ახალი ფეხსაცმელი ფეხს გტკენთ? მარტივი მეთოდი კოჟრების თავიდან ასაცილებლად

4306

გაზაფხული და ზაფხული ღია ფეხსაცმლის და კოჟრებთან უსასრულო ბრძოლის სეზონია. როგორ ავიცილოთ თავიდან კოჟრები?

ფეხსაცმელმა მხოლოდ სიამოვნება რომ მოგანიჭოთ, პირველ რიგში, ფეხის კანზე სწორად უნდა იზრუნოთ. ის რბილი და მოქნილი უნდა იყოს, ამბობს კენ იუნგი, ექიმი ორთოპედი ლოს ანჯელესიდან. მეორე მხრივ, ფეხსაცმელი სწორად უნდა შეარჩიოთ. ექიმი იუნგი გირჩევთ, არ აირჩიოთ ფეხსაცმელი, რომლის თასმები ფეხის ქვედა კიდურებთან არის განთავსებული. აირჩიეთ რბილი მასალა, რომელიც თქვენი ფეხის კონტურს იმეორებს.

ექსპერტი ჯანმრთელობის საკითხში კლერ ჰანუმი გირჩევთ ახალი ფეხსაცმელი არ დაინდოთ და სახლში კარგად გაწელოთ, სანამ მის ქუჩაში ჩაცმას გადაწყვეტთ.

ასე უფრო სწრაფად გაცვდება და თქვენ უკეთ გეცოდინებათ, თუ რომელ ნაწილში გრძნობთ უსიამოვნებას და სად გტკენთ. „თუ უკვე ოდნავ გტკივათ, წყლულების საწინააღმდეგო საშუალება მოამზადეთ  იქ, სადაც შეიძლეაბ წყლულები გაჩნდეს“ – ამბობს ჰანუმი.

ის გირჩევთ, ბალერინა ფეხასცმელში გამჭვირვალე წინდები ჩაიცვათ. ასე ფეხსაცმელზე კანის გახეხვას და კოჟრების გაჩენას თავიდან აიცილებთ. ექსპერტები გირჩევენ, ზაფხულში შლოპანცებზე უარი თქვათ და უპირატესობა თასმებიან ფეხსაცმელს მიანიჭოთ – ეს ფეხის ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა.

მთავარია, გახსოვდეთ, რომ ახალი წყვილი ფეხსაცმლის შეძენა, თუნდაც ის თქვენი საყვარელი მოდელი იყოს, არ ღირს, თუ მცირე დისკომფორტს მაინც განიცდით.

„რეალობა ისეთია, რომ მომავალში ერთი ჩაცმის შემდეგ მცირე დისკომფორტი შეიძლება საშინელ ტკივილად და კოჟრებად გადაიქცეს. ეს რთულია, მაგრამ სჯობს არაკომფორტული ფეხსაცმელი თაროზე დააბრუნოთ“ – ამბობს კლერ ჰანუმი.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს