მსხვერპლი საჭირო არაა! 3 მოდური ჩვევა, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობის ფასად დაგიჯდეთ

1148

ცნობილი ფრაზა, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს: ზოგიერთი გავრცელებული სილამაზის და ფეშენ-პრაქტიკა ჯანმრთელობას ნამდვილად ძლიერ ზიანს აყენებს. ამასთან, რაც ყველაზე სამწუხაროა, ერთი შეხედვით უსაფრთხო, ყოველდღიური ჩვევები შეიძლება ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდეთ.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მავნებლობაზე ექიმები არაერთი წელი ირწმუნებიან, მაგრამ მათი გაყიდვების მაჩვენებელი მხოლოდ ახლა შემცირდა. ყოველდღიურად მაღალქუსლაინი ფეხსაცმლის ტარება თქვენი ხერხემლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ჩვევაა.

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულების ხერხემლის მალთაშუა დისკზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხდება, რაც დროთა განმავლობაში ხერხემლის დეფორმაციას იწვევს.

შედეგად, თქვენ კრუნჩხვები, ფეხებისა და ზურგის ტკივილები და დეფორმირებული ტერფები გაწუხებთ.

დიდი ჩანთა

ჩანთა რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტი ნივთის ჩადება მოგინდებათ და სიმძიმეც უფრო მეტი იქნება, რისი ტარებაც ერთი მხრით მოგიწევთ. წონის არასწორი გადანაწილება კუნთების დისბალანს, კისრის, მხრების, ხერხემლის ტკივილს და ხერხემლის დეფორმაციას იწვევს, თუ მძიმე ჩანთას რეგულარულად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ატარებთ.

მოჭერილი ტანსაცმელი

განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდში და მთელი დღის განმავლობაში ტარების დროს. მოჭერილი ტანსაცმელი სისხლის მიმოქცევას ხელს უშლის და შეიძლება შინაგანი ორგანოების მუშაობის სერიოზული დარღვევა გამოიწვიოს. თუ ვიწრო ჯინსებს ცივ სეზონზე ჩაიცვამთ, შეიძლება სხეული გაიყინოს, რადგან ორგანიზმი სისხლის მიმოქცევის დაჩქარებას და გათბობას ვერ შეძლებს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს