ნატურალური საშუალებები, რომლებიც ენერგეტიკულ სასმელებს ანაცვლებს

1382

დილაობით დაღლილი იღვიძებთ და ძლივს დგებით საწოლიდან? შუადღისას ისე იღლებით, რომ ვეღარ აზროვნებთ? საღამოს ძალა მხოლოდ იმისთვის გრჩებათ, რომ საწოლზე დაეგდოთ და სერიალებს უყუროთ? თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: ყავა ერთადერთი საშუალება არაა გამოსაფხიზლებლად. ეს ბუნებრივი ენერგეტიკები უზრუნველყოფს ენერგიის მოზღვავებას და შეძლებთ მოასწროთ ყველაფერი, რაც საჭიროა.

1. ციტრუსი

ზოგიერთ ქვეყანაში ტყუილად არაა მიღებული დილაობით გრეიფრუტის ან ფორთოხლის წვენის დალევა. ეს მზისფერი ხილი – ცივი სეზონების ჩემპიონია C ვიტამინის შემცველობით, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ენერგიით დამუხტვას. ხოლო ციტრუსის კანში არსებული ეთერზეთები ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მაქსიმალური ეფექტისთვის, გათალეთ ფორთოხალი, დატკბით არომატით, ხოლო შემდეგ მიირთვით ხილი ან მოამზადეთ წვენი.

2. ელეუტეროკოკი

ცნობილია მატონიზებელი, საერთოგამაძლიერებელი და მაფხიზლებელი თვისებებით. მისგან მომზადებულ ნაყენს ექიმები ნიშნავენ სტრესის, ნევროზის, მადის დაქვეითების დროს. დაასხით 2 ს.კ. მშრალ ნედლეულს ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ, გაწურეთ და დალიეთ დღის განმავლობაში.

3. ჟენშენი

ჟენშენის ნაყენი იყიდება აფთიაქებში და არც ისე ძვირი ღირს. თუმცა, ეს საშუალება იდეალური ენერგეტიკი და იმუნური სისტემის მასტიმულირებელია.

4. ლიმონი + ჯანჯაფილი

მდუღარე წყალში მოხარშეთ 2 ლებან ჯანჯაფილსა და 1 ნაჭერ ლიმონს, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და დალიეთ. ჭიქაში ჩაასხით ახალი მდუღარე წყალი და ისევ მოხარშეთ. თუ ენერგია გჭირდებათ, დღეში რამდენიმე ჭიქა ასეთი სასმელი დალიეთ.

7. მწვანე ჩაი

დიახ, ჩვეულებრივი მწვანე ჩაი ყავის მსგავსად გვაფხიზლებს. არ დაგავიწყდეთ ამის შესახებ, თუ მწვანე ჩაის დალევას ძილის წინ გადაწყვეტთ, მეტაბოლიზმის აქტივაციის მიზნით. არაა გამორიცხული, რომ ნივთიერებათა ცვლას ნამდვილად გაიაქტიურებთ, თუმცა დაძინებას ვერ მოახერხებთ.

8. ქაცვი

ქაცვის ქერქი შეიცავს სეროტონინს – ნივთიერებას, რომელსაც ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. განწყობის ასამაღლებლად, დაუმატეთ ჩაის ცოტაოდენი ქაცვის კენკრისა და ქერქის წვენი.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს