პირში უსიამოვნო სუნი არა მხოლოდ ნივრის ან ხახვის ჭამის შემდეგ ჩნდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბაქტერიები, დაავადება, გაციება ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები. აი, რამდენიმე ხრიკი, როგორ გაიჯანსაღოთ სუნთქვა.
1. იოგით დაკავდით
თქვენ სუნთქვის ვარჯიშები დაგჭირდებათ, რომლებიც ცხვირ-ხახიდან ყველა ზედმეტ ნარჩენს გამოიტანს.
2. სოდიანი წყალი დალიეთ
არა გაზიანი, არამედ წყალში გახსნილი სოდა (ნახევარი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალში გახსენით).
3. სწორად დაიძინეთ
პირღია ძილი ან ხვრინვა ნერწყვის გამოყოფას ამცირებს და ჯანსაღ სუნთქვას ხელს უშლის. სჯობს გვერდზე ან მუცელზე დაიძინოთ, ვიდრე ზურგზე. დილით მძიმე სუნთქვა შეიძლება ძილის აპნოეს ნიშანი იყოს (სუნთქვის დროებით გაჩერება). ასეთ დროს ექიმს მიმართეთ.
4. ალოეს წვენი დალიეთ
ის კბილებს შორის დარჩენილი საკვების ნარჩენებს მოგაშორებთ და ნერწყვის გამოყოფას სტიმულს მისცემს.
5. მოწევას თავი დაანებეთ
მოწევა პირის ღრუში ბაქტერიების გავრცელებას, შესაბამისად უსიამოვნო სუნის წარმოქმნას ხელს უწყობს.
6. ბევრი წყალი დალიეთ
თუ ორგანიზმი საკმარის წყალს არ იღებს, ის უფრო ნაკლებ ნერწყვს გამოყოფს, რის გამოც სუნთქვა უსიამოვნო გახდება.
7. წითელი ღვინო დალიეთ
წითელი ღვინო პირის ღრუში ბაქტერიების რაოდენობას შეამცირებს. ოღონდ არ გადააჭარბოთ!
8. ვაშლი შეჭამეთ!
ხილი სუნთქვის განახლებას ხელს უწყობს, ხოლო C ვიტამინი მიკრობებს კლავს.
9. საღეჭი რეზინი დაღეჭეთ
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია სუნთქვის გასაჯანსაღებლად და პირიდან ზედმეტი ნარჩენების და ბაქტერიების მოსაშორებლად.
10. ჩაი დალიეთ
სადილის შემდეგ ყავის დალევა შავი ან მწვანე ჩაის მიღებით ჩაანაცვლეთ. ორივე ჩაიში შემავალი პოლიფენოლები სუნთქვის განახლებას ხელს უწყობენ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.