მაქმანის გაკეთება დამოუკიდებლად შესაძლებელია, ჩანგლის გამოყენებით. საჭიროა მხოლოდ ძაფი, ნემსი და ჩანგალი. ამ ნაზი მაქმანით შეგიძლიათ მორთოთ შარფი, ბლუზა, დაფაროთ შარვალზე გახეული ადგილი. ჩვენი რედაქცია გასწავლით მაქმანის მოქსოვას.
ხელნაკეთი მაქმანი
სულ არაფრისგან სილამაზე რომ შექმნათ, ხელსაქმის ნამდვილ გურუს მხოლოდ ძაფი და ჩანგალი სჭირდება. რამდენიმე წუთში ნაზი და ლამაზი მაქმანი მზად იქნება, მისი მომზადება კი ძალიან მარტივია.
1. მოჭერით 50 სმ სიგრძის ძაფი და შემოახვიეთ ჩანგალს.
2. რამდენიმეჯერ შემოხვევის შემდეგ, ძაფი შუაში უნდა გაკვანძოთ. ამისთვის გაუყარეთ ძაფი ნემსში და რამდენჯერმე შემოახვიეთ შუაში. გაკვანძეთ მჭიდროდ.
3. დაიწყეთ კვანძების კეთება ძაფის ყოველ რკალზე. როცა პირველ რიგს დაასრულებთ, მარაოს მსგავსი ფორმა უნდა მიიღოთ.
4. გადააბრუნეთ მარაო და გააკეთეთ ასეთივე კვანძების რიგი.
5. კიდევ ერთხელ გადააბრუნეთ მარაო და დაიწყეთ მესამე რიგი. აქ კვანძები ყოველ მეორე რკალზე უნდა გააკეთოთ.
6. მოჭერით ძაფი თითქმის კიდეზე და მიაწვით სანთებელათი, რათა ნაკეთობა არ დაიშალოს. კარგად გაათანაბრეთ მაქმანი. შეიძლება, ასევე, მისი დაუთოება. ფრთხილად იყავით – თუ ძაფი სინთეტიკურია, მაქმანი ბამბის ქსოვილის ქვეშ უნდა დააუთოვოთ.
7. მაქმანი მზადაა! შეგიძლიათ, ასეთი ნაკეთობით გააფორმოთ ტულის ქსოვილი, ასევე, დააკეროთ შარფს. მთავარია, დიდხანს არ იმტვრიოთ თავი მისი მომზადების სქემაზე.
აი, ასეთი მარტივი და სწრაფი პროცესია მაქმანის დამოუკიდებლად მომზადება. უკეთესი ვიზუალიზაციისთვის, იხილეთ ვიდეო.