თუ ასეთი თევზის ჭამის შემდეგ დაღლილობას და მხედველობის გაუარესებას გრძნობთ, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ

3050

ბოტულიზმი საკვები პროდუქტებით ორგანიზმის მოწამვლაა, რომელიც ბოტულის ტოქსინის დაგროვებას იწვევს. თუ დაზარალებულს სასწრაფო დახმარებას არ გაუწევთ, შედეგები შეიძლება სამწუხარო იყოს.

ბოტულიზმის მოშორება შეიძლება, თუ საკვები პროდუქტების დამუშავების და მომზადების მარტივ წესებს დაიცავთ. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენთან დაავადების შანსი 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ევროპის სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება ბოტულიზმის ნიშნების ცოდნა, რომელიც მოწამვლის დროულად აღმოჩენასა და ადეკვატური დახმარების გაწევაში დაგეხმარებათ. ასე ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს შეამცირებთ. გთავაზობთ საკვებ პროდუქტებს, რომელთა მოხმარება მოწამვლას ყველაზე ხშირად იწვევენ.

თევზის მავნებლობა

თევზის ჭამა ბოტულიზმით დაავადების ყველაზე ხშირი მიზეზია. გამხმარი, შებოლილი და დამარილებული თევზი შეიძლება სახიფათო იყოს, თუ მისი მომზადების ან შენახვის პირობები დაცული არ იყო. ამასთან პროდუქტის დაზიანების გამოვლენა გარეგნულად ან გემოთი შეუძლებელია.

დაინფიცირებას ყველაზე ხშირად გამხმარი თევზის ჭამა იწვევს. კარგად დაფიქრდით, სანამ ოჯახისთვის მადის აღმძვრელი კერძის მოსამზადებლად გზაზე პროდუქტის შეძენას დააპირებთ. ხმელი თევზის ზიანი შეიძლება გამოუსწორებელი იყოს.

სახლის კონსერვების, ხორცის, სოკოს ან ბოსტნეულის ჭამის დროს ფრთხილად უნდა იყოთ. თუ პროდუქტები კარგად გარეცხილი არ იყო, არასწორ პირობებში ინახებოდა ან ელემენტარული ნორმების დარღვევით მოამზადეს, ასეთ შემთხვევაში დაავადების შანსი მაღალია.

პრინციპი „ცხელი ნედლი არ არსებობს“ დამღუპველია. გახსოვდეთ, რომ პროდუქტის კარგი თერმული დამუშავება ნებისმიერ რისკს ამცირებს, ამიტომ საკვების მომზადებას პასუხისმგებლობით მოეკიდეთ.

ბოტულიზმის ნიშნები ყველაზე ხშირად დაინფიცირებული პროდუქტის მიღებიდან 2-24 საათში ვლინდება. პირველ რიგში, ადამიანი მხედველობის გაუარესებას, დაბინდვას, თვალებში ნივთების გაორებას ამჩნევს. მსხვილი ტექსტის წაკითხვაც კი რთული ხდება და თვალის კუნთების დამბლა იწყება.

მას მოჰყვება პირის სიმშრალე, ტკივილი ნერწყვის გადაყლაპვის დროს, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, მეტყველების დარღვევა. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაინფიცირების ისეთი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა გულისრევა და მუცლის შებერილობა. შემდეგ სუნთქვის დარღვევა იწყება, რის შემდეგ ადამიანის გადარჩენა ძალიან რთული ხდება.

ბოტულიზმის პირველივე ნიშნების დროს კვალიფიციურ დახმარებას მიმართეთ. უმეტეს შემთხვევაში ექიმები ბოტულინის ანტი ტოქსინს გაგიკეთებენ. პრეპარატი ანტისხეულებს შეიცავს, რომლებიც ტოქსინებს ანეიტრალებენ.  ადამიანი ანტიდოტს რაც უფრო სწრაფად მიიღებს, ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგები მით უფრო ნაკლები იქნება. თუმცა პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა მაინც აუცილებელია.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს