ელისაბედ II წელიწადში რამდენიმე ათასობით საქმიან შეხვედრას და წვეულებას ესწრება, ასევე ქვეყნის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს. და ის უკვე 93 წლისაა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი კარგ ჯანმრთელობას პირად ექიმს, მოსარაფი ალის უნდა უმადლოდეს.
ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ყველა მისი რეკომენდაცია მოცემულია წიგნში „აღმოსავლეთის და დასავლეთის პრაქტიკა ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრებისთვის“. „ვივიენმა“ თქვენთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოყო.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი II
კვებასთან დაკავშირებული რჩევები მათთვის, ვისაც დიდხანს ცხოვრება სურს.
1. სოფლის ან სახლის პროდუქტი აირჩიეთ.
2. ახალი ხილი და ბოსტნეული მიირთვით. დაკონსერვებულ და დამწნილებულ პროდუქტებზე უარი თქვით. გაყინული პროდუქტები დაიშვება.
3. რაციონში საკმარისი რაოდენობით ცილების არსებობას ყურადღება მიაქციეთ. ვეგეტარიანელებმაც. მათი მიღება შეუძლიათ ტოფუს, ხაჭოს, პარკოსანი პროდუქტისა და კაკლისგან.
4. ხილის წვენის ნაცვლად ფრეში მოამზადეთ. ფორთოხალი-მანდარინი, ჭარხალი, სტაფილო, ნიახური, ვაშლი და კოჭა.
5. წითელი ხორცი ფრინველის (ქათამი ან ინდაური) ხორცით ჩაანაცვლეთ.
6. საფუარის პური და საფუარზე მომზადებული საკონდიტრო ნაწარმი არ გამოიყენოთ.
7. დღეში 6-8 ჭიქა წყალი საკვების მიღებებს შორის დალიეთ.
8. დანაწევრებულად იკვებეთ: დღეში 5-ჯერ.
9. კვირაში ერთხელ ბოსტნეულის წვნიანით განტვირთვის დღე მოაწყვეთ.
გირჩევთ, ისაუზმოთ ან ცილოვანი პროდუქტებით: ხაჭო, კვერცხი, ნუშით მომზადებული კერძით, ან მარცვლეულითა და იოგურტით. ამის შემდეგ ერთი პორცია ხილი მიირთვით.
სადილი ყველაზე მთავარი და კალორიული უნდა იყოს. მაგალითად, სალათი, ცხელი ცილოვანი კერძი და გარნირი.
მოსარაფა ალის მოსაზრებით, ვახშამი მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს და მაქსიმუმ 20:00 საათზე უნდა დასრულდეს. ცხარე და ტკბილი საკვების მიღება არ შეიძლება, რომლებიც ორგანიზმს მშვიდად დაძინებაში ხელს უშლის.
ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული რჩევები
1. სწორი დგომა – სილამაზის, ჯანმრთელობის და ხანგრძლივი ცხოვრების გარანტიაა. სამეფო ოჯახის წევრები სტატუსი მიხედვით ზურგზე სწორად გამართული უნდა დაწვნენ, თავი პირდაპირ უნდა ჰქონდეთ. ეს ძალდაუტანებლად უნდა გააკეთონ. მათ იციან, რომ ჯანსაღი ხერხემალი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენს.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა 93 წლის იუბილე აღნიშნა და ვინმეს უნახავს მოღუნული ზურგით ან ჯოხით ხელში? დედოფლის მეუღლე 98 წლის იუბილეს აღნიშნავს, მისი სამხედრო გამართულობის შეიძლება მხოლოდ შეგშურდეთ.
2. “მოძრაობა – ცხოვრებაა“ – ეს ტყუილად ნათქვამი არაა. დინამიური და კარდიო ვარჯიშები ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. სირბილი საჭირო არაა, შეგიძლიათ დღეში რამდენიმე კილომეტრი გაისეირნოთ. მჯდომარე ცხოვრების წესი ზიანი ოფისში მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობით მტკიცდება: მათ შეშუპებული თვალები, ჩამოწეული მუცელი, ზოგადი სისუსტე და ჩამოწელილი კანი ახასიათებთ.
სასარგებლო ჩვევები
1.სამეფო ოჯახის წევრები წვეულებების მოყვარულები არ არიან. ის შუაღამემდე იძინებენ, ამიტომ დილით ყოველთვის მხნედ იღვიძებენ და მთელი დღის განმავლობაში ენერგეტიკების მიღება არ სჭირდებათ. ექიმი მოსარაფა ალი გირჩევთ 23:00 გვიან დაძინებას გადაეჩვიოთ.
2.ბუნებაში გასვლა. ბუნებასთან ურთიერთობა ადამიანს ამშვიდებს. ასევე ჟანგბადით ავსებს, რაც დიდ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ. ოთახი ყოველდღე გაანიავეთ, პარკში გაისეირნეთ.
3.დღისით დასვენება. სადილის შემდეგ ცოტა ხნით დასვენება ჩვევად გქონდეთ. თუნდაც 20 წუთი დასვენებას დაუთმეთ: ძილი, მედიტაცია, განჭვრეტა. ეს შესვენება განტვირთვაში დაგეხმარებათ და თავს გაჭენებულ ცხენად არ გაგრძნობინებთ, რომელიც დილიდან საღამომდე დარბის. ესპანელები ამ მხრივ ყოჩაღები არიან, მათი სიესტა დროის სწორად განაწილების კარგი მაგალითია.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.