს არეზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ.

აი, მცირე სარჩევი სახლის პირობებში ნიღბებში გამოყენებული ინგრედიენტების შესახებ – თქვენთვის შეინახეთ!

ატენიანებს: კიტრი, სტაფილო, ნესვი, კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, ხაჭო, არაჟანი, კეფირი, იოგურტი, ნაღები, რძე, მაწონი.

სიპრიალეს აქრობს: ლიმონი, საფუარი, მწვანე ჩაი, ფქვილი, მარცვლეული, შტოში, მოცხარი, ჟოლო, მარწყვი.

კვებავს: კვერცხი, თაფლი, მცენარეული ზეთი.

ათეთრებს: კიტრი, ოხრახუში, ლიმონი.

წმენდს: სოდა, შაქარი, შვრიის ფანტელები.

ატონიზირებს: გრეიფრუტი, მარწყვი, ყურძენი, ლავანდა, პიტნა.

კურნავს: ალოე, ზეთი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს