რა სჯობს ახალ, წვნიან პომიდორს ზაფხულის ცხელ დღეებში? თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სიამოვნება წელიწადის ცივ სეზონებზე არ გვაქვს, რადგან ამ პერიოდში პომიდორი ან საერთოდ არ არის, ან პესტიციდების გამოყენებითაა მოყვანილი. ამიტომ, აუცილებელი ხდება, ზამთრისთვის პროდუქტის მომარაგება ზაფხულიდან დავიწყოთ. ამას დაკონსერვების საშუალებით ვახერხებთ, ამიტომ დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით პომიდვრის მწნილის მომზადებას ძმრის გარეშე.
პომიდვრის მწნილი
ინგრედიენტები
- პომიდვრები
- კამის ღეროები
- 1 კბილი ნიორი
- დაფნის ფოთოლი
- 1/4 ტკბილი წიწაკა
- 2-3 მიხაკი
- შავი პილპილის მარცვლები
- წიწაკა ჩილი(პატარა ნაჭერი)
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ს.კ. მარილი
- 1 ს.კ. ლიმონმჟვა
მომზადება
1. გარეცხეთ პომიდვრები და დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით.
2. მოათავსეთ ქილის ფსკერზე კამა, მიხაკი, დაფნა და ყველა სახის წიწაკა.
3. ამის შემდეგ მჭიდროდ ჩაალაგეთ პომიდვრები ქილაში, დაასხით მდუღარე წყალი და დაელოდეთ მის გაგრილებას.
4. შემდეგ გადაასხით წყალი და პომიდორს დაჭრილი ნიორი დაუმატეთ.
5. ბოლოს დაუმატეთ მარილი, ლიმონმჟავა და კიდევ ერთხელ დაასხით მდუღარე წყალი. ამის შემდეგ მოხუფეთ ქილა, გადააბრუნეთ და გაახვიეთ საბანში, სანამ არ გაგრილდება.
სულ ესაა. პირველი ქილა აუცილებლად გასინჯეთ და დარწმუნდით, რომ ამ გემრიელობის მომარაგება ზამთრისთვის ნამდვილად ღირს.
შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ პომიდვრის მოყვარულ მეგობრებს.