არასდროსაა ადრე ან გვიანი ჩვენს ყველაზე მთავარ ორგანოზე – ტვინზე – ზრუნვის დაწყება. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის შეძლებთ საკუთარი თავის დახმარებას და ასაკობრივი ცვლილებებისგან დაცვას.
გაგაცნობთ რამდენიმე მარტივ ჩვევას, რომლებიც ახლავე უნდა განივითაროთ, რათა სიბერეს აქტიური, ჯანსაღი გონებითა და მყარი მეხსიერებით შეხვდეთ.
1. ისეირნეთ
კომპანია JAMA Network Open-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც დღეში 10 000 და მეტ ნაბიჯს დგადნენ შუა ხნის ასაკში, ტვინი საშუალოდ 2.2 წლით უფრო ახალგაზრდა მდგომარეობაში ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ იყო დაკავებული სპორტით. გარდა ამისა, წინა წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩვევა გვიცავს დეპრესიებისგან ხანში შესვლის დროს: ფიზიკური სავარჯიშოები ამცირებს ანთებას და ასტიმულირებს იმ ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებიც ააქტიურებს ტვინის უჯრედებისა და სისხლძარღების ზრდას ტვინში.
2. მიირთვით მწვანე ბოსტნეული
სალათის ფოთლები, რუკოლა, ისპანახი, ბაზილიკი და ოხრახუში, სხვა ფოთლოვანი მწვანილი – ეს ბოსტნეული აახალგაზრდავებს ტვინს 11 წლით! ფანტასტიკურად ჟღერს, არა? ამასთან, ეს დაზუსტებული ფაქტია: ფოთლოვანი მწვანილი შეიცავს ლუტეინს, განსაკუთრებულ პიგმენტს, რომელიც ხელს უწყობს რუხი ნივთიერების რაოდენობის ზრდას ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუს აგებს მეხსიერებასა და ინფორმაციის დამუშავებაზე. რამდენადაც ლუტეინს მთელი ცხოვრების მანძილზე ვაგროვებთ, არასდროსაა გვიანი მის მისაღებად.
3. შეასრულეთ 1 კროსვორდი ყოველდღე
კროსვორდების ან სუდოკუს ამოხსნა ავითარებს და ავარჯიშებს თქვენს ტვინს უკეთ, ვიდრე ჭადრაკის თამაში. თუნდაც ერთი კროსვორდის ამოცნობა ყოველდღე გააახალგაზრდავებს ტვინს დაახლოებით 8 წლით.
4. აკონტროლეთ წნევა
40/50/60 წლის ასაკში ჰიპერტონია ზრდის კოგნიტური ფუნქციების დარღვევის რისკს, ამიტომ აკონტროლეთ არტერიული წნევა და, თუ იგი 130-90 აღემატება, აუცილებლად მიიღეთ ზომები.
5. გამოიძინეთ
ღამის ძილის დროს, ჩვენი ტვინი ძალებს აღიდგენს, ასევე, აქრობს მიკროდაზიანებებს, რომლებიც დღის განმავლობაში მიიღო. თუმცა, ეს მხოლოდ ღრმა ძილის ფაზაში ხდება. თუ რეგულარულად გამოუძინებელი ხართ, ხშირად იღვიძებთ ღამით ან თქვენი ძილი ზედაპირული და არაღრმაა, ტვინს უფრო სწრაფად დაბერებაში ეხმარებით.
6. შეინარჩუნეთ და განავითარეთ სოციალური ურთიერთობები
რაც უფრო მეტი ურთიერთობა გაქვთ, ჩვენი ნაცნობობა მით უფრო გაჯერებული და ემოციურად დამუხტულია და ჩვენი ტვინიც უფრო კარგ მდგომარეობაშია. ჩვენთვის სასიამოვნო და ძვირფას ადამიანებთან აქტიური ურთიერთობის დროს იზრდება აქტივობა ტვინის გარკვეულ გადაბმებში, რომლებიც ასტიმულირებს BDNF-ს(მოლეკულები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის უჯრედების აღდგენისა და ახალი ნეირონული კავშირების დამყარების პროცესში) წარმოქმნას.
7. მიირთვით მეტი კენკრა
კენკრის რამდენიმე ულუფა კვირაში საკმარისი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს გვაძლევს იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ამამჟავებელ პროცესებს, რომლებიც აქვეითებს ტვინის დამცავ ფუნქციას. 1 ფინჯანი მოცვი ან მარწყვი დილაობით თქვენს ტვინს გააახალგაზრდავებს არანაკლებ 2 წლით.
8. ისწავლეთ მედიტირება
ჟურნალ NeuroImage-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებმა აჩვენა: მედიტაციით რეგულარულ ბაზისზე დაკავებულ ადამიანთა ტვინი, საშუალოდ, 7.5 წლით ახალგაზრდაა მათთან შედარებით, ვისაც არასდროს გამოუცდია ეს პრაქტიკა. დროა, თქვენც ისწავლოთ მედიტირება.