სულ რაღაც 150 წლის წინ ექიმები სერიოზულად თვლიდნენ, რომ მკაცრი კორსეტის გარეშე ქალის სხეულის შინაგანი ორგანოები ერთ ადგილას გაჩერებას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ და აუცილებლად გარეთ გამოვარდებოდნენ. 100 წლის წინ ბევრ ფსიქიკურ აშლილობას თავის ტვინის ნაწილის მოკვეთით „მკურნალობდნენ“. ხოლო 50 წლის წინ ქალები გულის შეტევის დროს დროულ დახმარებას ვერ იღებდნენ, რადგან სპეციფიკურ „ქალურ“ ნიშნებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ფიქრობთ, რომ სხეულისა და ჯანმრთელობის შესახებ საკმარისად ბევრი რამ იცით? მაშინ შეამოწმეთ, მოძველებული მითის ხომ არ გჯერათ!
ვაქცინამ შეიძლება აუტიზმი გამოიწვიოს
ბევრი მშობელი ბავშვებისთვის საშიში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებს, რადგან თვლის, რომ ვაქცინასა და აუტიზმის სპექტრის განვითარების გაზრდილ რისკს შორის კავშირი არსებობს. სხვათა შორის, უკვე რამდენიმე დიდი კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს მითია. წელს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის ავტორებმა ექსპერიმენტის შედეგები შეისწავლეს. მათ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ნახევარ მლნ-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს. ისინი დარწმუნებით ამბობენ, რომ ვაქცინა აუტიზმის სპექტრის განვითარებაზე გავლენას არ ახდენს.
თუ ბავშვობაში ალერგია არ გქონდათ, მაშინ არასდროს არ გექნებათ
სამწუხაროდ, ასე არაა. პრაქტიკულად ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ ცხოვრებისეულ ეტაპზე შეიძლება ამა თუ იმ პროდუქტის აუტანლობა, მათ შორის საკმაოდ მძიმე ფორმებში, განვითარდეს. თუ რომელიმე ჩვეულ პროდუქტზე რეაქცია შეამჩნიეთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ და ტესტი გაიკეთეთ. თუ ტესტი დადებითია, სასწრაფოდ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძინეთ.
ზრდასრულებში ასთმის განვითარება არ ხდება
კიდევ ერთი სამწუხარო სიმართლე: როგორც ალერგიის შემთხვევაში, ასთმა შეიძლება მოულოდნელად განუვითარდეს ადამიანს, რომელსაც ასთმა ადრე საერთოდ არ აწუხებდა. სწორედ ამიტომ, ამ დაავადების ნაადრევი ნიშნების გამოვლენა და ექიმთან დროულად მიმართვა აუცილებელია.
ყავა ორგანიზმიდან სითხეს გამოდევნის
მიუხედავად იმისა, რომ ყავა შარდმდენ კოფეინს შეიცავს, ყავა და სხვა კოფეინის შემცველი სასმელი რეკომენდებულია დღის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობას დაუმატოთ. ექიმები სულ უფრო იმ აზრისკენ იხრებიან, რომ ყავა შეიძლება ორგანიზმს ისეთივე სითხეს აწვდის, როგორც სასმელი წყალი.
კვერცხის მიღება ქოლესტერინის დონეს ზრდის
მრავალი წლის განმავლობაში კვერცხი, განსაკუთრებით შემწვარი, ყველასთვის აკრძალული იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გულის ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევდა: ითვლებოდა, რომ ეს პროდუქტი „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ზრდის და სისხლძარღვების კედლებს ნაკლებად მოქხნილს ხდის. ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ კვერცხის მოხმარებასა და სახიფათო ქოლესტერინის დაგროვებას შორის კავშირი არ არსებობს. უფრო მეტიც, კვერცხი გულისთვის სასარგებლოა, რადგან შეიცავს A, D, E და K ვიტამინებს, ასევე კალციუმს, რკინას და ქოლინს.
ხვრინვა ნორმალურია
სინამდვილეში ხვრინვა ნორმალური და უსაფრთხო მხოლოდ ერთ შემთხვევაშია, როცა თქვენ სურდო გაქვთ. სხვა დროს ხვრინვა იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობის მხრივ რაღაც პრობლემა არსებობს. მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადება – ეს დაავადებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელიც აპნოეს ან უბრალოდ ხვრინვასთან კავშირშია.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.