ექიმები ირწმუნებიან, რომ ცელულიტი ნორმალურია და ეს ჯანმრთელობის ნიშანია, თუმცა ჩვენ „ფორთოხლის ქერქთან“ ბრძოლას არ ვწყვეტთ. ნახეთ, როგორ მოვიშოროთ ცელულიტი სახლის პირობებში.
ცელულიტთან საბრძოლველად სალონური პროცედურები ეფექტურია, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. ცელულიტის საწინააღმდეგო რეკლამირებული საშუალებები კი ყოველთვის არ „მუშაობენ“. გთავაზობთ ხუთ ეფექტურ, ნატურალურ და ამასთან ბიუჯეტურ საშუალებას, რომლებიც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ.
ცისფერი ან შავი თიხის სახვევი
ცისფერი ან შავი თიხის შეფუთვის შეძენას სააფთიაქო ქსელებში შეძლებთ. მცირე რაოდენობით თიხას საკვები წყალი დაასხით და ხის კოვზით აურიეთ, სანამ არაჟნის მსგავს მასას არ მიიღებთ. ცხელი შხაპი მიიღეთ და სხეულის სკრაბი გამოიყენეთ, რომ ფორები გაწმინდოთ და სისხლის მიმოქცევა გააძლიეროთ. შემდეგ ყველაფერი მარტივადაა: თიხა სხეულის პრობლემურ ნაწილზე წაისვით და საკვები პარკით შეიხვიეთ. პროცედურის ოპტიმალური დრო – 30 წუთი. თიხის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ მკვებავი ან ანტიცელულიტური კრემი წაისვით.
ნუში – ციტრუსის სკრაბი
თანაბარი პროპორციებით ზღვის მარილი, ყავისფერი შაქარი და ნუშის ზეთი (1/2 ჭიქაში) აურიეთ. ნარევს 2 წვეთი ლიმონის, გრეიფრუტის და მანდარინის ეთერზეთები დაუმატეთ. სხეულის ნატურალური სკრაბი მზადაა! ნუშის ზეთი კანს ჭიმავს და ქსოვილების განახლების პროცესს ააქტიურებს. ციტრუსის ეთერზეთები პრობლემურ ზონაში განახლების პროცესს აძლიერებენ. ცელულიტი ვერ გაუძლებს.
აბაზანა ზღვის მარილით
ალბათ უკვე იცით, რომ ზღვის მარილი ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საწყობია. გაიხსენეთ, როგორი გლუვი და ნაზი ხდება კანი ზღვაზე ყოფნის შემდეგ? აბაზანა ზღვის მარილით სანაპიროზე დასვენებას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ სხეულს მისთვის მოამზადებს. ზღვის მარილი სჯობს აფთიაქში შეიძინოთ, ამისთვის ნატურალური, საღებავებისა და დანამატების გარეშე გამოიყენეთ. თბილ აბაზანას (წყლის ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს) 200-300 გრ ზღვის მარილი დაუმატეთ და 20 წუთით ჩაწექით. მალე შეამჩნევთ, რომ კანი უფრო გლუვი და დაჭიმული გახდა, ხოლო ცელულიტი ნაკლებად შესამჩნევი.
ვაკუუმით მასაჟი
ანტიცელულიტური მასაჟის კურსი სილამაზის სალონებში ძვირი დაგიჯდებათ. ვაკუუმით მასაჟი ეთერზეთებით კი ბევრად უფრო იაფია! აფთიაქში სპეციალური სამასაჟო ვაკუუმი და ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთი შეიძინეთ. პრობლემურ ზონაზე რამდენიმე წვეთი წაისვით და მასაჟი დაიწყეთ. ქილა კანზე მიიდეთ და ოდნავ მოუჭირეთ, რომ კანი შეიწოვოს. პრობლემურ ზონაში მსუბუქი წრიული მოძრაობით 15 წუთით იმოძრავეთ, სანამ კანი ოდნავ არ შეწითლდება. გაითვალისწინეთ, რომ ვაკუუმით მასაჟს უკუჩვენება აქვს – ვარიკოზული გაფართოებული ვენები და სისხლძარღვების ვარსკვლავები. ასევე პროცედურის შემდეგ შეიძლება პატარა ჩალურჯებები დარჩეს, ნებისმიერ შემთხვევაში ნაწიბურების საწინააღმდეგო კრემი ხელთ გქონდეთ. დუნდულების შიდა ნაწილზე ამ მასაჟის გამოყენება რეკომენდებული არაა. თუმცა ეფექტი ამად ნამდვილად ღირს: ვაკუუმით მასაჟს ქსოვილებიდან ჭარბი წყალი გამოაქვს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, კანს უფრო გლუვს და ელასტიურს ხდის.
აბაზანა ჩაი მატესთან ერთად
მატეს ფოთლები დიდი რაოდენობით მატეინს შეიცავს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ჩაი მატეს ფოთლები დანამატების გარეშე (ყველაზე იაფიანი თამამად აიღეთ) შეიძინეთ. 5 ჩ/კ ჩაი მარლაზე მოათავსეთ, მჭიდროდ შეკარით, მდუღარე წყალში მოათავსეთ და დაბალ ცეცხლზე 30 წუთით ადუღეთ. ნაყენს ოდნავ გაგრილება აცადეთ, შემდეგ ½ ჭიქა ზღვის მარილი და 5 ს/კ თაფლი (შეგიძლიათ ყავისფერი შაქრით ჩაანაცვლოთ) დაუმატოთ. მიღებული ნარევი თბილ აბაზანაში მოათავსეთ და 15 წუთით ჩაწექით. დარჩენილი მატე სხეულის ნატურალური სკრაბის სახით გამოიყენეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.