ცხელა? ჰაერი არ გყოფნით? კონდიციონერი არ გაქვთ, ან გაუმართავად მუშაობს? გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც სიცხესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ ზაფხულში.
1. ღრმად ისუნთქეთ
როგორც კი იგრძნობთ, რომ ხურდებით, რამდენიმე წუთის განმავლობაში ისუნთქეთ ნელა და ღრმად. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მოქმედებს: სწორი სუნთქვა ხელს უწყობს ბუნებრივ თერმორეგულაციას და ორგანიზმს სიცხესთან გამკლავებაში ეხმარება. მეტი ეფექტისთვის, დაახვიეთ ენა მილისებრად და ისუნთქეთ პირით. შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ კი ნელა ამოისუნთქეთ ცხვირით, გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
2. მოამზადეთ პიტნის სპრეი
მოხარშეთ პიტნის სპრეი მდუღარე წყალში, გააგრილეთ მიღებული ნაყენი, გადაასხით შეფიან ბოთლში და შეიშხეფეთ სახესა და სხეულზე. მენთოლი აგრილებს კანს და უმკლავდება გადახურებას.
3. დაამზადეთ კუსტარული კონდიციონერი
გაყინეთ რამენიმე წყლით სავსე ბოთლი და მოათავსეთ იატაკის ან მაგიდის კონდიციონერის წინ. სხვათაშორის, ბოთლების ნაცვლად წყლით სავსე თასის გამოყენებაც შეგიძლიათ.
4. მიირთვით ცხარე საკვები
ცხარე საკვები აძლიერებს სისხლის მიმოქცევასა და ოფლდენას, რითაც ხელს უწყობს თერმორეგულოაციას. გარდა ამისა, კაპსაიცინი, რომელსაც ცხარე წიწაკა შეიცავს, ჩვენს სხეულს გაძლიერებულ ოფლდენას აიძულებს ისე, რომ სხეულის ტემპერატურა არ გაიზარდოს.
5. გაიკეთეთ გამაგრილებელი კომპრესები
პულსის წერტილები – მაჯა, იდაყვი და საფეთქლები – ჩვენი სხეულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილებია. დაადეთ მათ ყინულიანი პაკეტები და მაშინვე უკეთ გახდებით – ტემპერატურა მთელ სხეულზე შემცირდება.
6. გამოიყენეთ ალოე ვერას წვენი
ალოეს წვენი – ბუნებრივი საშუალებაა კანის გასაგრილებლად მზისგან დამწვრობის ან რუჯის შემდეგ. თუმცა, მისი თვისებები სიცხის წინააღმდეგად გამოიყენება: უბრალოდ წაისვით ცოტაოდენი გელი პულსის წერტილებზე. 5-10 წუთის შემდეგ სხეულის ტემპერატურა შემცირდება.
7. გაყინეთ ზეწრები
აიღეთ საწოლის თეთრეული, მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და შედგით საყინულეში რამდენიმე საათით. სიცხეში გრილ ზეწრებზე წოლას რა სჯობს?
8. გააგრილეთ მატრასი
მოათავსეთ ყინული ან გაყინული ბრინჯი რბილ პაკეტებში და მოათავსეთ ზეწარსა და მატრასს შორის იმ ადგილებში, სადაც თქვენი კისერი, ფეხები და წელი თავსდება. თუ ყინული მეტისმეტად ექსტრემალურია თქვენთვის, აიღეთ ჩვეულებრივი ბამბის წინდა, გაავსეთ ბრინჯით, გაყინეთ და შემდეგ გამოიყენეთ.
თქვენ როგორ ებრძვით სიცხეს?