რომელ პროდუქტებზე უნდა თქვათ უარი, რომ სახის შეშუპება თავიდან აიცილოთ

2591

რა უნდა ქნათ, როცა დილით შეშუპების გამო სახე ორჯერ უფრო დიდი გვგონია? ცივი კომპრესები, ნიღბები – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია. შედეგებთან ბრძოლას, სჯობს მიზეზი მოვიშოროთ. დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ რატომ გვაქვს ყოველ დილით სახე და თვალები შეშუპებული.

შეშუპებული სახე

ყოველ დილით სახის შეშუპების მიზეზი შეიძლება რამდენიმე პროდუქტი იყოს, რომლის მიღებას ვახშმობის დროს მიჩვეული ხართ. ეს პროდუქტები ორგანიზმში წყალს აკავებენ და ძილის დროს სახეს ბერავენ. შეშუპების მოსაშორებლად შარდმდენი საშუალების დალევა ცუდი ვარიანტია. შედეგი უფრო უარესი შეიძლება იყოს, ვიდრე შესიებული სახე.

„ვივიენი“ გიამბობთ, რომელი პროდუქტები იწვევენ სახის შეშუპებას.

1. სწრაფი კვების პროდუქტები

სწრაფი კვების პროდუქტებში ბევრი მარილია, რომელიც ორგანიზმში წყალს აკავებს და შეშუპებას იწვევს.

2. ნახევარფაბრიკატები

აქაც სწრაფი კვების პროდუქტების მსგავსი ისტორიაა. მხოლოდ სოსისი და ძეხვი მარილის გარდა შეიცავენ დანამატებს, რომლებიც ორგანიზმს ზიანს აყენებენ. სჯობს უპირატესობა მოხარშულ ხორცს ან გამომცხვარ თევზს მიანიჭოთ.

3. ბოსტნეული

სასარგებლო ბოსტნეული (კომბოსტო, ბოლოკი, ბროკოლი, ნიორი, ხახვი) სჯობს სადილის დროს მიირთვათ. ეს პროდუქტები გაზის წარმოქმნას, შედეგად კი შეშუპებას იწვევენ.

4. კონსერვები

დამწნილებული ბოსტნეული, მარილიანი კიტრი და მურაბა ჭარბი რაოდენობით მარილს, ან შაქარს შეიცავს. ასეთი პროდუქტები კანის გაუწყლოებას და შეშუპებას იწვევს. სჯობს რამდენიმე ახალი ბოსტნეული ან კენკრა შეჭამოთ.

5. ალკოჰოლი

თუ ალკოჰოლის მიღების შემდეგ გვერდითი ეფექტი ნაბახუსევის სახით არ გაწუხებთ, დილით სარკეში თქვენი სახე გაიხსენეთ. ალკოჰოლური სასმელი არა მხოლოდ სითხეს აკავებს, არამედ ორგანიზმს ტოქსინებით ავსებს.

6. ტკბილეული

ტკბილეული არა მხოლოდ წელისთვის, არამედ სახისთვისაც საზიანოა. სჯობს ჩაი არ მოამზადოთ, თუ იცით, რომ მაცივარში ტორტი გაქვთ. ვინ სვამს ჩაის ტორტის გარეშე? თუ ტკბილეულის მიღება ძალიან გსურთ, ჩირი მიირთვით. ჩირი შეშუპებას არ იწვევს, მაგრამ არ გადააჭარბოთ, ჩირიც ბევრ შაქარს შეიცავს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს