ტესტი ყვავილებზე – ადამიანის ხასიათის დადგენა ვარდებით შეიძლება

2114

გიყვართ ვარდები? რთულია, არ გიყვარდეთ: ხავერდოვანი, არომატული ფურცლები და ეკლებიანი ღეროები გვაბრუებს სილამაზით. ეს ყვავილი მსოფლიოს ყველა ერმა შეიყვარა იმდენად, რომ მითები და ლეგენდები მათზე უფრო მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენ ყვავილებზე. ერთ-ერთი ძველბერძნული მითის თანახმად, ვარდი ზღვის ქაფისგან წარმოიქმნა აფროდიტას სხეულზე, განუმეორებელი არომატი კი მას დიონისემ მიანიჭა.

ყვავილების დედოფალი, ვარდი, შეიძლება პიროვნების ანარეკლიც იყოს. ვარდს უამრავი სახეობა აქვს და ერთმანეთისგან არომატითა და ფურცლების ფერით. დააკვირდით სურათს და აირჩიეთ სასურველი ვარდი. არჩეული ყვავილი თქვენი ხასიათის ანარეკლია.

ნაზი ვარდები

ვარდი სიყვარულისა და ვნების სიმბოლოდ ითვლება. როცა პარტნიორი ქალს ნაზი ვარდების თაიგულს ჩუქნის, სიტყვები საჭირო აღარაა: ყვავილი თვითონაც გასაგებად იტყვის ყველაფერს. დააკვირდით ნაჩუქარ ყვავილებს და გაიგებთ, როგორი ადამიანი დგას თქვენ წინაშე.

1. ასეთ ყვავილს ირჩევს გულწრფელი, გახსნილი ადამიანი. ეს თამამი, მიზანდასახული პიროვნებაა კარგი ინტუიციით. წითელი ვარდების მოყვარულებს არ სჭირდებათ ზედმეტი ფიქრი, ზუსტად იციან რა სურთ და აღწევენ კიდევაც მიზნებს.

ასეთი ადამიანი შეიძლება ხშირად განიცდიდეს სტრესს იმის გამო, რომ მუდმივად ჩქარობს და დასვენება ავიწყდება, უნდა ისწავლოს მოდუნება დროდადრო: ისეირნოს პარკში, უყუროს კარგ ფილმს, დაისვენოს დივანზე, ხელში საყვარელი წიგნით.

2. ყვავილის უჩვეულო არჩევანი საუბრობს ხასიათის თავისებურებებზე: გიყვართ გარშემომყოფებზე ზრუნვა. ნათესავები თქვენთვის პირველ ადგილზე დგანან.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენში ნამდვილად არსებობს ალტრუისტული ჩანასახები, უფრო გახსნილი უნდა იყო. გაქვთ ჩვევა, ჩამოშორდეთ გარესამყაროს რთულ სიტუაციებში. ისწავლეთ გარისკვა, არ შეგეშინდეთ ცვლილებების – მხოლოდ ასე შეიგრძნობთ ცხოვრების ნამდვილ გემოს.

3. ასეთი აქრჩევანი ადამიანის მგრძნობიარობას უსვამს ხაზს. ემოციები არ გაძლევთ სამყაროში საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების საშუალებას. ხშირად, ვერ გრძნობთ თავს კუთვნილ ადგილას ზედმეტი ჩაღრმავების გამო. მოეშვით სხვისი აზრის შიშს, მოდუნდით.

4. გამოუსწორებელი ოპტიმისტი, შემოქმედებითი პიროვნებაა. ყოველთვის გაქვთ სასაუბრო თემა, გახსნილი ხართ ახალი ნაცნობობისა და თავგადასავლებისთვის. ეცადეთ, მოეშვათ საქმის შუა გზაზე მიტოვებას, უფრო მტკიცე ხასიათის იყავით და ეძებეთ თავში ძალა, დაინტერესდეთ იმით, რითიც ხართ დაკავებული.

5. გიყვართ სამომავლო გეგმების დასახვა, თუმცა გავიწყდებათ აწმყოთი ტკბობა. ოცნების ნაცვლად, დაიწყეთ მისი რეალობაში გარდასახვა ახლავე.

6. ნაზი ცისფერი ვარდი იმ ადამიანების არჩევანია, რომლებიც შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. საკმაოდ დისციპლინირებული ხართ იმისთვის, რომ ოცნებები ოცნებებად დატოვოთ. უნდა დაფიქრდეთ პირად ცხოვრებაზე: სიხარულის გაცილებით უფრო სასიამოვნოა საყვარელ ადამიანთან ერთად, ვიდრე მარტო.

თქვენ რომელი ვარდი აირჩიეთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს