ეჭვგარეშეა, რომ ტვინი ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. ის გულისცემაზე, ფილტვების და ორგანიზმში მთელი სისტემის მუშაობაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, ტვინის სწორად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველასთვის ცნობილია, რომ ტვინისთვის სასარგებლოა კაკალი, თევზის ცხიმი, ბროკოლი და მოცვი. თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებიც ტვინზე უარყოფით გავლენას ახდენენ. ეს შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს: გონებრივი აქტივობის შემცირება, გაფანტულობა, მეხსიერების დარღვევა და ჭკუასუსტობა ადრე მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დაკარგვასთან ერთად.
საბედნიეროდ, ამის თავიდან აცილებას შეძლებთ, თუ პირდაპირ ახლა რაციონიდან მავნე საკვებს გამორიცხავთ და მათ აღარასდროს შეიძენთ.
აი, 7 პროდუქტი, რომლებიც ტვინის მუშაობას არღვევენ:
1. ტრანს ცხიმები
სამრეწველო წარმოების ტრანს ცხიმები, რომლებიც მარგარინში, სპრედში, მცენარეულ ზეთში და საკონდიტრო ნაწარმში გვხვდება, უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენენ. და არა მხოლოდ ტვინისთვის.
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ტრანს ცხიმებს დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ, როგორც წესი, ალცჰაიმერის დაავადების, ცუდი მეხსიერების, ტვინის მცირე მოცულობის და შემეცნებითი უნარის შემცირების მიდრეკილება ჰქონდათ.
სასარგებლო ცხიმებს კაკალი, ავოკადო და ორაგული შეიცავს.
2. ტკბილი სასმელები
ლიმონათების, ენერგეტიკული სასმელების, შეფუთული წვენებისა და მორსის რეგულარული და დიდი რაოდენობით გამოყენებით არა მხოლოდ ჯანმრთელობას აზიანებთ, არამედ სულელდებით. ტკბილი სასმელები ტვინზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ და ალცჰაიმერის დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს ზრდიან.
დამტკიცებულია, რომ შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები ტვინის ანთებას და მეხსიერების გაუარესებას იწვევენ. ტვინის და წონის გასაკონტროლებლად ტკბილი სასმელები ნატურალურით ჩაანაცვლეთ – უშაქრო ჩაი, შინაურული ლიმონათი და უშაქრო მორსი, მინერალური წყალი დალიეთ.
3. რაფინირებული ნახშირწყლები
მათ მიეკუთვნება საკონდიტრო ნაწარმი, სასუსნავები და მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე სხვა პროდუქტები. პროდუქტების გლიკემური ინდექსი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კალორიულობა.
პროდუქტის მაღალი გლიკემიური ინდექსი იმის მანიშნებელია, რომ საკვები სწრაფად გადამუშავდება და აითვისება, მაგრამ სისხლში შაქრის დონეს და ინსულინს ზრდის. ასეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება ტვინის ფუნქციების დარღვევას იწვევს.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა, რომლებიც რაფინირებულ ნახშირწყლებს დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ, მეხსიერებისა და ინტელექტის ცუდი მაჩვენებელი აჩვენეს.
4. ძლიერ გადამუშავებული პროდუქტები
ეს კვების პროდუქტებია, რომლებიც ინტენსიურ გადამუშავების დროს ზიანდებიან. პიურე და სწრაფი მომზადების ლაფშა, ჩიფსები, პოპკორნი, ორცხობილა და სხვა სასუსნავი, ასევე საკონდიტრო ნაწარმი, რომლებიც შაქარს, მარილს და ცხიმებს დიდი რაოდენობით შეიცავენ. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ნახევარფაბრიკატები და მზა კერძები, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს.
ასეთი საკვები უბრალოდ უამრავ კალორიას შეიცავს და გასუქებას იწვევს – ვისცერალური ცხიმის ზრდას ტვინის ქსოვილების დაზიანება, ასევე ნივთიერებათა ცვლის შემცირება და ტვინის ქსოვილების მოცულობის შემცირება მოსდევს. ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი იზრდება.
5. ალკოჰოლი
ალკოჰოლური სასმელების რეგულარული მიღება ტვინის მოცულობის შემცირებას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ნეირონების წარმოების შეფერხებას იწვევს. ადამიანი გაღიზიანებული ხდება, ხოლო მისი ტვინის აქტივობა სუსტდება. ასევე ენცეფალოპათია და ძილის დარღვევები შეიძლება განვითარდეს.
სპირტიანი სასმელების მიღება ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და შეიძლება კონცენტრაციის გაუარესება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ქრონიკული მოხმარება იწვევს გაუწყლოებას, სისხლის გასქელებას და შინაგან ორგანოებზე ძლიერი დატვირთვა უფრო შესამჩნევი ხდება. გული ძლიერ იტანჯება.
6. თევზი ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობით
ზოგადად, თევზი ძალიან სასარგებლოა. მასში გაჯერებული ცხიმები ნაკლებად არის, სამაგიეროდ სასარგებლო ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით, ასევე B12 ვიტამინით, თუთიით, რკინით და მაგნიუმით სავსეა. თუმცა ზოგიერთი თევზი დიდი რაოდენობით შეიცავს ვერცხლისწყალს – ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც ქსოვილებში გროვდება და დიდხანს რჩება.
ყველაზე მეტი ვერცხლისწყალი მტაცებელ თევზებში გროვდება, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ და ვერცხლისწყლის დაბალი კონცენტრაციის მქონე ბევრ წვრილ თევზს ჭამენ. მთელი ცხოვრების მანძილზე ასეთ თევზში დაგროვებული ვერცხლისწყლის რაოდენობა ოკეანის დაბინძურების დონეს მილიონჯერ აჭარბებს.
სწორედ ამიტომ, უარი თქვით თინუსზე, შიმშერზე, ატლანტიკის დიდთავაზე, სამეფო სკუმბრიასა და ზვიგენებზე, რომ ტვინის ნეირომედიატორების დარღვევა არ გამოიწვიოთ.
7. ასპარტამი
ასპარტამი – ხელოვნური დამატკბობელი ბევრ პროდუქტში გამოიყენება, მათ შორის არა დიაბეტურ საკვებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის შეიძლება შეიძლება ნებისმიერ კერძში აღმოჩნდეს, ამიტომ შემადგენლობის წაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ასპარტამი ხშირად სტრესის და ნერვოზის მიზეზი ხდება. მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც საცდელ ობიექტებს ყოველდღე ეს პროდუქტი უნდა მიეღოთ. შედეგმა ბევრი გააოცა: ცდის ბოლოს ადამიანები ზედმეტად გაღიზიანებულნი იყვნენ, მათი შრომისუნარიანობა და პროდუქტიულობა შემცირებული იყო, ხოლო ბევრს დეპრესია დაეწყო.
ასპარტამის ზემოქმედება თაგვების ორგანიზმზეც გამოიკვლიეს – ამ ნივთიერების მიღებამ ცხოველების მეხსიერება და ტვინში ანტიოქსიდანტების დისბალანსი გამოიწვია.
თქვენ ცდილობთ, რომ ამ პროდუქტების მიღება შეამციროთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.