ინსულტი: 11 რისკ-ფაქტორი, რომლებიც სჯობს მუდმივად გააკონტროლოთ

1079

მსოფლიოში ყოველ 4 წუთში ერთი ადამიანი ინსულტით იღუპება. ამ დაავადებისგან დაზღვეული არავინაა: რისკის ქვეშ არიან ქალები და კაცები, ხანდაზმულები და ახალგაზრდები, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები და მავნე ჩვევების მქონე ადამიანები. რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად დაავადების ნაადრევი ნიშნების შესახებ უნდა იცოდეთ და ექიმს პირველივე ეჭვის გაჩენისთანავე მიმართოთ. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი ფაქტორები ზრდიან დაავადების განვითარების რისკს. ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ, თუ განსაკუთრებული რისკის ზონაში ხართ.

მაღალი არტერიული წნევა

ინსულტის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი მაღალი არტერიული წნევაა. თქვენ უკვე რისკის ქვეშ ხართ, თუ „ზედა“ წნევა 130-ს აჭარბებს. თუ ორი კვირის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში წნევა 140 ან უფრო მაღალ ნიშნულზეა, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ და საჭირო ზომები მიიღეთ. მედიკამენტების გარდა არტერიული წნევის დასარეგულირებლად მარილის მოხმარება შეამცირეთ, თამბაქოს მოწევასა და ალკოჰოლის მიღებაზე უარი თქვით, სპორტით დაკავდით და ყოველდღიურ რაციონს გადახედეთ. მსუბუქი ნახშირწყლები, მონო გაჯერებული ცხიმები და ცუდი ქოლესტერინის გამზრდელი პროდუქტები გამორიცხეთ.

ქოლესტერინის მაღალი დონე

არტერიებში ქოლესტერინის ფოლაქები ნორმალურ სისხლდენას ხელს უშლის, რაც თავის მხრივ ტვინისთვის სისხლის ნორმალურად მიწოდებას აფერხებს და ინსულტს იწვევს. საერთო ქოლესტერინის უსაფრთხო დონეა – 200, ინსულტის რისკს კი 240 მაჩვენებელი ზრდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს ყურადღება მიაქციოთ – სწორედ მათი სიჭარბე სისხლძარღვების კედლებზე სახიფათო ნადების გაჩენას იწვევს, რაც არტერიებს ავიწროებს და ნორმალურ სისხლდენას აფერხებს. რეგულარულად ანალიზები ჩააბარეთ და ქოლესტერინის დონე დაარეგულირეთ, ასევე რაციონს ყურადღება მიაქციეთ: მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში შაქრის, მსუბუქი ნახშირწყლების და გაჯერებული ცხიმების მოხმარება შეზღუდეთ. უფრო მეტი ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი, მონო უჯერი ცხიმების შემცველი პროდუქტები მიირთვით, ასევე ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, თუნდაც სეირნობა ძალიან მნიშვნელოვანია.

გულის დაავადებები

მოციმციმე არითმია ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. რისკის ზონაში გულის სხვა დაავადებებიც არის. ექიმს რჩევა ჰკითხეთ, შესაძლოა, სისხლის გასათხელებლად აბები გამოგიწერონ. დიეტა და ზომიერი კარდიო ვარჯიში არ უნდა დაგავიწყდეთ – ისინი გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობას ხელს უწყობენ.

შაქრიანი დიაბეტი

მეორე ტიპის დიაბეტი თავისთავად სახიფათოა, მაგრამ მას დამატებითი გართულებების გამოწვევა შეუძლია. დიაბეტის დროს გულის და თირკმლების დაავადებების, ასევე ინსულტის განვითარების რისკი იზრდება. ამ დაავადების განვითარების შანსი დიაბეტის დროს 1,5-ჯერ უფრო მეტია. სწორედ ამიტომ, სისხლში შაქრის დონე უნდა აკონტროლოთ, მისი სახიფათო მერყეობა არ დაუშვათ, სპორტით დაკავდით (დამტკიცებულია, რომ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა შაქრის დონეს გააკონტროლებს) და ჯანსაღი დიეტა დაიცავით. თამბაქოს მოწევას თავი დაანებეთ – კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არა მხოლოდ ინსულტის, არამედ დიაბეტის რისკს ზრდის.

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება

როცა საქმე ინსულტის რისკს ეხება, უსაფრთხო ალკოჰოლის დოზა არ არსებობს: ღვინის ან უფრო ძლიერი სასმელის მცირე რაოდენობით მიღებაც კი ამ სახიფათო დაავადების რისკს ძლიერად ზრდის. თუ საქმე რეგულარულ მოხმარებას ეხება, ინსულტი გარდაუვალია: ქალების „წითელი ზონა“ ყოველდღიურად ერთი პორცია ალკოჰოლის მიღებით იწყება, მამაკაცებისთვის ორით.

დიეტური სასმელების მოხმარება

მხოლოდ ერთი პორცია სასმელი, რომელშიც ხელოვნური, შაქრის შემცველი დამტკობებელია გამოყენებული, ინსულტის რისკს 3-ჯერ ზრდის. წვენები და სასმელები შაქართან ერთად გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ასევე სახიფათოა, მაგრამ თუ არჩევანს აკეთებთ, სჯობს უპირატესობა მათ მიანიჭოთ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დიეტური სასმელები უფრო სერიოზულ საფრთხეს შეიცავენ. უმჯობესია, თუ წყალს ან რძეს აირჩევთ.

თამბაქოს მოწევა

ყოველი მოწეული სიგარეტი ინსულტთან გვაახლოებს: თამბაქოს მოწეევა ცუდი ქოლესტერინის დონეს ზრდის, ამავდროულად კარგი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. შედეგად, სისხლძარღვები უფრო ვიწროვდება, მისი კედლები კი ნაკლებად ელასტიური ხდება. თამბაქოზე უარის თქმა ინსულტის პროფილაქტიკისთვის გადამწყვეტი ზომებია. უმჯობესია, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ.

ჭარბი წონა

თუ თქვენი სხეულის ინდექსი 30-ს აჭარბებს, თქვენ რისკის ზონაში ხართ: სწორედ ამ მაჩვენებლით იწყება გასუქება, რომელიც თავის მხრივ, დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის და ქოლესტერინის განვითარების რისკს ზრდის. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და შესაძლებლობის მიხედვით სხეულის მასის ინდექსი ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნეთ.

ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია

საბოლოო გადაწყვეტილება ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის შესახებ, რომელსაც ქალები მენოპაუზის დროს გადიან, ჯერ მიღებული არაა. თუმცა 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც მენოპაუზის შესწავლის მიზნით ჩრდილოეთ ამერიკული საზოგადოების ინიციატივით ჩატარდა, აჩვენა, რომ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მიღება ინსულტის განვითარების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ, სანამ თერაპიის დაწყებაზე გადაწყვეტილებას მიიღებთ, აუცილებლად ინსულტის რისკი შეაფასეთ და ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.

სტრესი

ქრონიკული სტრესი კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ინსულტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სტრესის დროს არტერიული წნევა იზრდება. მოდუნების და სტრესის შედეგების მოხსნის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება

ორალური კონტრაცეპტივების მიღება განსაკუთრებით ისეთ ფაქტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, მაღალი არტერიული წნევა ან დიაბეტი, ინსულტის განვითარების რისკს ზრდის. კონტრაცეპტივების მეთოდის არჩევის დროს ამის შესახებ უნდა იცოდეთ. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ, თუ რაიმე დაავადება გაქვთ, რომელიც ინსულტის რისკს ზრდის.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს