თუ სწორად კვებას ცდილობთ და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, მაშინ პროდუქტების შეძენის დროს მათი გარეგნული მხარე და ეტიკეტი ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. აშკარა ნიშნებით პროდუქტების ხარისხში დარწმუნება ყველას არ შეუძლია.
„ვივიენი“ გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც სუპერმარკეტებში მრავალფეროვანი საქონლიდან ყველაზე ხარისხიანი და ახალი კვების პროდუქტის არჩევაში დაგეხმარებათ.
როგორ ავარჩიოთ პროდუქტები
1. ბოსტნეული
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დღეს ბოსტნეულის გასაზრდელად ქიმიკატები და სასუქები გამოიყენება, ხოლო იდეალურად ლამაზი პომიდორი შიგნიდან შეიძლება დამპალი იყოს.
ხარისხიანი პომიდვრის ან კიტრის გამოცნობაში ყუნწი დაგეხმარებათ: უბრალოდ ბოსტნეული მისი შეხების ადგილას დასუნეთ. თუ მწიფე ბოსტნეულის ცოცხალ სუნს იგრძნობთ, თამამად შეიძინეთ.
ყველაფერი ოქრო არაა, რაც ანათებს. ბუნებრივ პირობებში ბოსტნეული ძალიან კაშკაშა, ერთვაროვანი და გიგანტური ზომების არ იზრდება. სწორედ ამიტომ, არაბუნებრივად დიდი, პრიალა და ვარდისფერი ბოსტნეულის შეძენას მოერიდეთ.
ახალი კიტრი ღია მწვანე უნდა იყოს. სიყვითლე კიტრში ნიტრატების არსებობაზე ან გადამწიფებაზე მიუთითებს. ყუნწს შეეხეთ, თუ ძალიან რბილია, სჯობს მის შეძენაზე უარი თქვათ.
სწორ პომიდორს თხელი კანი, მცირე ყუნწი სიყვითლის გარეშე უნდა ჰქონდეს, რბილობში კი თეთრი ძარღვი არ უნდა იყოს – ესეც ბოსტნეულში ნიტრატების არსებობის ნიშანია.
სტაფილო ნარინჯისფერი, ყვითელი და მწვანე ლაქების გარეშე უნდა იყოს, ხოლო ჭარხალი მუქი ბორდოსფერი. კომბოსტოს შერჩევის დროს ფოთლების გადანაჭერს დააკვირდით: გადანაჭერ ადგილას შავი ლაქები არ უნდა იყოს.
ავოკადოს შეძენის დროს ყუნწის ქვეშ ადგილს უნდა დააკვირდეთ. მწვანე იმაზე საუბრობს, რომ ნაყოფი რამდენიმე დღეში მომწიფდება. ყავისფერი კი გადამწიფებულ ავოკადოზე მიუთითებს.
2. ხორცი
პირველი, რაც ღორის, ძროხის, ცხვრის ან ფრინველის ხორცის არჩევისას უნდა გააკეთოთ – დასუნეთ. ახალ ხორცს სასიამოვნო სუნი აქვს. ახალ ხბოს ხორცს ახალი რძის სუნი აქვს. ეს ფარშსაც ეხება: მას ხორცის და არა სანელებლების და ნივრის სუნი უნდა ჰქონდეს.
სუნის მოსაშორებლად ხორცს ძმრიან წყალში ან სპეციალურ სუნებში ავლებენ, ამიტომ სუნის სრული არ არსებობა ასევე სახიფათო ნიშანი უნდა იყოს. ხორცის არჩევის დროს ყურადღება მის ფერს მიაქციეთ: ძროხის ხორცი თანაბარი წითელი უნდა იყოს, ღორის – ღია ვარდისფერი, ხოლო ქათამი მოვარდისფერო-თეთრი.
ხორცს ნაცრისფერი ელფერი, უხეში კუთხეები ან უცნაური ნადები არ უნდა ჰქონდეს. ცხიმიანი ფენები ძალიან თეთრი უნდა იყოს. მოყვითალო ძველ ცხოველებს აქვთ, მათი ხორცი უხეშია.
ხორცს არა მხოლოდ შეხედეთ, არამედ თითით, ჩანგლით ან დანით შეეხეთ. ხორცის ნაჭერი ელასტიური უნდა იყოს და ერთგვაროვანი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს. ახალი ხორცის ნაჭერზე დაჭერისას ღრმული სწრაფად ქრება.
3. თევზი
ახალი თევზის თვალი ცოცხალივით, თეთრი ნადების გარეშე უნდა იყოს. დაბინდული თვალები იმაზე საუბრობს, რომ დახლზე უკვე დიდი ხანია. კიდევ ერთი კრიტერიუმი – ლაყუჩი. ახალ თევზს ლაყუჩი წითელი აქვს, ხოლო ძველს მუქი.
თევზის ქერცლი ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყოს. თუ ის ადვილად ცვივა, თევზი ან გაყინული ან გაფუჭებულია. თევზს დასუნეთ: მას ჭაობის და ტალახის სუნი არ უნდა ჰქონდეს. ძლიერი მკვეთრი სუნი შენახვის ან ტრასნპორტირების დროს არასწორი ტემპერატურის პირობებზე საუბრობს.
4. ხილი
გემრიელი ხილით ბოლომდე რომ ისიამოვნოთ, მწიფე და ხარისხიანი პროდუქტის არჩევა უნდა იცოდეთ. როგორც ბოსტნეულის შემთხვევაში, აქაც სუნი ძალიან მნიშვნელოვანია. ანანასს მსუბუქი მჟავე სუნი უნდა ჰქონდეს. თუ არომატი ძალიან ტკბილი და მძიმეა, ნაყოფი უიმედოდ გადამწიფებულია.
ფერმენტაციის კიდევ ერთი ცუდი ნიშანი – ქერქზე მუქი ყავისფერი ლაქები. ყურადღება ზედაპირს და ანანასის „კუდს“ მიაქციეთ. ზედა ფოთლები ხმელი კუთხეებით – სიმწიფის ნიშანია.
საზამთროს არჩევის დროს მას უნდა დაუკაკუნოთ: რაც უფრო დიდი ხმა ექნება, მით უფრო მწიფეა. მწიფე ნაყოფის ზოლები კონტრასტული უნდა იყოს და ყუნწი ხმელი უნდა ჰქონდეს. ერთი გვერდი აუცილებლად ყვითელი უნდა იყოს, ეს ის მხარეა, რომელ მხარესაც დამწიფების დროს იდო.
ნესვი სუფთა უნდა იყოს, ყოველგვარი შავი ლაქებისა და ბზარების გარეშე. ხალხური მეთოდი გირჩევთ „ცხვირი“ (ყვავილის კვალი) და „კუდი“ (ღეროს კვალი) მოუსინჯოთ. პირველი მწიფე ნესვს ოდნავ რბილი უნდა ჰქონდეს, მეორე კი აბსოლუტურად მშრალი.
გარგარი, ატამი და ქლიავი დაჭერის დროს ფორმას არ უნდა იცვლიდეს. მათი ზედაპირი აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს. გრეიფრუტის არჩევის დროს არჩევანი მძიმეზე შეაჩერეთ: ის ყველაზე წვნიანია.
5. კვერცხი
ხარისხიანი ქათმის კვერცხი სუფთა უნდა იყოს (ბუმბულის და ნარჩენების გარეშე), ბზარების გარეშე, ერთნაირი ზომის და წონის. თითოეულ კვერცხს მარკირების ნიშანი უნდა ჰქონდეს. ეს კვერცხის კატეგორიის და მაქსიმალური შენახვის ვადას გაცნობებთ.
ახალი კვერცხის ნაჭუჭი გლუვი და არა პრიალა უნდა იყოს. თუ ახალ კვერცხს ყურთან მიიდებთ და შეანჟღრევთ, არანაირი ხმა არ უნდა გამოსცეს. თუ კვერცხი ძალიან მსუბუქია, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ის გამომშრალი და დამპალია.
ახლა უკვე ზუსტად იცით, თუ როგორ შეიძინოთ ყველაზე ტკბილი ანანასი, ხარისხიანი კვერცხი და ახალი ხორცი. ამ ხრიკების ცოდნა დახლთან ტანჯვას თავიდან აგაცილებთ.
ასევე დაგაინტერესებთ დეტალური ინფორმაცია როგორ გაარჩიოთ ნამდვილი სანელებელი ყალბისგან. ვინაიდან მას ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.