7 ყველაზე მავნე პროდუქტი, რომლებსაც სიცოცხლის რამდენიმე წლის ფასად მივირთმევთ

1423

“ჩვენ იმისთვის არ ვცხოვრობთ, რომ ვჭამოთ, არამედ იმისთვის ვჭამთ, რომ ვიცოცხლოთ”. და თუ დიდი ხნით გვინდა სიცოცხლე, ზოგიერთ პროდუქტზე უარი სამუდამოდ უნდა ვთქვათ. არსებობს იმდენად მავნე პროდუქტები, რომელთათვისაც არამხოლოდ ფულის, არამედ სიცოცხლის წლების გადახდაც გვიწევს.

აღარასდროს მიირთვათ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი, თუ რეალურად დიდხანს ცხოვრება გსურთ.

1. ტკბილი გაზიანი სასმელი

ასეთი სასმლის რეგულარული მოხმარება სერიოზულად ზრდის ნაადრევი გარდაცვალების რისკს – ასეთი მონაცემები იქნა წარდგენილი ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის შარშანდელ კონგრესზე. ასე, მხოლოდ 1 ჭიქა კოლა დღეში, გულის იშემური დაავადებით გარდაცვალების რისკს ორჯერ ზრდის. გარდა ამისა, ტკბილი გაზიანი სასმლის ყოველდღიური მოხმარება აჩქარებს უჯრედების დაბერებას და, საბოლოო ჯამში, ცხოვრების 4.5 წელს გვართმევს.

2. ხელოვნური დამატკბობლები

დიეტოლოგები ჯერ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, ღირს თუ არა შაქარზე სრულად უარის თქმა, თუმცა, იმაში, რომ დამატკბობლის გამოყენებით მომზადებული პროდუქტი მავნეა, ასი პროცენტით დარწმუნებული არიან. გარდა იმისა, რომ საკვებისა და სასმლის დატკბობა ზრდის სიმსუქნის, დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკს, იგი აძლიერებს ჩვეულებრივი შაქრის ნეგატიურ გავლენასაც. კიდევ ერთმა კვლევამ დაამტკიცა კავშირი შაქარსა და ინსულტისა და დემენციის გაჩენის რისკის ზრდას შორის.

3. მარილიანი პროდუქტი

ჩვენი უმრავლესობა ყოველდღე მიირთმევს იმაზე მეტ მარილს, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს სჭირდება, ნატრიუმის სიჭარბე კი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტსა და კუჭის კიბოს. ხშირ შემთხვევაში, ზედმეტ მარილს დამუშავებული პროდუქტისა და ფასტ-ფუდისგან ვიღებთ, რაც კიდევ ერთი მიზეზია, მკვეთრად შევამციროთ მათი მოხმარება.

4. გადამუშავებული ხორცი

წინა წელს სოსისი, ძეხვი, მზა ლორი და ბეკონი ოფიციალურად კანცეროგენებად აღიარეს. გარდა იმისა, რომ მათში ძალიან დიდი რაოდენობით მარილია, ამ კერძების რეგულარული მოხმარება 72%-ით ზრდის გულის დაავადებით ადრეულ სიკვდილს, ხოლო კიბოთი – 11%-ით.

5. პროდუქტი გლუტენის გარეშე

თუ ცელიაკია – გლუტენის აუტანლობა – გაქვთ არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი ნახშირწყლებზე. კვლევებმა, გამოქვეყნებულმა ჟურნალ Lancet Public Health-ში, დაადასტურა: რაციონი, ნახშირწყლების დაბალი შემცველობით, ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას მთელი 4 წლით. თუმცა, რა თქმა უნდა, ნახშირწყლები რთული და ცელულოზით მდიდარი უნდა იყოს.

6. ალკოჰოლი

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ წითელი ღვინისა და ლუდის სარგებლობის შესახებ, იცოდეთ, რომ კვირაში 1 ულუფა ალკოჰოლსაც კი შეუძლია ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის ნახევარი წლით შემცირება. 2-3 ულუფა კვირაში = -2-3 წელიწადს. ხოლო თუ რეგულარულად მიირთმევთ 3 ან მეტ ულუფა ალკოჰოლს კვირაში, 5 წლით უფრო ნაკლებს იცოცხლებთ, ვიდრე ალკოჰოლის გარეშე. ვწუხვართ.

7. ტრანს-ჟირების შემცველი პროდუქტი

ხელოვნური ტრანს-ცხიმები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მზა ნამცხვრები და ფასტ-ფუდი, სერიოზულად ზრდის გულის დაავადებების, ინსულტისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს, ეს დაავადებები კი მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხსა და ხანგრძლივობას. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ხელთ სრული აკრძალვა წარმოებაში ტრანს-ცხიმების გამოყენებაზე, ამიტომ გვიწევს, დამოუკიდებლად ვაკონტროლოთ იმ პროდუქტის შემადგენლობა, რომლებსაც ვყიდულობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს