ძმრის 10 ზეშესაძლებლობა, რომლის შესახებაც ნებისმიერმა დიასახლისმა უნდა იცოდეს

19204

ყოფაცხოვრება – დელიკატური საკითხია. წვრილი საყოფაცხოვრებო უსიამოვნებებისგან არავინაა დაცული. როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვებმა შპალერზე დახატეს, სამზარეულოს წვრილმა მწერებმა შემოუტიეს ან ნიჟარაში მილები გაიჭედა? დავტუქსოთ, დეზინსექტორები და სანტექნიკოსი გამოვიძახოთ? არა, დასაწყისისთვის, დამშვიდდით. შემდეგ კი შეიარაღდით ძმრით და დამოუკიდებლად გადაწყვიტეთ პრობლემა. გაგიკვირდებათ რამდენი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია ამ მარტივ საშუალებას.

1. მილების გასუფთავება

თუ მილები გაიჭედა, ხელთ კი არ გაქვთ სპეციალური ქიმიური ფხვნილი, ჩაყარეთ ხვრელში ნახევარი ჭიქა სოდა, დაასხით 1 ჭიქა ძმარი და მოშორდით. მასა დაიწყებს შიშინს, აქაფებას და შეგაშინებთ კიდევაც. ეს ქიმიური რეაქციაა, სამაგიეროდ, მილები გასუფთავდება. ნარჩენები ჩარეცხეთ გამდინარე წყლით.

2. კედლებიდან და ავეჯიდან დასაკრავების მოცილება

ეტიკეტის წარუმატებელი მოხსნა და ბავშვების ჩვევა, დააწებონ იარლიყები ყველაფერს, გამაღიზიანებელია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე: შხეფიან ფლაკონში ჩაასხით ცოტაოდენი ძმარი, დაამუშავეთ “დაზიანებული” მონაკვეთი, გააჩერეთ 1 წუთით, შემდეგ კი მარტივად მოაშორეთ ნარჩენები რბილი ხელსახოცით.

3. ნაგვის ურნიდან უსიამოვნო სუნის მოცილება

ცარიელ ნაგვის ურნასაც კი საშინელი სუნი აქვს. ამ შემთხვევაში ასეთი ხრიკი დაგეხმარებათ: პურის ნაჭერი გაჟღინთეთ ძმრით, შეახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში და მოათავსეთ ცარიელი ურნის ფსკერზე. გააჩერეთ მთელი ღამით, შემდეგ კი გადააგდეთ. ძმარი და პური შეიწოვს უსიამოვნო სუნის მოლეკულებს. იგივე ხრიკი შეგიძლიათ სხვა ადგილებშიც გამოიყენოთ, სადაც სუნის მოცილება გსურთ.

4. საყოფაცხოვრებო ქიმიის ჩანაცვლება

შხეფიანი ბოთლის 1/3 გაავსეთ ძმრით, დანარჩენი კი – წყლით და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. კარგად შეანჯღრიეთ და მიიღებთ უნივერსალურ საშუალებას თითქმის მთელი ბინის დასალაგებლად.

5. ქინქლების მოშორება

მომაბეზრებელ ქინქლას ერთი დიდი სისუსტე აქვს – ტკბილეულის სიყვარული. სწორედ ამას გამოვიყენებთ მის თავიდან მოსაშორებლად. ჩაასხით ჭიქაში ან თასში ვაშლის ძმარი, დაახურეთ საკვები ცელოფანი, ზემოდან კი დაჩხვლიტეთ. ქინქლები მახეში გაებმებიან, შიგნით ჩაძვრებიან, უკან კი ვეღარ ამოვლენ.

6. ტანსაცმლის “დაუთოება” უთოს გარეშე

თუ ტანსაცმელი სასწრაფოდ უნდა მოაწესრიგოთ, ხელთ კი უთო არ გაქვთ, შეურიეთ შხეფის ბოთლში 1 წილი ძმარი და სამი წილი წყალი. დაამუშავეთ ტანსაცმელი და დაკიდეთ რამდენიმე წუთით. დიდი ნაკეცები გასწორდება.

7. კატის გადაჩვევა დივანზე ბრჭყალების ალესვისგან

დაამუშავეთ ავეჯი ძმრით და კატა მას აღარ შეეხება. მართალია, შეიძლება გაგინაწყენდეთ, თუმცა ეს უკვე სხვა პრობლემაა.

8. ყვავილებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება

გებრალებათ ყვავილები, რომლებიც ყველაზე ლამაზ ლარნაკშიც კი ძალიან სწრაფად ჭკნება? დაუმატეთ წყალს ცოტაოენი ვაშლის ძმარი, შეანჯღრიეთ, მოათავსეთ მასში თაიგული და გაუხანგრძლივეთ მას სიცოცხლე.

9. სათვალეების წმენდა სრულყოფილად

ცოტაოდენი ძმარი და რბილი, მიკროფიბრული ხელსახოცი – სულ ესაა საჭირო ლინზების იდეალური წმენდისთვის.

10. ყველაზე ჩამჯდარი, მიმწვარი ლაქების ამოყვანა ტაფიდან და ქვაბიდან

ჩაასხით ბინძურ ჭურჭელში ცოტაოდენი ძმარი, მეტი წყალი, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ, მიმწვარი მარტივად ამოვა.

თქვენ როგორ იყენებთ ძმარს ყოველდღიურად? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს