13 საყოფაცხოვრებო ხრიკი, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებ

3312

ყველა ჩვენგანს აქვს საყვარელი ნივთი გარდერობში და, როცა მას რაღაც პატარა კატასტროფა მოსდის, განწყობა ნულამდე ეცემა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გვეცოდინება მარტივი ხრიკები, რომლებიც ამ ნივთის შენარჩუნებასა და გარდასახვაში დაგვეხმარება.

გთავაზობთ ხტიკებს, რომლებიც თქვენი გარდერობის მოვლაში დაგეხმარებათ.

1. ფეხსაცმლიდან ლაქების ამოყვანა

თუ ზამშის ფეხსაცმელზე ლაქები აღმოაჩინეთ, გაწმინდეთ მიცერალური წყლით.

2. ტანსაცმლის გაწელვის არიდება

სვიტრი არ გაიწელება, თუ ისე დაკიდავთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

3. ჩექმების ფორმის შენარჩუნება

ჩექმამ ფორმა რომ არ შეიცვალოს, ჩადეთ მასში წყლის აერობიკის ჯოხები.

4. უსიამოვნო სუნის არიდება მოგზაურობის დროს

თუ შინ დაბრუნებისას ჩემოდანში გაქვთ გაურეცხავი ტანსაცმელი, მასთან ერთად მოათავსეთ საპნის ნაჭერი, სუნი რომ არ გაუჩნდეს.

5. ფეხსაცმლის სრიალის არიდება

ამისთვის წებოს პისტოლეტი და სილიკონის ჩხირები დაგჭირდებათ.

6. კაბის დამძიმება ქარში

თუ დაიღალეთ ქარში კაბის ბოლოების ჭერით, მიაკერეთ მას შიდა მხარეს რამდენიმე მონეტა.

7. უსიამოვნო სუნის მოშორება

კიდევ ერთი საშუალება ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად – ჩადეთ მასში მშრალი ჩაის პაკეტები.

8. შორტის ამოკეცვა

რეცხვის შემდეგ შორტზე ნაკეცი რომ სწრაფად გააკეთოთ, გამოიყენეთ თმის უთო.

9. ოფლის სუნის მოშორება ტანსაცმლიდან

რეცხვამდე შეაშხეფეთ სუნიან ტანსაცმელს ლიმონიანი წყალი.

10. ტანსაცმლის საკიდზე გაჩერება

თხელი ბლუზა ყოველთვის სრიალებს საკიდიდან, ამიტომ დაამაგრეთ საკიდის ბოლოებს რეზინები.

11. მაისურის გარდაქმნა

უბრალო მაისურის მოდურ ნივთად ქცევისთვის გადააჯვარედინეთ ბრეტელები.

12. კედებზე ნაქექების მოშორება

კედის ცხვირი საკმაოდ სწრაფად იკაწრება და იხეხება, ამ უსიამოვნების მოსაშორებლად გამოიყენეთ ფრჩხილის აცეტონი.

13. ლიფის დამალვა ღია კაბაში

ღია ზურგის მქონე კაბაში ლიფის დასამალავად გამოიყენეთ მარტივი კონსტრუქცია, რომელიც ფოტოზეა მოცემული.

თქვენ გაქვთ მსგავსი ხრიკები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს