რატომ უნდა მივირთვათ ლიმონი და ოხრახუში ერთად.

3618

ყოველ წელს სულ უფრო მეტი ადამიანი უჩივის მარილების დაგროვებას ძვლებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში. ექიმების აზრით, ამ პრობლემების მთავარი მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, უმოძრაობა, უხარისხო და დაუბალანსებელი კვება და ორგანიზმის თანდაყოლილი თავისებურებები შეიძლება იყოს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მარილის დაგროვება თითქმის უმტკივნეულოა, ამიტომ ადამიანი ძალიან გვიან აქცევს ყურადღებას ამ უსიამოვნო მოვლენას. არადა, საწყის სტადიაზე, ამ “დაბინძურებასთან” გამკლავება გაცილებით მარტივია.

ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით ორგანიზმიდან მარილების გამოდევნის საშუალებას, რომელიც მაქსიმალურად მსუბუქად და ფრთხილად მოქმედებს.

ოხრახუში და ლიმონი

უსიამოვნო პრობლემას წარმატებით რომ ებრძოლოთ, საჭიროა შარდმდენი საშუალება, რომელიც მარტივად მზადდება თაფლის, ოხრახუშისა და ლიმონისგან.

ინგრედიენტები

  • 250 გ ოხრახუშის ღეროები
  • 150 გ ოხრახუშის ფოთლები
  • 250 გ ლიმონი
  • 300 გ თბილი თაფლი

მომზადება

1. ოხრახუში და გარეცხილი, კანიანი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

2. დაუმატეთ ამ მასას დაჭრილი ფოთლები და დაასხით თაფლი. კარგად მოურიეთ.

ასეთი საშუალება დღეში სამჯერ, თითო ჩაის კოვზით უნდა მიიღოთ.

*სანამ მსგავს მკურნალობას დაიწყებდეთ, აუცილებლად ჩაიტარეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა თირკმლებში კენჭების არსებობა გამოირიცხოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს