ჩვენ სმარტფონების გამუდმებით ვიყენებთ: სამსახურისთვის, სწავლისთვის, ზარების განსახორციელებლად და მიმოწერისთვის, ასევე სათამაშოდ და გასართობად. ზოგიერთს მის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმოუდგენია. და მაინც, სმარტფონების შესახებ ყველაფერი ვიცით? როგორც აღმოჩნდა, მას ბევრი საიდუმლო შესაძლებლობები აქვს, რომელთა შესახებაც ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვქონდა.დღეს შევეცდებით გაგაოცოთ და გაგიზიაროთ საიდუმლო კოდები, რომლებიც სმარტფონის ბევრ საინტერესო ფუნქციაზე წვდომის უფლებას მოგცემთ.
სმარტფონის კოდები
პირველ რიგში უსაფრთხოებაზე უნდა ვისაუბროთ. თაღლითები უფრო და უფრო გონიერები ხდებიან და ხშირად ჩვენს ტელეფონებს თვალთვალისა და სხვადასხვა ავანტიურისთვის იყენებენ. ამისთვის დამცავი სისტემა მოიგონეს. საჭიროა მხოლოდ გარკვეული კომბინაციას აკრეფა და გაიგებთ, ვინმე ხომ არ გითვალთვალებთ.
უსაფრთხოების კოდები
- *#21# – ეს კოდი გიჩვენებთ, თქვენი ზარების ან მესიჯების სხვა ნომერზე გადამისამართება ხომ არ ხდება. ეს კოდი აკრიფეთ და ეკრანზე გამოჩნდება ნომერი, სადაც თქვენი ზარების გადამისამართება ხდება. თუ არაფერი გამოჩნდა, მაშინ არანაირი საფრთხე არ არსებობს.
- ##002# – თუ გაქვთ ეჭვი, რომ გადამისამართება ჩართულია, შეგიძლიათ ეს კომბინაცია აკრიფოთ. ის გადამისამართებისყველა სახეს გიჩვენებთ, რომლებიც ტელეფონში არის დაყენებული. კოდი ყველა სმარტფონზე მოქმედებს.
- კარგი იქნება თუ ამ კოდს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის წინ გაიხსენებთ. ეს დაგეხმარებათ არ დაკარგოთ ფული, როუმინგის ჩართვის დროს. ასე ზარები ხმოვანი ფოსტაზე არ გადავა და თანხას ანგარიშიდან არ ჩამოგაჭრიან.
- *#06# – ეს კომბინაცია ტელეფონის საიდენტიფიკაციო ნომერს გიჩვენებთ, ე.წ. IMEI. ამ ციფრების ცოდნა დაკარგული ტელეფონის პოვნაში დაგეხმარებათ.
თუ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწდეს, რომ ბევრი რამ თქვენზე არის დამოკიდებული. იზრუნეთ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ტელეფონი უცხო ადამიანს არასდროს მისცეთ, თუნდაც 1 წუთით. მხოლოდ გამოცდილი აპლიკაციები გამოიყენეთ და საეჭვო საიტებიდან არაფერი გადმოწეროთ. სხვებისგან დაფარული მესენჯერები გამოიყენეთ.
ახლა კი სმარტფონის სხვა სასარგებლო ოდებზე ვისაუბროთ. ისინი მხოლოდ Android სმარტფონებზე მიდის და სხვა მოდელებზე არ მუშაობს. კოდები ფრთხილად გამოიყენეთ, რადგან ზოგიერთის გაუქმება შეუძლებელია. თუ დარწმუნებული არ ხართ, ჯობს არ გამოიყენოთ.
კოდები Android სმარტფონებისთვის
- *#*#7780#*#* — პარამეტრების გადატვირთვა. ყველა აპლიკაცია წაიშლება. მისი გაუქმება აღარ შეიძლება.
- *2767*3855# — პარამეტრების ქარხნულ მონაცემებამდე წაშლა, ტელეფონის შიდა მეხსიერებაში ყველაფერს შლის.
- *#*#4636#*#* — ტელეფონის შესახებ სრული ინფორმაცია.
- *#*#34971539#*#* — კამერის შესახებ სრული ინფორმაცია.
- *#*#273283*255*663282*#*#* — ფაილების სწრაფი სარეზერვო მონაცემები
- *#*#232339#*#* / *#*#526#*#* – უსადენო ინტერნეტის სწრაფი შემოწმება.
- *#*#1472365#*#* — >GPS-ის სწრაფი ტესტი.
- *#*#0673#*#* / *#*#0289#*#* — აუდიო-ტესტი.
- *#*#0842#*#* — ვიბრაციის და განათების ტესტი.
- *#*#232337#*#* — Bluetooth-ის ტესტი.
- #31# (ტელეფონის ნომერი) — თქვენ ნომერს ნებისმიერი აბონენტისთვის მალავს.
- #*2562#/ #*3852# — ტელეფონის გადატვირთვა.
- #*5376# — ყველა sms-ის წაშლა.
კოდების აკრეფა ჩვეულებრივ შეგიძლიათ ნომრების აპლიკაციიდან. მისი აკრეფა ციფრულ კლავიატურაზე შეგიძლიათ და დარეკვის ღილაკზე დაჭერა არ სჭირდება. ახლა უკვე თქვენ სმარტფონზე ბევრი რამ იცით და შეგიძლიათ სრულყოფილად გამოიყენოთ.
არ დაგავიწყდეთ, ეს ინფორმაციული სტატია თქვენს მეგობრებ გაუზიარეთ!