4 ყველაზე გემრიელი სალათა ახალი კარტოფილით.

1984

ახალი კარტოფილის სეზონი დადგა და დროა საუკეთესო რეცეპტები შეარჩიოთ და პრაქტიკაში გამოიყენოთ.

როგორ მოვამზადოთ ახალი კარტოფილი

როგორ მოვამზადოთ ახალი კარტოფილი? დღეს „ვივიენი“ გთავაზობთ 4 უგემრიელეს სალათს ახალი კარტოფილით, რომელიც ნებისმიერ გარნირს მოუხდება.

პატარა კარტოფილი სალათებისთვის იდეალურია, რადგან შეგიძლიათ არ გაჭრათ და მთელი სახით გამოიყენოთ.

თბილი სალათი ახალი კარტოფილით

ინგრედიენტები:

  • 12 მცირე ზომის კარტოფილი
  • 1 დიდი ზომის ახალი კიტრი
  • 1 დამწნილებული კიტრი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა კამა
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ და კანი მოაშორეთ.
  2. მწვანე ხახვი გარეცხეთ და დაჭერით, თეთრი თავები მოაჭერით. კამა დაჭერით, კიტრი კუბებად დაჭერით.
  3. მწვანე ხახვის თავი ტაფაზე ოდნავ მობრაწეთ და კარტოფილი დაუმატეთ. კარტოფილი არ უნდა შეიწვას, უბრალოდ ოდნავ მობრაწეთ და ხახვის სუნით გაჟღინთეთ.
  4. კარტოფილს და ხახვს კიტრის და მწვანილის ნარევი, სანელებლები დაუმატეთ. კარგად აურიეთ და იმწამსვე სუფრაზე გაიტანეთ.
  5. ეს სალათი ბურახთან ერთად შესანიშნავია. გემრიელად მიირთვით!

სალათი კორნიშონით, ახალი კარტოფილით და კვერცხით

ინგრედიენტები:

  • 5 ახალი კარტოფილი
  • 1 ქათმის კვერცხი
  • მცირე კონა ოხრახუში
  • 8 კორნიშონი (დაძმარული ნეკა კიტრი)
  • ½ ჩ/კ თაფლი
  • 1 ს/კ მდოგვი (მარცვლები)
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა

მომზადება:

  1. პირველ რიგში, მოსართავი მოამზადეთ. ამისთვის ძმარი, თაფლი, მარილი, წიწაკა და მდოგვი აურიეთ. ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
  2. კარტოფილი გარეცხეთ და მოხარშეთ. კარტოფილის გათლა აუცილებელი არაა.
  3. კორნიშონი კუბებად დაჭერით და კარტოფილს დაუმატეთ.
  4. კვერცხი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და ფენებად დაჭერით. სალათს წვრილად დაჭრილ ოხრახუშთან ერთად დაუმატეთ.

სალათი „ნორმანდია“

ინგრედიენტები:

  • 6 ახალი კარტოფილი
  • 100 გრ შებოლილი თევზი
  • 50 გრ ბოლოკი
  • 50 გრ სალათის ფურცლები
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი
  • მდოგვი (მარცვლები)
  • ლიმონის წვენი
  • წიწაკა, პიტნა, ქინძი და ოხრახუში გემოვნებით

მომზადება:

  1. ახალი კარტოფილი ისე მოხარშეთ, რომ არ ჩაიშალოს.
  2. ლიმონის წვენის, მდოგვის, ზეითუნის ზეთის, სოიოს სოუსის და წიწაკის გამოყენებით სართავი მოამზადეთ. ნახევარი სართავი ცხელ კარტოფილს დაასხით.
  3. ბოლოკი რგოლებად დაჭერით და სართავის მეორე ნახევარში დაამარინადეთ.
  4. თევზი კუბებად, მწვანილი წვრილად დაჭერით.
  5. მწვანილზე ბოლოკი, თევზი და კარტოფილი მოათავსეთ. სალათი მზადაა!

სალათი ახალი კარტოფილით და თინუსით

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ახალი კარტოფილი
  • 500 გრ დაკონსერვებული თინუსი
  • 2 ღერო ნიახური
  • 200 გრ პომიდორი ან ჩერის პომიდორი
  • 100 გრ ისპანახი
  • 100 გრ ნატურალური იოგურტი

მომზადება:

  1. კარტოფილი მოხარშეთ და ფენებად დაჭერით.
  2. თინუსი ჩანგლით დაჭყლიტეთ და კარტოფილს დაუმატეთ.
  3. პომიდორი, ნიახური და ისპანახი დაჭერით.
  4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და იოგურტი მოასხით.

ახლა უკვე იცით, ახალი კარტოფილი როგორ და რასთან ერთად მოამზადოთ. თუ რეცეპტები მოგეწონებათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს