ყველაზე დიეტური ბოსტნეული არც ისე სასარგებლო ყოფილა… ვისთვის არ შეიძლება ყაბახი

11245
Fresh summer vegetable crop on wooden background outdoors, top view, selective focus

ყაბახი დიეტურ პროდუქტად ითვლება, რადგან მას უკიდურესად დაბალი კალორაჟი და სასარგებლომიკროელემენტების მთელი ნაკრები აქვს. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ამ ბოსტნეულის სარგებელს, გარკვეული ხარისხით, აზვიადებენ.

ჩვენმა რედაქციამ გაარკვია, რითია სასარგებლო ყაბახი და შეუძლია თუ არა ორგანიზმზე მავნედ ზემოქმედება? თქვენთან ერთად ავწონით მის დადებით და უარყოფით მხარეებს.

ყაბახის მავნე თვისებები

1. ამ პროდუქტის მოხმარება არ შეიძლება თირკმლის უკმარისობის დროს, რადგან იგი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს.

2. გამორიცხეთ რაციონიდან ყაბახი, თუ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობილება გაქვთ. ამასთან, ამ შემთხვევაში, იგულისხმება უმი ბოსტნეულის ან მისი წვენის მოხმარება. საქმე ისაა, რომ უმი პროდუქტი აღიზიანებს ლორწოვან გარსებს.

3. თუ ალერგიის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობილება გაქვთ, თავი შეიკავეთ ამ ბოსტნეულისგან და, სანამ მისგან რაგუს მომზადებას დაიწყებდეთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ასეთი მიდრეკილება არც თქვენს პატარას აქვს. ბავშვებში, ზრდასრულებისგან განსხვავებით, ალერგიული რეაქცია თითქმის მომენტალურად ჩნდება და გაცილებით დიდი შანსია გართულებებისა.

ყაბახის სასარგებლო თვისებები

1. ყაბახის წვენი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხოლო ამ მცენარის ყვავილების ნახარშით კანის ზოგიერთი დაავადების განკურნებაც შეიძლება.

2. ეს შეუცვლელი პროდუქტია ხანში შესულებისთვის. ყაბახი აუმჯობესებს კუჭისა და ნაწლავების ფუნქციას, აახლებს სისხლს და გვეხმარება ათეროსკლეროზის განვითარებასთან ბრძოლაში.

3. რამდენადაც ყაბახი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს, მისი მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს.

თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა პროდუქტს არ მოაქვს სარგებელი – საჭიროა ახალი და ნატურალური პროდუქტის შერჩევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს