ადამიანს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ მის სხეულში ბუდობენ პარაზიტები, რომლებიც ასუსტებს ორგანიზმს და იწვევს უსიამოვნო დაავადებას. თუ ადამიანი დისკომფორტს არ გრძნობს, დარწმუნებულია, რომ მისი ორგანიზმი სუფთაა. თუმცა, შესაძლოა ძალიან ცდებოდეს.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ განვთავისუფლდეთ პარაზიტებისგან. ასეთი წმენდა არამხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ საშიში დაავადებების პროფილაქტიკასაც ემსახურება, ასევე, ძველ დაავადებებსაც მოგაშორებთ, რომლებიც არ ექვემდებარებოდა მკურნალობას რამდენიმე წლის განმავლობაში.
როგორ მოვიშოროთ პარაზიტები ორგანიზმიდან
ჩვენს პლანეტაზე მრავალსაუკუნოვანი არსებობით, ადამიანის ორგანიზმი შეეგუა ცხოვრებას მავნე მიკროორგანიზმების გვერდით და შეიმუშავა მექანიზმები მათგან თავდასაცავად. იმისათვის, რომ რომელიმე არსების თავშესაფრად არ ვიქცეთ, საკმარისია იმუნიტეტის გაძლიერება.
თუ ორგანიზმის დამცავი მექანიზმები დასუსტებულია, პარაზიტებს უმარტივდებათ თქვენი სხეულის “დაპყრობა”, რათა მისი პროდუქტით ისარგებლონ. აი, ასეთი ნიშნები გვამცნობს ორგანიზმში პარაზიტების არსებობას.
პარაზიტებით დაინფიცირების სიმპტომები
1. ყაბზობა, დიარეა, მომატებული გაზწარმოქმნა და ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის სიმპტომები.
2. შფოთვა და მშფოთვარე ძილი, ძილში კბილების კრაჭუნი.
3. აუხსნელი მწვავე ტკივილი კუნთებსა და სახსრებში.
4. დანაყრების შეგრძნების არქონა მსუყედ ჭამის შემდეგ.
5. ხშირი გადაღლა, აპათიის შემოტევა, დეპრესია.
6. აუხსნელი გამონაყარი კანზე, აკნე.
რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები მხოლოდ პარაზიტებით დაინფიცირებას არ მიეკუთვნება. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გასარკვევად ექიმს მიმართავთ და აუცილებელ ანალიზებს ჩააბარებთ.
საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური პროდუქტები, რომლებიც პრეპარატების დახმარების გარეშე ახერხებენ ჩვენი ორგანიზმის პარაზიტებისგან დახსნას. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება მიხაკი(სანელებელი), ნესვი, სტაფილო, მრავალძარღვა, აბზინდა. თუმცა, ყველაზე ეფექტური და პოპულარული საშუალებაა გოგრის თესლი, რომელსაც ფასდაუდებელი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის.
პარაზიტების მოშორება გოგრის თესლის გამოყენებით
1. 3 წილი დაქუცმაცებული მარცვლები შეურიეთ 1 წილ თაფლს, მიირთვით მასა და სამ საათში დალიეთ კუჭის ამშლელი საშუალება. 30 წუთში გაიკეთეთ ოყნა.
საინტერესოა, რომ ასეთი საშუალება დასაშვებია ბავშვებისთვისაც, 3 წლიდან. თუმცა, გოგრის მარცვლების რაოდენობა ერთ მიღებაზე არ უნდა აღემატებოდეს 15 გრამს ცხოვრების 1 წელზე.
2. შეგიძლიათ დაქუცმაცებული მარცვლები მიირთვათ უზმოზე და დააყოლო თბილი რძე. 2 ს.კ. პროდუქტი ჭიებს 3 დღეში გამოდევნის.
3. დაბოლოს, ეს მეთოდი მხოლოდ უფროსებზეა გათვლილი. 100 გ მარცვლები დააქუცმაცეთ და შეურიეთ შაქარს გემოვნებით. მიიღეთ ყოველ დილით, 3 ს.კ. მასა და დააყოლეთ აბუსალათინის ზეთი.
პარაზიტების არსებობის გარეშეც, გოგრის მარცვლები აუცილებლად უნდა ჩართოთ რაციონში მისი სასარგებლო თვისებების გამო.
გისურვებთ ჯანმრთელობას!