მწვანე ორგანული სასუქი ბალახებისგან, უსიამოვნო სუნით თუმცა სრულიად უსაფრთხო.

3945

მწვანე სასუქი – ფასდაუდებელი გადაწყვეტილებაა მებაღეებისა და მეაგარაკეებისთვის. ყოველგვარი ხარჯის გარეშე შეიძლება შესანიშნავი, ორგანული სასუქის მომზადება მცენარეებისთვის, რომელიც მოქმედებითა და შემადგენლობით ნაკელის სასუქს ჰგავს.

მის მოსამზადებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო: წყალი, ნაკვეთზე ამოსული სარეველა ბალახები და 1 მუჭა აზოტის სასუქი ფერმენტირების გაუმჯობესებისთვის. 1 200-ლიტრიანი ქვაბი მთელი ზაფხულის განმავლობაში გეყოფათ მცენარეების შესასუქებლად.

ბალახის სასუქი

ბალახის ნაყენი მცენარეების შესასუქებლად, რომელიც სხვადასხვა სარეველა ბალახის წყალში ფერმენტირებით მიიღება, მებაღეებს ძალიან მოსწონთ, რამდენადაც იგი უსაფრთხოა, მარტივად აითვისება და სწრაფად მოქმედებს.

მცენარის გამოკვების გარდა, მას სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლია: მავნებლების დაფრთხობა თავისი სუნით, წვიმის ჭიების მოზიდვა, ტუტოვანი პირობების შექმნა, რაც დამღუპველად მოქმედებს მავნე სოკოებზე. მწვანე სასუქის თვისებები დამოკიდებულია გამოყენებულ მცენარეებზე.

მომზადება

1. გაავსეთ ჭურჭლის ნახევარი არჩეული მცენარეებით. უკეთესი იქნება პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება, რადგან მეტალი დამამჟვებელ რეაქციებში შედის და ნაყენში შეიძლება მცენარისთვის არასასურველი ნაერთები გაჩნდეს.

2. დიდი ზომის ბალახები დაჭერით 10-15 სმ ნაჭრებად.

3. დაასხით მზეზე გაცხელებული წყალი, ოღონდ არა პირთამდე – გაითვალისწინეთ, რომ სითხე დაიწყებს ფერმენტირებას და ბუშტუკების წარმოქმნას. პროცესის დასაჩქარებლად დაუმატეთ 1 ნიჩაბი ნაკელი.

4. ბალახი რომ არ ამოტივტივდეს, დაადეთ სიმძიმე, მაგალითად, აგური. დაახურეთ სახურავი არამჭიდროდ.

5. პერიოდული მორევით, დააყენეთ 1.5-2 კვირა. ფერმენტირების დროს, ბალახს უსიამოვნო სუნი ექნება.

6. დაახლოებით 2 კვირაში, სუნი გაქრება, ყველა ფოთოლი ფაფად იქცევა, სითხის ფერი კი მუქი-ყავისფერი იქნება. ეს ყველაფერი სასუქის მზაობაზე მიუთითებს.

თხევადი სასუქი უმეტესწილად აზოტს შეიცავს, რომელიც აუცილებელია მცენარის მწვანე ნაწილების ვეგეტაციის ადრეულ ეტაპზე. სწორედ ამიტომ, ასეთი სასუქის გამოყენება რეკომენდებულია ზაფხულის დასაწყისში.

გამოყენებამდე ხსნარს კარგად მოურიეთ და გადაწურეთ. მორწყვისთვის გახსენით სითხე წყალში 1:10 პროპორციით.

შესუქების ნორმა ისეთივეა, როგორც სუფთა წყლით მორწყვის დროს. მაგალითად, კიტრის ნერგს 0.5 ლ ეყოფა, მარწყვის ზრდასრულ ბუჩქს – 1.5-2 ლ, ხოლო ხეს – 1 სათლი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს