ოდესმე დაფიქრებულხართ, რომ თქვენს კარადაში ტყუილად იმტვერება უამრავი ფეხსაცმელი, ბოტასი თუ ჩექმა? ერთი წყვილი აღარ გერგებათ, მეორე გადასაგდებად გენანებათ და ასე, უსასრულოდ… შემდეგ ისევ მიდიხართ და ახალ ფეხსაცმელს ყიდულობთ. ნუ გააკეთებთ ამას, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ “გავაცოცხლოთ” საყვარელი ფეხსაცმელი და დავზოგოთ ფული.
მაშ ასე
1. ვწელავთ ვიწრო ფეხსაცმელს
პირველი ექსპერიმენტისთვის, ჩვენ ავირჩიეთ ლიდერენის(ხელოვნური ტყავის) ფეხსაცმელი. მისი ტარება ისე, რომ ფეხი არ გვეტკინოს, შეუძლებელია. ბლოგერები ამბობენ, რომ ფეხსაცმლის გაწელვა ნახევარი ზომით შეიძლება.
პირველი საშუალება – გაყინვა
-“გაავსეთ შესაკრავიანი პაკეტები წყლით, მოათავსეთ ისინი ფეხსაცმელში და შედგით საყინულეში. გაყინვის დროს იგი ფეხსაცმელს გაწელავს.”
შედეგი: ეს მეთოდი არ მოქმედებს. ფეხსაცმელი არ გაწელილა. შესაძლოა, ამ პაკეტებში დიდი თავისუფალი ადგილი რჩება, ამიტომ წყალი კი ფართოვდება, თუმცა არა იქ, სადაც საჭიროა.
მეორე მეთოდი – გათბობა
-“ჩაიცვით ყველაზე სქელი წინდები და ეცადეთ ფეხსაცმლის ჩაცმა. გაფრთხილებთ, რომ დისკომფორტს იგრძნობთ, თუმცა ეს აუცილებელი მსხვერპლია საუკეთესო ეფექტისთვის. ახლა აიღეთ ფენი(ცხელი რეჟიმით) და მიმართეთ ფეხსაცმლის იმ მონაკვეთისკენ, რომელიც გაწელვას საჭიროებს. არ გაიხადოთ ფეხსაცმელი, სანამ არ გაცივდება”.
შედეგი: მოქმედებს. შედეგმა ყველაზე თამამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ფეხსაცმელი უვნებლად გაფართოვდა და სიგრძეშიც კი ცოტათი მოიმატა.
ექსპერიმენტი მოგვეწონა, ამიტომ უფრო შორს წავედით.
რაც უფრო მეტ და სქელ წინდას ჩაიცვამთ, მით უფრო მეტად გაიწელება ფეხსაცმელი. ამასთან, ეფექტი 1 კვირის შემდეგაც არ გამქრალა.
2. რეზინების გათეთრება
ინტერნეტი სავსეა კედებისა და ბოტასების გაცოცხლების შესახებ რჩევებით. ექსპერიმენტის ფარგლებში ჩვენ ერთბაშად რამდენიმე ხრიკი ვცადეთ.
აცეტონი vs. მიცელარული წყალი
-“ჩაალბეთ ბამბის დისკენი სითხეში და კარგად გაწმინდეთ დაბინძურებული მონაკვეთები.”
შედეგი: მოქმედებს. მიცელარული წყალიც და აცეტონიც ერთნაირად კარგად გაუმკლავდა სამუშაოს.
კბილის პასტა vs. WD-40
-“წაუსვით კბილის პასტა ან მოაფქვიეთ სითხე ფეხსაცმლის რეზინს, დაელოდეთ რამდენიმე წუთით და გახეხეთ. WD-40 არამხოლოდ ათეთრებს რეზინს, არამედ წყალგაუმტარსაც ხდის”.
შედეგი: ნახევრად მოქმედებს. კბილის პასტა დავალებას გაუმკლავდა, ხოლო WD-40 – ვერა.
მნიშვნელოვანია! არ გაიმეოროთ ექსპერიმენტი WD-40-ით ქსოვილის ფეხსაცმელზე – სითხე სამუდამოდ ტოვებს ლაქებს.
3. ვასწორებთ ნაკეცებს ფეხსაცმელზე
ბლოგერი შანტელ დე ბონსუ აზიარებს ხრიკს. რომელიც “აცოცხლებს” ძველ ბოტასებს. გოგონამ ნაკეცები ფეხსაცმელს 5 წუთში მოაშორა, მისი კედები კი ახალივით გახდა. შანტელმა 350 ათასი მოწონება დააგროვა და ქსელის მომხმარებლება გადაწყვიტეს ამ საშუალების გამოყენება. ვერც ჩვენ ჩამოვრჩებოდით და ვცადეთ.
მაქსიმალურად მჭიდროდ გაავსეთ ფეხსაცმელი წინდებით ან ძველი ნივთებით. დაასველეთ პირსახოცი ცხელი წყლით, დაადეთ იგი ფეხსაცმელს და დააუთოვეთ(გამორთეთ აორთქლების ფუნქცია). არ გააჩეროთ უთო პირსახოცზე – იგი ხშირად უნდა წამოწიოთ. დაუთობის დრო დამოკიდებულია ნაოჭების ხარისხზე.
შედეგი: ეს ხრიკი მოქმედებს. ფეხსაცმელები გაცილებით უკეთ გამოიყურება. დროა, თქვენს გაიმეოროთ.
ჩვენს ექსპერიმენტში სამი წყვილი ფეხსაცმელი მონაწილეობდა.
ქალის სავარჯიშო ქსოვილის ბოტასი.
ბავშვის ფეხსაცმელი პერფორირებული ტყავისგან.
გლუვი ტყავის ფეხსაცმელი.
შედეგი: ეს ხრიკი ტყავის ფეხსაცმელს უფრო უხდება, რადგან ქალის ბოტასები ბოლომდე არ გაახლდა. ამასთან, აუცილებელია სიგრთხილეც, რათა ფეხსაცმელი არ დააზიანოთ.
თქვენ თუ გამოგიყენებიათ ინტერნეტში ნანახი ხრიკები და რამდენად მოქმედებს ისინი?