ახალი ყვავილები ჯანმრთელობას აძლიერებენ და ადამიანებს თავს უკეთ აგრძნობინებენ

2866

ბრიტანელი ბიოლოგი ენდი კოგლანი, რომელიც სათესლე კულტურების ინსტიტუტში მუშაობს, ამბობს, რომ მცენარეები ადამიანებისგან დიდად განსხვავებულნი არ არიან: მცენარეს შეხების შეგრძნება, დანახვა, მოსმენა და ყნოსვა შეუძლია.

მცენარე ადამიანის ურთიერთობას აღიქვამს და შეიძლება ზრუნვისა და სიყვარულის გამო მადლობა აყვავებული ყვავილობით გადაუხადოს.

მცენარე ადამიანის მდუმარე დამხმარე, კარგი მეგობარი და შესანიშნავი მკურნალია.

ის მტვერს აკავებს, ნახშირორჟანგს და მავნე ნივთიერებებს შთანთქავს, ძვირფას ჟანგბადს გვანიჭებს და ნებისმიერ შენობაში ხელსაყრელ ფსიქო-ემოციურ გარემოს ქმნის.

ცნობილია, რომ ოთახის მცენარეებს ადამიანისთვის სასარგებლო ფიზიკური თვისებები აქვთ. ის სასარგებლოა იმით, რომ გამოყოფს ფიტონციდებს, რომლებიც პათოგენური ბაქტერიებისთვის დამღუპველია.

უფრო მეტიც, მცენარეს ოთახში ჰაერის გაწმენდის და გაჯანსაღების უბრალოდ შეუზღუდავი შესაძლებლობა აქვს.

როგორც აღმოჩნდა, მრავალი მცენარის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ბაქტერიები უფრო სწრაფად ნადგურდება, ვიდრე ნიორში შემავალი ფიტონციდების დახმარებით. მცენარეს მძიმე ლითონების შთანთქმა შეუძლია, ის დახურულ ოთახში ჰაერს კარგად წმენდს.

ეთერზეთების შემცველ მცენარეებს გამამხნევებელი ეფექტი აქვთ. ისინი აქროლვად ფიტონციდებს გამოყოფენ, რომლებიც ორგანიზმის დაცვის უნარს ააქტრიურებენ, ადამიანის განწყობას აუმჯობესებენ, მას ენერგიას ანიჭებენ და შრომისუნარიანობას უბრუნებენ.

დანიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ოფისში მცენარის არსებობასა და შრომის პროდუქტიულობას შორის პოზიტიური კავშირის არსებობა დაადასტურა.

ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც კომპიუტერთან დღეში 4 საათზე მეტხანს ატარებენ. სამუშაო მაგიდაზე მცენარე შემოქმედებით პროცესზე დადებით გავლენას ახდენს და ყურადღების კონცენტრირებას ხელს უწყობს.

გარდა ამისა, მცენარე ხმაურის კარგი შთანთქმელია და ამრიგად, დამსაქმებელი, რომელიც ოფისს მცენარეებით და ყვავილებით მოაწყობს, ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიან ინვესტირებას მოახდენს.

სიტყვაზე, ოთახის მცენარეები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უბრალოდ აუცილებელია: ის ჰაერს წმენდს და აჯანსაღებს, ასევე ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ზრდის.

თქვენ სახლში მცენარეები გაქვთ? მათ პოზიტიურ გავლენას გრძნობთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს