თუ ცხელ სეზონამდე წონის დაკლების ყველა მცდელობამ სასურველი შედეგი არ მოგცათ, არ იდარდოთ. ზაფხულში წონის დაკლება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ზამთარში: სიცხე მადას აქვეითებს, ხოლო სანაპიროზე ლამაზ საცურაო კოსტიუმში გაბრწყინების სურვილი მოტივაციას იძლევა. ახალი პროდუქტები არა მხოლოდ შესაძლებლობას და სხეულის მოწესრიგების საშუალებას მოგცემთ, არამედ ვიტამინებით აგავსებთ.
ხილის ბლომად ჭამა არ ღირს, რადგან ის შეიძლება გვერდებზე დაგროვდეს. განსაკუთრებით არასასურველია მათი მიღება დღის მეორე ნახევარში.
„ვივიენმა“ იცის, თუ როგორ დაიკლოთ წონაში ზაფხულში მცირე დროში. 7 დღიან დიეტას გთავაზობთ, რომლის წყალობით 5-7 კგ-ს დაკლებას შეძლებთ. თუ დიეტას სპორტს ან საღამოობით ფეხით სიარულს დაუმატებთ, სხეულის კარგად დაჭიმვას და არასასურველი მუცლისა და ცელულიტების მოშორებას შეძლებთ.
ზაფხულის დიეტა
დღე 1-ელი – ბოსტნეული
ბოსტნეულის მიღება 5 ნაწილად გაყავით. მთავარი ნაწილი სადილის დროს უნდა მიიღოთ. ეს შეიძლება იყოს კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, ტკბილი წიწაკა და სხვა ბოსტნეული, რომლებიც სახამებელს არ შეიცავენ. შეგიძლიათ დამოუკიდებლად, ან ზეითუნის ზეთით მორთული სალათის სახით მიიღოთ. მარილი არ მოაყაროთ.
დღე მე-2 – ხილი
ახალი ხილი კვებისთვის რამდენიმე ნაწილად გაყავით. რაც უფრო მეტად გაყოფთ, მით უკეთესი. თუ ძლიერი შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, 1 ჭიქა კეფირი ან უშაქრო იოგურტი შეჭამეთ. საღამოს უშაქრო ვაშლი ან ციტრუსი მიიღეთ. 16:00 საათის შემდეგ ბანანის, ყურძნის და ატმის ჭამა არ შეიძლება.
დღე მე-3 – კენკრა
მთელი დღის განმავლობაში მიირთვით კენკრა: ჟოლო, მარწყვი, მოცვი, ბალი. სუფთა წყალი შეუზღუდავი რაოდენობით მიიღეთ.
დღე მე-4 – რძის პროდუქტები
მთელი დღე რძის მჟავა პროდუქტებით იკვებეთ: კეფირი, სუფთა იოგურტი, მაწონი. თუ შიმშილის გრძნობა მუდმივად თავს გახსენებთ, ცოტა უცხიმო ხაჭო არაჟანთან ერთად მიირთვით.
დღე მე-5 – ბოსტნეული
პირველი დღის მენიუ გაიმეორეთ. რაციონს შეგიძლიათ ზეთის და არაჟნის გარეშე, ცოტა მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი დაუმატოთ.
დღე მე-6 – კენკრა
მესამე დღის მენიუ გაიმეორეთ.
დღე მე-7 – წვენი
ეს დღე განმტვირთველია. დღის განმავლობაში მხოლოდ ახალ დაწურული წვენის მიღება არის ნებადართული: ვაშლი, ფორთოხალი, სტაფილო და ჭარხალი.
გახსოვდეთ, ნებისმიერი დიეტის დაცვის დროს ორგანიზმის განსაკუთრებულობა უნდა გაითვალისწინოთ. კუჭის გაზრდილი მჟავიანობის დროს ბოსტნეულის და ხილის დიეტა უკუჩვენებულია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ასეთი კვების რეჟიმის შვიდ დღეზე მეტხანს არ გააგრძელოთ, რადგან ორგანიზმს ცხიმებით და ცილებით ზომიერად გაჯერება სჭირდება.
ასეთი დიეტა იდეალურია, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი და გაბერილი მუცელი მოიშოროთ. დიეტის დროს ინტენსიური ძალოვანი ვარჯიშის შესრულება არ ღირს, რადგან მენიუ ძალიან დაბალკალორიულია. როგორც წესი, ზაფხულის თვეებში აქტიურობა იზრდება: ჩვენ ბევრს ვსეირნობთ, ველოსიპედით დავდივართ, ვცურავთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.