6 იდეა, რომლებიც თქვენს ბინას მშობლებისთვის უსაფრთხოდ აქცევს

1281

სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არამხოლოდ ჩვენი ციხე-სიმაგრე, არამედ უსაფრთხო ადგილიც უნდა იყოს ჩვენთვის, ჩვენი პატარებისა და ჩვენი მშობლებისთვის. სამწუხაროდ, ყოველწლიურად ვიზრდებით, ჩვენი მშობლები კი ბერდებიან და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. იზრუნეთ ამ მცირე ცვლილებებზე, რათა თქვენი ბინა თუ სახლი ცოტათი უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს თქვენი მშობლებისთვის.

1. შეცვალეთ ნათურები უფრო მკვეთრით

ყველაზე მარტივი საშუალება სახლის ან ბინის უსაფრთხოებისთვის არის განათება. შეცვალეთ ნათურები ყველა ოთახში უფრო მკვეთრი სანათებით, დააყენეთ მაგიდის სანათები მშობლების ოთახშიც და დერეფანშიც, ამომრთველები ისე დააყენეთ, რომ მშობლებს მათი პოვნა არ გაუჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ ასაკთან ერთად მხედველობა სუსტდება და განათება, რომელიც მკვეთრად გეჩვენებათ, შეიძლება არასაკმარისი იყოს ჩვენი მშობლებისთვის.

2. აღჭურვეთ უსაფრთხო შხაპი

ასაკთან ერთად, სახსრების მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, გარდა ამისა, 70 წლის ასაკში ჩვენ ვკარგავთ კუნთოვანი მასის 30%-მდე – ეს ყველაფერი კი იმას იწვევს, რომ მოხუცებს უჭირთ აბაზანაში ჩასვლა ან საშხაპე კაბინაში შესვლა და დგომა. უმჯობესია, აღჭურვოთ აბაზანა საშხაპე კაბინით, რომელსაც დაბალი ზღურბლი ექნება ან საერთოდ არ ექნება. მოათავსეთ იქ სკამი და სახელურები.

3. დააყენეთ სახელურები ტუალეტსა და აბაზანაში

კუნთოვანი მასის დაკარგვის გამო, სულ უფრო რთულდება წამოდგომაც. დააყენეთ სახელურები აბაზანასა და ტუალეტში, რათა მშობლებმა შეძლონ მათზე მოჭიდება ადგომის დროს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ამ ოთახებში არ ელაგოს ზედმეტი ნივთები, რომლებიც დაბრკოლებას შეუქმნის მშობლებს.

4. გააფართოვეთ კარის გასასვლელები

ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვის მშობელსაც კასტილები, დეამბულატორი ან ეტლი სჭირდება. თუმცა, მაშინაც კი, თუ სახლში ასეთი არავინ გყავთ, დარწმუნდით, რომ თქვენი კარის გასასვლელი საკმაოდ ფართოა, არაა მორთული სხვადასხვა დეკორაციით, რომლებიც მოხუცის წაქცევას გაამარტივებს.

5. დაამაგრეთ ხალიჩები და შეამოწმეთ ავეჯი

მიამაგრეთ ხალიჩის კიდეები ისე, რომ მათზე ფეხის წამოდება შეუძლებელი იყოს სიარულისას. დადგით ავეჯი მაქსიმალურად ახლოს კედელთან ისე, რომ იგი არ აბრკოლებდეს გასასვლელს, რათა დაჯახების შანსი შემცირდეს.

6. შეამოწმეთ კარის სახელურები

შეიძლება, საკეტები და სახელურები თქვენს ბინაში თქვენთვის კომფორტულია, თუმცა რამდენად მარტივად უმკლავდებიან მას თქვენი მშობლები? ართრიტი, სიბერის ერთ-ერთი თანამგზავრი, ასუსტებს ხელებსა და მაჯებს, ამიტომ კარის გაღება ნამდვილ პრობლემად იქცევა. დარწმუნდით, რომ თქვენი მშობლები უმკლავდებიან კარის სახელურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცვალეთ ისინი უფრო მსუბუქი მოწყობილობით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს