ჩვენ ყველა ბედნიერებისა და წარმატებული ცხოვრებისკენ მივისწრაფვით და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. თითოეული ჩვენგანი დიდ ძალისხმევას ხარჯავს, რომ სასურველ შედეგს და სრულყოფილებას მიაღწიოს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაქსიმალური ნაყოფიერებისა და კმაყოფილების შესაგრძნობად პირველ რიგში აუცილებელია ძლიერი ჯანმრთელობის ქონა.
სხეულის ტონუსის შესანარჩუნებლად ბევრი მეთოდი არსებობს, რომლებიც ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. ამავდროულად, განწყობის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელობის აღსადგენად ისეთი საშუალებები არსებობს, რომელთა დახმარებით სასურველ ეფექტს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სწრაფად მიაღწევთ.
„ვივიენმა“ თქვენთვის შეარჩია საშუალება, რომელიც ჯანმრთელობისა და ბედნიერების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ორგანიზმის გამოჯანმრთელება
დღეს უნიკალურ პროდუქტზე, კურკუმაზე გიამბობთ. კურკუმას სარგებელი ორგანიზმზე არა მხოლოდ მეცნიერულად დასაბუთებული, არამედ თაობების მიერ გამოცდილებით დამტკიცებულია. უკვე დიდი ხანია კურკუმა გამოიყენება როგორც განწყობისა და ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი ნატურალური საშუალება.
კურკუმას დახმარებით სხვადასხვა სასარგებლო სასმელს, სამკურნალო მალამოს და კანის ნიღაბს ამზადებენ. კურკუმას უნიკალური ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისება აქვს, ასევე ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. სხვა დანარჩენთან ერთად მას უკუჩვენება არ ახასიათებს.
სასარგებლო სასმელები კურკუმათი
1. რძის კოქტეილი
ინგრედიენტები:
- 400 მლ რძე
- ½ ჩ/კ კურკუმა
- 1/3 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- ¼ ჩ/კ კოჭა
- 1 ჩ/კ თაფლი
მომზადება: უბრალოდ მცირე ზომის ქვაბში ყველა ინგრედიენტი აურიეთ და ოდნავ გააცხელეთ, ოღონდ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ეს სასიამოვნო სასმელი სურდოს დროს განსაკუთრებით სასარგებლოა.
2. ჩაი
ინგრედიენტები:
- 400 მლ წყალი
- ¼ ჩ/კ კურკუმა
- ¼ ჩ/კ კოჭა
- 1/8 ჩ/კ დაფქული ილი
- ¼ ჩ/კ მიხაკი
- ¼ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
მომზადება: სანელებლებს მდუღარე წყალი დაასხით, აურიეთ და გამოყენების წინ ოდნავ გააგრილეთ. სურვილის მიხედვით, გემოს დასატკბობად ცოტა შაქარი ან თაფლი დაუმატეთ. თბილი ჩაი კურკუმასთან და ილთან ერთად საჭმლის მომნელებელ სისტემას გააუმჯობესებს, გულისრევას მოგაშორებთ, სპაზმებს და მუცლის შებერილობას გააქრობს, ხოლო კოჭა იმუნიტეტს გააძლიერებს.
3. ლიმონის წყალი
ინგრედიენტები:
- 200 მლ თბილი წყალი
- ¼ ჩ/კ კურკუმა
- ¼ ჩ/კ თაფლი
- ½ ახალი ლიმონი
მომზადება: ნახევარი ლიმონის წვენი ჭიქაში ჩაასხით, წყალი, თაფლი და კურკუმა დაუმატეთ. შემდეგ კარგად აურიეთ. რეკომენდებულია ასეთი სასმელი ყოველ დილით დალიოთ, ის მხნეობას შეგმატებთ და ორგანიზმს წიდებისგან ნაზად გაწმენდს.
ამის გარდა, სასმელები ილის დამატებით დანაყრების შეგრძნებას დიდხანს შეგინარჩუნებთ, ამიტომ ჭარბი კილოგრამების მოშორების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ.
შინაგანი გამოყენების გარდა კურკუმა შეგიძლიათ გარედან გამოიყენოთ. მარტივი ხსნარი (1 ს/კ კურკუმა და 1 ჭიქა წყალი) ღრძილების ანთებას მოგაშორებთ.
ასევე, 1 ჩ/კ კურკუმას, რძის და თაფლის არევით სახის ანტიასაკობრივ ნიღაბს მიიღებთ. ასეთი ნიღაბი ნაოჭებს არა მხოლოდ ასწორებს და სახის ფერს აუმჯობესებს, არამედ ანთებას აქრობს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.