6 ხრიკი, რომლებიც მზის დამწვრობის დროს დაგეხმარებათ

1432

ზღვის სეზონი უკვე დაიწყო და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ მზის დამწვრობა არ მივიღოთ. სხეულის შიშველ ნაწილებზე სპეციალური საშუალებები აუცილებლად უნდა წაისვათ. თუ პრობლემის თავიდან აცილება ვერ მოახერხეთ, ეს ხრიკები აუცილებლად დაგეხმარებათ.

1. აბაზანა მიიღეთ

აბაზანა გრილი წყლით აავსეთ, მაგრამ ქაფი და საპონი არ გამოიყენოთ, რომ კანზე ანთებითი პროცესები არ გააღიზიანოთ. თუ საპონი აუცილებელია, საბავშვო საპონი ან ინტიმური ჰიგიენის გელი გამოიყენეთ.

2. კანი დაამშვიდეთ

თქვენ რაღაც ცივი, ყინულის მსგავსი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ კანზე ყინულის კუბები გადაიტაროთ ან ყინულიან წყალში პირსახოცი დაასველოთ და კანზე ნაზად დაიდოთ. ეს პროცესი რამდენჯერმე გაიმეორეთ. სხეულის ყველაზე ცხელ ნაწილებზე ცივი სახვევები დაიდეთ. თუ ხელთ ყინული არ გაქვთ, ნაყინი ან საყინულეში არსებული ნებისმიერი პროდუქტი (სჯობს ქსოვილში გაახვიოთ) გამოდგება. თუ თვალის ირგვლივ კანი დაგეწვათ, ჩაის პაკეტი ცივ წყალში მოათავსეთ და შემდეგ დამწვრობაზე დაიდეთ.

3. სწორი საშუალებები წაისვით

წვის შემცირებას დამწვრობის საწინააღმდეგო კრემის ან გიდროკორტიზონის შემცველი ნებისმიერი კრემის დახმარებით შეძლებთ. თუმცა სჯობს მგრძნობიარე სხეულის ნაწილებზე არ გამოიყენოთ.

4. წყალი დალიეთ

სასურველია ბევრი წყალი დალიოთ. ასე წყურვილის მოკვლას შეძლებთ და სიმშრალის შეგრძნებაც გაქრება. შეგიძლიათ წყლის დიდი რაოდენობით შემცველი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.

5. კანი დაატენიანეთ

ნებისმიერი დამატენიანებელი საშუალება აიღეთ და დაზიანებულ კანზე წაისვით. შეგიძლიათ ცოტა ხნით კრემი მაცივარში შეინახოთ. ასეთ დროს ალოე ვერაც დაგეხმარებათ: სჯობს ცოცხალი მცენარის ფოთოლი მოჭრათ, წვენი გაწუროთ და დამწვრობაზე წაისვათ.

6. გასაბერ ლეიბზე დაწექით

თუ შეზლონგის გამო ყველაფერი გტკივათ, ეს შესანიშნავი ვარიანტია. ან საწოლზე ცოტა ტალკი მოაყარეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს