ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ურთიერთობაში დომინირება უყვარს

5681

წარმატებული ურთიერთობის მრავალ ფაქტორებს შორის შესაფერისი პარტნიორის პოვნა ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა თავსებადობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ისეთი პარტნიორის პოვნას, რომელიც ხასიათით თქვენი შესაფერისი იქნება.

ზოგს მშვიდი და მორჩილი პარტნიორი მოსწონს, ზოგს კი ურჩევნია რომ დომინანტი შეყვარებული ჰყავდეს. თუ შეუპოვარი პარტნიორი გსურთ, ქვემოთ მოცემულ ზოდიაქოს ნიშნებს გადახედეთ.

ლომი

ლომი ცნობილია იმით, რომ ყურადღება და აღიარება კატასტროფულად სჭირდება. ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, მეფის მსგავსად ბრძანებების და მითითებების გაცემა უყვარს. უდაოდ, ურთიერთობაში დომინირებს, რადგან თვლის, რომ უკეთ იცის, თუ რა სჭირდება პარტნიორს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების უმეტესობას მოგზაურის სული აქვთ. მათ თავისუფლების გრძნობა მთელი გულით უყვართ და პატივს სცემენ. გარდა ამისა, მშვილდოსნის ერთი თვისება, რომლის შესახებ ყველამ არ იცის – მას სხვის ნებაზე დამორჩილება არ უყვარს, ამიტომ იძულებულია ურთიერთობაში დომინანტი იყოს.

მორიელი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ძლიერი ვნებით და სასტიკი მახსოვრობით გამოირჩევა, რის გამოც ახლობლები ხშირად ზურგს აქცევენ. ისინი ეჭვიანები არიან და სიყვარულის ობიექტის კონტროლი უყვართ. ამრიგად, მათი გატაცება დროებითი და იმპულსური არაა, პირიქით – მძიმე და დამღლელია, ამიტომ არ შეუძლია, რომ ურთიერთობაში დომინანტი არ იყოს.

თხის რქა

თხის რქა, როგორც ცნობილია, ძალიან დისციპლინირებული ადამიანია და არაფერი აღიზიანებს იმაზე მეტად, ვიდრე ის, რასაც მასთან შეთანხმებისა და ფანტაზიების გარეშე აკეთებენ. მას მხოლოდ საკუთარი წესებით ცხოვრება უყვარს, ამიტომ დომინანტი პარტნიორი ხდება.

ვერძი

ვერძი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც თავისი ინდივიდუალიზმით ცნობილია. ზოგჯერ თავდაჯერებულობის არ არსებობას მწარედ განიცდის ამიტომ ურთიერთობაში დომინანტი ხდება.

კურო

კურო პარტნიორის მიმართ მზრუნველი და ნაზი იქნება მანამ, სანამ მას ძლიერად არ გააბრაზებთ. ყველასთვის ცნობილია, რომ გაბრაზებულ ხართან მოლაპარაკებას ვერ გამართავთ. როცა კურო ზღვარს აღწევს, უფრო მარტივი იქნება დაეთანხმოთ, ვიდრე ეკამათოთ. გასაოცარი არაა, რომ კურო ხშირად დომინანტი პარტნიორი ხდება.

კირჩხიბი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საკმაოდ ჯიუტები შეიძლება იყვნენ, რაც კარგი თვისებაა და მათ წარმატებული კარიერის აწყობაში დაეხმარება, მაგრამ ასევე პირად ცხოვრებაში პრობლემების რიცხვს გაზრდის. თუ რაღაც გადაწყვიტა, ვერავინ შეაჩერებს, საყვარელი ადამიანიც კი მას გზიდან ვერ გადაახვევინებს. აქედან გამომდინარე დომინანტ როლს ურთიერთობაში შესანიშნავად დაიკავებს.

და თქვენ ურთიერთობაში დომინანტი ხართ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს