„ვივიენი“ გირჩევთ ზამთრისთვის მოცხარის ფოთლები მოიმარაგოთ.
მოცხარის ფოთლების სარგებელი
- C ვიტამინი. 100 გრ შავი მოცხარის ფოთოლი 260 მგ ასკორბინის მჟავას, ხოლო 100 გრ ნაყოფი მხოლოდ 177 მგ-ს შეიცავს. სხვა კენკრასა და ხილში, ვარდის გამოკლებით, C ვიტამინი გაცილებით მცირე რაოდენობითაა.
- ანტიოქსიდანტები. შავი მოცხარის ფოთლებში ბევრი ფლავონოიდია – მცენარეული ნაერთი, რომელიც თავისუფალი რადიკალებისგან დასაცავად აუცილებელია.
- მინერალური ნივთიერება. 100 გრ ფოთლები 327 მგ კალციუმს (რძე და ხაჭო მხოლოდ 120 მგ-ს შეიცავს), 370 მგ მაგნიუმს და 158 მგ კალიუმს შეიცავს.
რატომ უნდა დალიოთ მოცხარის ფოთლების ჩაი
1. ანთებას ებრძვის
მოცხარის ფოთლების ნაყენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ვირუსებისგან გვიცავს. მოცხარის ფოთლების ჩაის დალევა განსაკუთრებით სასურველია შემოდგომასა და გაზაფხულზე.
2. ქოლესტერინს ამცირებს
მოცხარის ფოთლების ჩაი „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლძარღვების ჯანმრთელობას ხელს უწყობს. ფლავონოიდები ლიპიდების და სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებენ, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
3. ორგანიზმის კომპლექსური დაცვა
გადატანილი დაავადება, მოწევა და ცუდი ეკოლოგია ზრდის თავისუფალი რადიკალების რაოდენობას – ჟანგბადის რეაქტიულ ფორმას, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს ანადგურებს და სახიფათო დაავადებებს იწვევს. მოცხარის ფოთლების ნაყენი ან ჩაი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს.
4. შეშუპებას აქრობს, შარდმდენი ეფექტი აქვს
უძველესი დროიდან მოცხარის ფოთლების ნაყენი შეშუპების გასაქრობად გამოიყენება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.