კორბეტის მეთოდი: აუმჯობესებს მხედველობას სათვალისა და ოპერაციის გარეშე.

3652

თვალები ადამიანის შინაგანი სამყაროს სულის სარკეა, მათში მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის მრავალფეროვნება აისახება: სიხარული, უკმაყოფილება, დეპრესია, შინაგანი ორგანოების ტკივილი, სხვადასხვა ჩვევების ბოროტად გამოყენების და არასწორი ცხოვრების წესის შედეგები, ფიზიკური დაძაბულობა.

თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ბავშვები მუდმივად თვალებს ამოძრავებენ, ხოლო ზრდასრულები გვერდზე მდებარე ნივთის დასანახად თავს აბრუნებენ.

ამრიგად, ზრდასრული ადამიანების თვალების კუნთები კარგ გამაძლიერებელ მოძრაობას კარგავენ, პერიფერიული ხედვა მნიშვნელოვნად უმცირდებათ.

ეფექტური მეთოდები თვალის დაავადების სამკურნალოდ

თვალები უმეტესად ხანგრძლივი კითხვის და მუდმივად ერთ მანძილზე ფოკუსირებით იღლებიან. ეს ჩვევები უნდა მოიშოროთ.

  • თვალის მუშაობაში ცვლილება შეიტანეთ;
  • სუფთა ჰაერზე გადით;
  • თვალის კუნთები ავარჯიშეთ;
  • ჰორიზონტს დაჟინებით უყურეთ;
  • ცისფერ ცაში ღრუბლებს დააკვირდით;

ბორცვების და ხეების სიმწვანე თვალის საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა;

დაღლილი თვალები რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელისგულების თანმიმდევრული დადებით გაცოცხლდება.

კვების რაციონში რაც შეიძლება მეტი სტაფილოს წვენი, ვაშლი, ნიახური, კომბოსტო, ოხრახუში და ბოლოკი უნდა ჩართოთ.

დახუჭული თვალებით ცოტა ხნით მზის სხივების ზემოქმედება იგრძენით. დაჯექით, სახე მზისკენ მიაბრუნეთ და ნელ-ნელა თავის ერთი მხრიდან მეორეზე გადატანა დაიწყეთ, თან მზის სხივების სითბო იგრძენით.

ადამიანის თვალისთვის ფერები მნიშვნელოვანია, რადგან ის გარკვეულ განწყობას ქმნის. ფერი პაციენტის მკურნალობის პროცესს ხელს უწყობს.

  • ცისფერი ფერი მაღალი ტემპერატურის მქონე პაციენტებზე დადებით გავლენას ახდენს;
  • იისფერი – ორსულ ქალებს ამშვიდებს;
  • ყვითელი და წითელი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს;
  • ლურჯი და თეთრი არტერიულ წნევას ამცირებს;

თითოეული ფერი ადამიანის ტვინში განსაკუთრებულ რეაქციას იწვევს:

  • ცისფერი სიმშვიდის და კმაყოფილების გრძნობას იწვევს;
  • მუქი ლურჯი და მომწვანო-მოცისფრო ფერი უსაფრთხოების გრძნობას იწვევს;
  • წითელი და ყვითელი ფერი მზის სინათლესთან და სახლის სიმყუდროესთან ასოცირდება;
  • მწვანე და ფერი ფერის კომბინაცია სისუფთავის შეგრძნებას ქმნის;
  • იისფერის მწვანესთან კომბინაცია დახვეწილობის ასოციაციას იწვევს;
  • მუქი ლურჯი ფერის კედლები ჩვეულებრივ აგრესიას იწვევს, იისფერი-ლურჯი კი გაურკვევლობას და დარდს იწვევს.
  • ნარინჯისფერი ჩვენში შთაგონებას ააქტიურებს;
  • ყვითელი, როგორც მზიანი დღესავით ნათელი ფერი სიხარულს ბადებს.
  • ვარდისფერი მოდუნებას ხელს უწყობს.

ოფთალმოლოგებმა ზოგიერთი თვალის დაავადებისთვის ფერებით მკურნალობის მეთოდი შეიმუშავეს. ადამიანებთან ფიზიოლოგიურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მწვანე ფერის ზემოქმედება თვალის შიდა წნევას ამცირებს, რაც სისხლძარღვების სისხლით ნორმალურად შევსებას ხელს უწყობს.

დასუსტებული თვალის გასაძლიერებლად შორს ყურება, ხედვით გარკვეული ფორმების დახატვა, შორეულ ნივთზე ფოკუსირება, ღრუბლების, მზის ჩასვლის და ამოსვლის ყურება სასარგებლოა.

სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა მხედველობის გასაუმჯობესებელი და შესანარჩუნებელი მეთოდები შეიმუშავეს და განავითარეს. მაგალითად, ბრეგის სისტემა მოიცავს შემდეგ დებულებებს:

  1. თვალის სტიმულაცია ცივი და ცხელი წყლის დახმარებით;
  2. სპეციალური ღრმა სუნთქვის ვარჯიშები, რომლებიც თვალში სისხლის რაოდენობას ზრდიან.
  3. ვარჯიში თვალის დასასვენებლად, რომელიც დაძაბულობას ხსნის.
  4. თვალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი კვება.

თვალმა საკმარისი რაოდენობის ვიტამინები უნდა მიიღოს, ესენია:

A ვიტამინი – სტაფილო, პომიდორი, ტკბილი კარტოფილი, ოხრახუში, ყველა ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვაში მობინადრე თევზის პროდუქტები, მზესუმზირას თესლი, ლუდის საფუარი.

C ვიტამინი – მას დიდი რაოდენობით შეიცავს ვარდი, ქაცვი, მოცხარი, ხურტკმელი, ლიმონი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ვაშლი, ანანასი და ისპანახი.

B1 ვიტამინი (თიამინი) – დიდი რაოდენობით შეიცავს სიმინდი, კაკალი, ლუდის საფუარი, ნახევრად გაპრიალებული ბრინჯი და თაფლი.

B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) – ფოთლოვანი ბოსტნეული, ვაშლი, ლუდის საფუარი, ნახევრად გაპრიალებული ბრინჯი.

B6 ვიტამინი – მისი წყაროა კომბოსტო, ხორბლის მარცვალი, მთელი ჭვავი და სიმინდი, კვერცხის გული და ყველა სახეობის თევზი.

B12 ვიტამინი – დიდი რაოდენობით შეიცავს ყურძენი კვერცხის გული, მოცვი, ფინიკი, შავქლიავი, ოხრახუში და გარგარი.

თვალის, როგორც ჩვენი სხეულის ნებისმიერი ორგანოს სიცოცხლის უნარიანობისთვის კალიუმი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ კალიუმს შეიცავს ძმარი, გარგარი, ჟერდელა და თაფლი.

თვალის სტიმულაცია ტემპერატურით

2 დიდი ზომის ქსოვილის ნაჭერი აიღეთ. ერთი ცხელ წყალში დაალბეთ (რომლის მოთმენა შეიძლება), მეორე – ყინულიან წყალში. ცხელი წყლიდან ქსოვილი ამოიღეთ და თვალებზე 1 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ცივ წყალში დასველებული ქსოვილი 1 წუთით დაიფარეთ. ვარჯიში 4-5-ჯერ შეასრულეთ. თვალები მოიწმინდეთ.

სუნთქვა, რომელიც თვალებში სისხლის ნაკადს ზრდის

სუფთა ჰაერზე გადით ან ფანჯარა გააღეთ. ვარჯიშის წინ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ახლა სისხლი მზადაა თვალებს ჟანგბადი მიაწოდოს. ღრმად ჩაისუნთქეთ, სუნთქვა შეიკავეთ, არ ამოისუნთქოთ, წელში მოიხარეთ და ოდნავ მუხლები მოხარეთ, თავი დახარეთ ისე, რომ გულის დონეზე ქვემოთ იყოს. ახლა ჟანგბადით გაჯერებული სისხლი თავისა და თვალებისკენ წავა, თან შხამს და ნაგავს მოაშორებს. ასეთ პოზაში გაჩერდით და ნელ-ნელა ხუთამდე დაითვალეთ. ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

როგორ მოვადუნოთ თვალები

ამ პროცედურის დროს მთავარია მზის სხივები მიიღოთ. ეს ვარჯიში სუფთა ჰაერზე ან ღია ფანჯრის წინ გააკეთეთ, სახე მზის სხივებისკენ მიმართული გქონდეთ. დახუჭული თვალებით 3-5 წუთით მზის წინაშე დადექით.

მზის სხივებს ძლიერი თერაპიული მოქმედება აქვს, როგორც დაავადებული, ასევე ჯანსაღი თვალებისთვის. ჩვეულებრივ თვალი მხოლოდ სინათლის დროს ფუნქციონირებს. მზის სხივები მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ადამიანები, რომლებიც დიდ დროს უმზეო ოთახში ატარებენ, მხედველობა თანდათან უარესდებათ.

კორბეტის მეთოდი

მ. კორბეტმა. დოქტორ უ. ბეიტსის მოსწავლემ თავისი მასწავლებლის თეორია სათვალისა და ოპერაციის გარეშე მხედველობის გაუმჯობესების შესახებ განავითარა. მან თვალის კუნთის დაძაბულობის მოსახსნელად კომპლექსური საშუალებები გააფართოვა.

კორბეტი გირჩევთ მხედველობის გაუმჯობესების მიხედვით სათვალის ზომები შეამციროთ. სათვალე მხოლოდ მაშინ გაიკეთეთ, როცა ამას სიტუაცია მოითხოვს (ავტომობილის ტარება, წვრილ ნივთებთან ხანგრძლივი მუშაობა და ა.შ.).

კორბეტის მეთოდი მხედველობის გასაუმჯობესებლად შემდეგ ტექნიკას მოიცავს:

1. სოლარიზაცია

სქელი ჩრდილის კუთხეში დადექით, ერთი ფეხით მზეზე, მეორე ფეხით ჩრდილში, თვალები დახუჭეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ, თავი ერთი მხრიდან მეორე მხარეს აბრუნეთ, რომ დახუჭული თვალები თანმიმდევრობით ხან მზეზე, ხან ჩრდილში აღმოჩნდნენ. თვალი მაღლა აწეული უნდა გქონდეთ. პროცედურა მანამ გაიმეორეთ, სანამ თვალები მზეზე რეაგირებას არ შეწყვეტენ.

მზის კაშკაშა სხივების ქვეშ დახუჭული თვალებით დადექით, თავი მარჯვნივ-მარცხნივ აბრუნებთ. ქუსლებზე აიწიეთ. ბრუნვის დროს აუტოტრენინგი შეასრულეთ და გაიმეორეთ ფრაზა: „მზე ჩემს მარცხნივ, მარჯვნივ გადის“.

მზის წინაშე დადექით, ერთი თვალი ხელისგული დაფარეთ. ბრუნვები შეასრულეთ, გახელილი თვალით ფეხის წვერებს უყურებს და მუდმივად ახამხამეთ. იგივე მოძრაობა მზეზე ყურების დროსაც შეასრულეთ. ვარჯიში მეორე თვალზე და ორივე თვალის დახუჭვით შეასრულეთ. ჩრდილში გადადით და მზეზე ყოფნაზე ორჯერ უფრო მეტხანს გაჩერდით.

მზის სხივების მისაღებად ნებისმიერი შემთხვევა გამოიყენეთ. მზის სხივებით ნერვული უჯრედების გაძლიერება თვალების კარგ მუშაობას ხელს შეუწყობს, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი განათების შემთხვევაში. ასეთი პროცედურის შემდეგ თვალები ანათებენ. გარდა ამისა, მზის სინათლე ფიზიკური კომფორტის და ფსიქიკური მოდუნების სასიამოვნო შეგრძნებას იძლევა.

2. პალმინგი

დაჯექით, თვალები ხელისგულებით დაფარეთ ისე, რომ ნეკა თითები ცხვირის ფუძეზე ერთმანეთს მიადოთ.

პალმინგის დროს თვალები დახუჭული უნდა გქონდეთ, იდაყვები მუხლებზე (შეგიძლიათ ბალიში დაიდოთ) ან მაგიდაზე, ხელები მოდუნებული, კისერი ხერხემალთან ერთად გამართული.

პალმინგი 2 წუთის განმავლობაში დილა-საღამოს შეასრულეთ, ასევე თვალის ვარჯიშის კომპლექსის შესრულების დროს.

ვარჯიში თვალებს დასვენების საშუალებას აძლევს, მათ კუნთებს ადუნებს და ამავდროულად თვალის ნერვულ უჯრედებს ააქტიურებს. ამასტან იმ დაძაბული კუნთების მოდუნება ხდება, რომლებიც თვალს ამა თუ იმ მხარეს ფოკუსირებას აიძულებს.

3. ბრუნვები

სახით ოთახის ფანჯარასთან დადექით, ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ. თავის და მხრების ბრუნვა მარჯვნივ და მარცხნივ მონაცვლეობით შეასრულეთ, სხეულის სიმძიმის ძალა ერთი ფეხიდან მეორე ფეხის წვერზე გადაიტანეთ და თან ასწიეთ.

ღრმად ჩაისუნთქეთ. ფანჯარა ახლოს უნდა „მოიწიოს“

საჭირო მოდუნების მისაღებად ვარჯიში 60-დან 100-მდე შეასრულეთ. ყოველ დილა-საღამოს 2-3 წუთით შეასრულეთ.

ეს ვარჯიში თვალის მოდუნების გარდა ვიბრაციის სიხშირეს დაახლოებით წამში 70-ჯერ ხელს უწყობს, ხერხემლის მოქნილობას ავითარებს, შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას არეგულირებს, ობიექტებზე ფოკუსირებას ჩვევას აღმოფხვრის.

საჩვენებელი თითი ცხვირთან მიიტანეთ. თავი ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაიტანეთ, თითის მიღმა, ან თითს უყურეთ. ვარჯიში დღეში 20-30-ჯერ შეასრულეთ, თან ღრმად ისუნთქეთ.

თავის ან ნებისმიერი სხვა ტკივილის მოსახსნელად ვარჯიში 10-20 წუთით დახუჭული და გახელილი თვალების მონაცვლეობით შეასრულეთ. შემდეგ პალმინგი გააკეთეთ.

ვარჯიში მთელი სხეულის კუნთების დაძაბულობას ხსნის.

დამატებითი რეკომენდაციები

  1. ძილის წინ, დაწოლილმა წიგნი არ წაიკითხოთ. კითხვის მოულოდნელი შეწყვეტა და დაძინება ძილის დროს თვალის დაძაბულობას იწვევს.
  2. თვალის სავარჯიშოდ სპორტული თამაშები გამოიყენეთ: მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, განდბოლი. სპორტით რეგულარული დაკავება და სპორტყული თამაშების სათვალის გარეშე თამაში მხედველობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
  3. სათვალეების შეცვლა არ დაგავიწყდეთ. მხედველობის გაუმჯობესებასთან და განვითარებასთან ერთად თვალის გარსი თავის ადგილს უბრუნდება, ამიტომ სათვალეების ზომა უნდა შეცვალოთ.
  4. მზე ცრემლდენას არეგულირებს და თვალის თეთრ გარსს ბრწყინვალებას მიანიჭებს. ის რქოვანასაც აძლიერებს.
  5. კინოთეატრში მე-2 ან მე-3 რიგში, ცენტრში დაჯექით და თვალის ცვლილებებს დააკვირდით. გამოსახულება თავიდან ძნელად შესამჩნევი იქნება, მაგრამ თუ თვალის ხამხამი არ დაგავიწყდებათ და მთელ ეკრანზე იმოგზაურებთ, მალე ეკრანზე გამოსახულება უფრო მკაფიო გახდება.

თავდაპირველად, სათვალე სეანსის ბოლოს აუცილებლობის შემთხვევაში გაიკეთეთ, ხოლო შემდეგ მხედველობის გაუმჯობესების მიხედვით, თანდათანობით უარი თქვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს