ყველაფერი დროებითია, მათ შორის ნივთებიც, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ. ისინი ყოველდღე გვიმტკიცებენ: არაფერია მარადიული, ამას უნდა შევეგუოთ. ყველაფერი, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ვცადოთ რომ ცხოვრების ბედნიერი წუთები როგორღაც გავახანგძლივოთ, ხოლო ლამაზი ნივთები უფრო დიდხანს გამოვიყენოთ.
ტყავის ფეხსაცმელზე, ჩანთას და ავეჯს ნაკაწრები მოულოდნელად ჩნდება. თითქოსდა ფრთხილად ხმარობთ… თუ საყვარელ ნივთზე უსიამოვნო დეფექტი აღმოაჩინეთ, არ ინერვიულოთ. რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომლებიც ჯადოსნური გზით ტყავის დაზიანებულ ნაწილს აღადგენს. შეინახეთ! გამორიცხული არაა, რომ ფეხსაცმელს უფრო კარგად დააკვირდეთ და ზედაპირზე დროის კვალი შენიშნოთ.
ფეხსაცმელზე ნაკაწრები
როგორ მოვიქცეთ, თუ ტყავის ფეხსაცმელზე არა უბრალოდ ნაკაწრი, არამედ დიდი ნაგლეჯია? როგორც აღმოჩნდა, ფრჩხილის ლაქისა და სუპერ წებოს მეშვეობით პრობლემა მარტივად გვარდება.
როგორ გავაქროთ ნაგლეჯი ტყავის ფეხსაცმელს
1. ასანთის ღერზე ან კბილის საჩიჩქნზე ფრჩხილის ლაქი ან სუპერ წებო წაუსვით.
2. პრობლემურ ადგილას შიგნიდან წაუსვით.
3. ტყავის ნაჭერი წებოს ადგილას დაადეთ,3-4 წუთი გააჩერეთ, რომ კარგად დაეწებოს.
4. თუ ნაკაწრი დარჩა, სუპერწებოთი კიდევ ერთხელ ამოავსეთ. შემდეგ ფერის შესაბამისი რამდენიმე ფენა საღებავი წაუსვით. ამისთვის შეგიძლიათ აკრილის საღებავები გამოიყენოთ. მზადაა, კვალიც კი არ დარჩა!
როგორ გავაქროთ ნაკაწრი ცვილის გამოყენებით
1. ტყავის ფეხსაცმელზე ღრმა ნაკაწრის მოშორება ცვილის ან პარაფინის მეშვეობით შეგიძლიათ.
2. ცვილი ან პარაფინი გააცხელეთ და დაზიანებულ ტყავზე ფრთხილად წაუსვით.
3. როცა ცვილი გაგრილდება, ფანელის ქსოვილით კარგად გაწმინდეთ და პრობლემურ ადგილას ფეხსაცმლის კრემი წაუსვით.
სამწუხაროდ, ტყავის ავეჯიც ხშირად ზიანდება. ტყავის ავეჯის რესტავრაცია ფეხსაცმლის აღდგენის პროცესის მსგავსია, მაგრამ მას თავისი ხრიკები აქვთ!
როგორ გავაქროთ ნაკაწრები ტყავის ავეჯიდან
1. ნაკაწრზე და მის გარშემო ზედაპირზე ცოტა ზეითუნის ზეთი წაუსვით. მნიშვნელოვანია, რომ ეს წრიული მოძრაობით, ნელა და თანდათანობით გააკეთოთ.
2. ზეთს გაშრობის დრო მიეცით.
3. თუ ნაკაწრი არ გაქრა, შემდეგი მეთოდი გამოიყენეთ! პირველ რიგში დაზიანებულ ადგილას ზეითუნის ზეთი წაუსვით. შემდეგ ბამბის ქსოვილი წყალში დაასველეთ და ნაკაწრს დაადეთ.
4. ქსოვილს თბილი უთო დაადეთ: სითბოს მოქმედება ტყავში ღრმად შეღწევის საშუალებას მისცემს და ასეთ ნაკაწრს “განკურნავს”.
5. დაზიანებული ადგილი სამუდამოდ რომ შენიღბოთ, ბამბის ჩხირით შესაბამისი ფერის ფეხსაცმლის კრემი წაუსვით. კრემის ნარჩენი ღრუბლით მოაშორეთ.
როგორ მოვაშოროთ ნაკაწრი ლაკის ფეხსაცმელზე
1. რბილი საპონი თბილ წყალში გახსენით, საპნიანი ხსნარით ლაკის ფეხსაცმელზე ნაკაწრი გაწმინდეთ.
2. ზედაპირი გაამშრალეთ და ბოლომდე გააშრეთ.
3. ნაკაწრზე შესაბამისი ფერის ფრჩხილის ლაქი წაუსვით. ერთი ფენა საკმარისი იქნება.
ლაკის ფეხსაცმელი ძალიან ნაზია და მასზე ნაკაწრები ადვილად ჩნდება. დეფექტები თავიდან რომ ავირიდოთ, მას სწორად უნდა მოვუაროთ. ლაკის ფეხსაცმელი უხეში ჯაგრისით არასდროს გაწმინდოთ, ასევე ძალიან მაღალ და დაბალ ტემპერატურას მოარიდეთ.
თუ ფეხსაცმელი დაგისველდათ, აუცილებლად მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ. ასევე რეკომენდებულია კვირაში 1-ელ ლაკის ფეხსაცმელზე ვაზელინის ან გლიცერინის წასმა. ეს ნაკაწრების გაჩენას ხელს შეუშლის.
ეს ტყავის საქონელზე ნაკაწრების მოშორების დეტალური ინსტრუქცია არის. ვიდეოს ნახვის შემდეგ ნივთების წესრიგში მოყვანის სურვილი გაგიჩნდებათ.
ნივთებისთვის მეორე სიცოცხლის შთაბერვა – ეს ხელოვნებაა! სასარგებლო რეკომენდაციები თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ, ისინი მადლობელნი დარჩებიან.