როგორ მოვიქცეთ, თუ შვებულებამდე 2 კვირაა დარჩენილი, ახალი საცურაო კოსტუმი კი უკვე პატარა გვაქვს? ნუ ინანებთ ნაჭამ ტორტის ნაჭერს და ნუ გაიქცევით სპორტ-დარბაზში. 14 დღეში სავარჯიშოები ვერ დაგეხმარებათ, სამაგიეროდ, კუნთების ტკივილი დასვენებას არ შეგარგებთ. აიყვანეთ თავი ხელში და ჩართეთ რაციონში ცხიმმწველი კომპონენტები, რომლებიც მგლურ მადას დაგაძლევინებთ.
სპირულინა გახდომისთვის
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ გახდეთ მარტივად, მსხვერპლის გაღების გარეშე. თქვენ წინაშეა გასახდომი კოქტეილების რეცეპტები, რომლებიც სასარგებლო ზღვის წყალმცენარეს – სპირულინას – შეიცავს.
ეს სასმელები არ ფიტავს ორგანიზმს, არ აქვს უსიამოვნო გვერდითი მოვლენები. პირიქით, იგი ამცირებს მადას და ავსებს ორგანიზმს აუცილებელი ნუტრიენტებით.
სპირულინა მომწვანო-მოცისფრო მიკროწყალმცენარეა სპირალისებრი ფორმისა. ბუნებაში იშვიათად გვხვდება, საწარმოო მასშტაბით კი მას სპეციალურ ფერმებში ზრდიან. მცენარე მდიდარია მარტივად ათვისებადი ცილით, რომელიც არაფრით ჩამორჩება ხორცს.
გარდა ამისა, წყალმცენარე შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებსა და В ჯგუფის (В2, В6, В12) ვიტამინებს. ითვლება რკინის ძვირფას წყაროდ და რეკომენდებულია ანემიის დოს. აღადგენს ქალებში ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებს ჰორმონალურ ფონს.
ტკბილეულის მოყვარულისთვის სპირულინა ნამდვილი მონაპოვარია. იგი სუპერფუდად ითვლება, რადგან ავსებს ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, კლავს ტკბილეულის მოთხოვნილებას. წყალმცენარე ძალიან მკვებავია, მისი მცირე რაოდენობა დიდი ხნით ახშობს შიმშილის გრძნობას.
თუმცა, არსებობს უკუჩვენებებიც. ესენია: კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, თირკმლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები. სპირულინას მოხმარება არ შეიძლება ფეხმძიმეებისა და მეძუძური დედებისთვის. ბავშვებში გამოიყენეთ სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით. დაავადების შემთხვევაში ექიმი გეტყვით, როგორ მიიღოთ სპირულინა აბებით.
სპირულინას უსიამოვნო გემო და სუნი გაქრება, თუ მას კოქტეილებში გამოიყენებთ. სწრაფად გასახდომად ჩაანაცვლეთ საკვების ორი მიღება სპირულინას კოქტეილებით. სასმელი უნდა მიიღოთ ყოველდღე, არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 2-3 კვირით. ყველა კოქტეილი უნდა მოამზადოთ უშუალოდ მოხმარებამდე.
გასახდომი კოქტეილები
კოქტეილი-სმუზი კეფირით
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა კეფირი ან უცხიმო მაწონი
- 1 ჩ.კ. ქატო
- 1 ჩ.კ. სპირულინა
- ნახევარი ბანანი
- ნახევარი ფორთოხალი
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
“მწვანე საუზმე” შვრიით
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. სწრაფხსნარი შვრია
- 200 მლ წყალი
- 1 ჩ.კ. თაფლი
- 1 ს.კ. სელის თესლი
- 1.5 ჩ.კ. სპირულინა
- ნახევარი ვაშლი
დაასხით შვრიასა და სელს ცხელი წყალი. ვაშლი გათალეთ და დაჭერით კუბებად. შეურიეთ ყველა დანარჩენ ინგრედიენტთან ერთად ბლენდერში.
კოქტეილი გრეიფრუტის წვენით
ინგრედიენტები
- 200 მლ გრეიფრუტის წვენი
- 50 გ მარწყვი
- 1 ჩ.კ. სპირულინა
- 50 გ ნებისმიერი კენკრა
- 0.5 ჩ.კ. დარიჩინი
ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში.
დეტოქსი ჯანჯაფილით
ინგრედიენტები
- 2 მწვანე ვაშლი
- 1 კონა ისპანახი
- 50 გ ჯანჯაფილი
- 1 ს.კ. ჩიის თესლი(შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქატოთი)
- 1.5 ჩ.კ. სპირულინა
- 1 ჭიქა უცხიმო რძე
- 0.5 ჩ.კ. დარიჩინი
- მწიკვი მუსკატის კაკალი
ჯანჯაფილი და ვაშლი გათალეთ და დაჭერით კუბებად. მოათავსეთ ყველაფერი ბლენდერში, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ათვიქფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჭარბი კილოგრამები არ დაბრუნდება, თუ კვების რაციონის კორექციასაც მოახდენთ. დაიცავით ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ბალანსი, და ცხიმოვან ფენებს მალევე დაემშვიდობებით.