სახლის დალაგებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია საწმენდი საშუალებების სწორად შერჩევა. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო საწმენდი საშუალება ფანჯრის ბადეებისთვის არის ჭურჭლის სარეცხი საშუალება. უდიდესი პლუსია, რომ არ გჭირდებათ ფულის ხარჯვა სპეციალურ საშუალებებზე, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი პირდაპირი დანიშნულებისა, დიდად ჩამორჩებიან ეფექტურობით ჩვეულებრივ ჟელეს.
ფანჯრის ბადის წმენდა
1. ბადის გასაწმენდი ხსნარის მოსამზადებლად, გახსენით 2 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება 1 ლ თბილ წყალში და მოურიეთ ქაფის წარმოქმნამდე.
2. სანამ რეცხვას შეუდგებოდეთ, ბადე უნდა ჩამოხსნათ.
3. შემდეგ დადგით ბადე აბაზანაში, ოდნავ დახარეთ, ფსკერზე დაუფინეთ პირსახოცი, რომ არ ისრიალოს. როგორც კი ბადის მდგომარეობას დააფიქსირებთ, წაუსვით მას მომზადებული ხსნარი ჯაგრისით და გააჩერეთ 15 წუთით, რათა ჩამჯდარი ჭუჭყი დალბეს.
4. ამის შემდეგ, ჯაგრისით ნაზად გახეხეთ ზედაპირი და ჩამორეცხეთ ხსნარი წყლის არამძლავრი ჭავლით, ბადე რომ არ დააზიანოთ.
5. სანამ ბადეს ფანჯარაზე დააბრუნებდეთ, აცადეთ ბოლომდე გაშრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე მომენტალურად აღმოჩნდება სიბინძურის ახალი ულუფა.
დიასახლისების მიერ დაშვებული საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა ის, რომ ბადის გაწმენდა წელიწადში ერთხელ ახსენდებათ. ეს ყოველთვე უნდა გააკეთოთ, რადგან ბადის ხვრელებში მტვერი წარმოქმნის საცობს, რაც ხელს უშლის ოთახში სუფთა ჰაერის შემოსვლას.
ბადის სპეციალური დაფარვა რომ არ დაზიანდეს და კიდევ დიდხანს რომ გემსახუროთ, ყურადღებით მიუდექით მის წმენდას. ბადის გასაწმენდად არ გამოიყენოთ აგრესიული საწმენდი საშუალებები და საკვები ძმარი.
თქვენ როგორ წმენდთ ბადეს? რამდენად ეფექტურია თქვენი მეთოდი?