ალერგია კოღოებზე: 6 ნიშანი იმისა, რომ ეს უსიამოვნება გჭირთ

1156

ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს ალერგია კოღოს ნაკლებზე, თუმცა, ბევრი ჩვენგანი ვერც კი ეჭვობს, რომ ქავილი, წყლულები და სხვა სიმპტომები სწორედ ამ უსიამოვნო მდგომარეობის გამოვლინებაა. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ამ ფრთოსანი ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და არ დაინდოთ ისინი!

კოღოზე ალერგიის სიმპტომები

1. ჭინჭრის ციება

კოღოს ნაკბენზე ნორმალური რეაქციაა – მცირეოდენი შესიება და სიწითლე, რომელიც გექავებათ და რამდენიმე დღეში გადადის. მაგრამ, თუ დიდი ზომის შესიებებს ამჩნევთ, რომლებიც კოპს უფრო გაგონებთ, ან წითელ ლაქებს ხედავთ, რომელთა კუთხეებიც კანის ზედაპირის ზემოთაა, დიდი ალბათობით, ალერგია გაქვთ.

2. შეშუპება პირის ღრუში, ტუჩებზე ან ყელში

ეს სერიოზული სიმპტომია, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ სერიოზული ალერგია გაქვთ. ნებისმიერი შესიება სახის ქვედა ნაწილში ექიმთან მისვლის მიზეზია, რადგან შეიძლება საქმე კვინკეს შეშუპებასთან გვქონდეს, რაც პოტენციურად სასიკვდილოა.

3. გულისრევა

კიდევ ერთი ნიშანი – გულისრევის შეგრძნება და სისუსტე, მრს-სა და გრიპის დროს არსებულის მსგავსი.

4. თავბრუსხვევა

როგორ შეიძლება იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული კოღოს ნაკბენი და თავბრუსხვევა? როგორც ჩანს, უშუალოდ – თუ ალერგია გაქვთ. არ უგულებელყოთ სიმპტომი, შესაძლოა, ალერგოლოგთან მიმართვა დაგჭირდეთ.

5. მომატებული ტემპერატურა

თუ ორგანიზმი აქტიურად ებრძვის ალერგიას, იგი შეიძლება ,მომატებული ტემპერატურით რეაგირებდეს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის, ასეთი ძლიერი ალერგია ძალიან საშიშია.

6. თავის ტკივილი

უეცრად გაჩენილი თავის ტკივილის დაკავშირება ცოტა ხნის წინ ნაკბენთან რთულია, თუმცა, თუ ალერგია გაქვთ, სწორედ ასეთი რეაქცია შეიძლება გამოავლინოს ორგანიზმმა. თუ მსგავსი რამ რეგულარულად ხდება, მიმართეთ ექიმს.

თქვენ გქონიათ ეს სიმპტომები კოღოს ნაკბენზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს