ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეს შფოთვის ტალღამ გადაუარა იმის შესახებ, რომ ანტიპერსპირანტებისა და დეზოდორანტების გამოყენება ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ქალის ორგანიზმს ზიანს აყენებს, კერძოდ სიმსივნის წარმოქმნას იწვევს.
ექიმი-რადიოლოგი ალექსანდრა მელნიკოვი და გინეკოლოგი ელენა ბერეზოვსკი ცდილობენ, ყველა შიში გაფანტონ და ერთხმად ირწმუნებიან, რომ ჰიგიენის ჩვეულებრივ საშუალებაზე შფოთვის მიზეზი არ არსებობს.
„ვივიენი“ გიამბობთ, რომელ სახიფათო ელემენტებს შეიცავს კოსმეტიკური საშუალება და რით განსაზღვრავენ სპეციალისტები დეზოდორანტის უსაფრთხოებას.
ქალის ჯანმრთელობა და სილამაზე
„პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად ნათქვამია, რომ ალუმინის კომპონენტი სისხლძარღვებში მოხვედრისას ორგანიზმიდან არ გამოდის, არამედ გროვდება და მომავალში ძუძუს სიმსივნეს იწვევს. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ კანის მოვლის საშუალების, მათ შორის დეზოდორანტის და ანტიპერსპირანტის, გამოყენებამ განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლების არეში შეიძლება სიმსივნის განვითარების რისკი გაზარდოს. თუმცა დღემდე არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამ თეორიას დაადასტურებდა“ – განმარტავს ელენა ბერეზოვსკი.
„სხვა მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ზიანს პარაბენები ახდენენ, რომლებიც სარძევე ჯირკვლების უჯრედებში ესტროგენების აქტიურობას აძლიერებენ. თუმცა დეზოდორანტების უმეტესობა პარაბენებს არ შეიცავს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მათი წარმოება შესაბამისი ორგანოების მიერ რეგულირდება და კონტროლდება.
ექიმები გირჩევენ კანის მოვლის საშუალებების შემადგენლობა შეისწავლოთ. პარაბენებს მიეკუთვნება მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ბუთილპარაბენი და ბენზილპარაბენი“ – აგრძელებს გინეკოლოგი.
„ანტიპერსპირანტების გამოყენება მხოლოდ ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს არ შეიძლება, როცა ქალი რადიაციულ თერაპიას და მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიას გადის. ანტიპერსპირანტებში შემავალი ალუმინის მარილი არის ლითონი, რომლის არსებობაც მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიის ჩატარების დროს უკუჩვენებულია, რადგან მის გამო შეიძლება დამახინჯებული გამოსახულება მიიღონ“ – ამატებს ალექსანდრა მელნიკოვი.
„ძუძუს კიბოს დროს რადიაციული თერაპიისას ზემოქმედების არეში იღლიაც აუცილებლად ხვდება და თუ იქ ანტიპერსპირანტი გისვიათ, ალუმინის ფხვნილი სხივების ქვეშ დამწვრობას და წყლულებს გამოიწვევს. დანარჩენ დროს დეზოდორანტი სავსებით მშვიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ“ – აგრძელებს მელნიკოვი.
რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ყოველწლიურად მამოლოგთან პროფილაქტიკური შემოწმება გაიაროთ, ასევე რამდენიმე მარტივი წესი დაიცვათ.
1. მხოლოდ კომფორტული და ნატურალური თეთრეული ატარეთ. მჭიდრო ბიუსჰალტერი, უბრეტელო ნიმუშები, ასევე პუშ-აპი სარძევე ჯირკვლებს აზიანებს, ხოლო სინთეტიკური ქსოვილი მის ნერვულ ბოჭკოებს აზიანებს.
2. სწორად იკვებეთ. დიეტოლოგები გირჩევენ, ავთვისებიანი წარმონაქმნის თავიდან ასაცილებლად ჩვევად გქონდეთ ისეთი პროდუქტების მიღება, როგორიცაა მწვანე ჩაი, მოცვი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო და პომიდორი.
3. ტანვარჯიშით დაკავდით. ყოველდღე რამდენიმე წუთი მკერდის ზონაში კუნთების გაძლიერებას დაუთმეთ.
4. დეზოდორანტი სწორად გამოიყენეთ. ბაქტერიების რაოდენობა რომ შეამციროთ, იღლიების არეში თმა მოიშორეთ, საშუალება მხოლოდ სუფთა კანზე წაისვით და დღის ბოლოს აუცილებლად ჩამოიბანეთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.