ცაცხვის ყვავილების ცნობილი ნაყენი გრაფ რაზუმოვსკის რეცეპტით

1448

ცაცხვის ნაყენი არამხოლოდ სამკურნალო, არამედ გემრიელიცაა. იგი ძალიან არომატულია, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, აქვს ლამაზი ფერი, უფრო მკვეთრი გემოსთვის კი, როგორც წესი, დამატებით ინგრედიენტებს იყენებენ: ბალახებს, სანელებლებს, კენკრასა და ხილს, ცაცხვის თაფლს.

სამკურნალო ნაყენი არაყზე

ჩვენ შეგახსენებთ, რომ ახლოვდება ცაცხვის ყვავილობის სეზონი, და გთავაზობთ ნაყენების მოყვარულებს, მოამზადოთ შესანიშნავი სასმელი, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ესაა სამკურნალო ნაყენი, რომლის რეცეპტსაც გრაფ რაზუმოვსკის მიაწერენ. ამბობენ, რომ თვით ელიზაბეტ მეორე სტუმრობდა გრაფის აპარტამენტებს სწორედ ამ სასმლისთვის. გირჩევთ, თქვენც გასინჯოთ იგი.

გრაფ რაზუმოვსკის ნაყენი

ალექსეი რაზუმოვსკი ცნობილი იყო თავისი სტუმართმოყვარეობით და, როგორც ამტკიცებენ, საფირმო სასმლით მასპინძლობდა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე მეორეს, რომელსაც ძალიან უყვარდა მისი მკვეთრი გემო.

ინგრედიენტები

  • 1 ლ არაყი
  • 20 გ ცაცხვის ყვავილები
  • 20 გ ღვია
  • 10 გ ანისული
  • 10 გ პიტნა
  • 5 გ დაფქული ჯანჯაფილი
  • 15 გ დამწვარი შაქარი

მომზადება

1. დაასხით დანაყულ ღვიის კენკრას, ცაცხვის ყვავილებს, ანისულასა და პიტნას არაყი.

2. დააყენეთ 3 კვირის განმავლობაში, პერიოდულად შეანჯღრიეთ.

3. ამის შემდეგ, დაუმატეთ ჯანჯაფილი დამწვარ შაქარს.

4. შეურიეთ შაქარი გახსნამდე და გააჩერეთ კიდევ 2-3 დღით.

5. გაფილტრეთ და გადაასხით ბოთლში.

ნაყენი მზადაა. იგი მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება, ამიტომ დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, ოღონდ არ დაგავიწყდეთმ რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს