ქალისთვის შექმნილი 4 პროდუქტი, რომელთა მიღებაც 35 წლის შემდეგ სავალდებულოა! თავად დაიმახსოვრეთ და დედასაც ურჩიეთ

2089

მშვენიერო, ლამაზო ქალებო რამდენი სინათლე, სიკეთე და სიყვარულია თქვენში! თქვენ სამყაროს ამშვენებთ, სითბოს და ზრუნვას ჩუქნით მაშინაც კი, თუ ფარული დარდი გაწუხებთ. თქვენს სუსტ მხრებს ნებისმიერი უბედურების გადატანა შეუძლია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საკუთარი თავი არ დაგავიწყდეთ: საკუთარ სხეულზე, სილამაზესა და ახალგაზრდობაზე იზრუნეთ. ქალური სილამაზის გარანტიას ძლიერი ჯანმრთელობა და დაბალანსებული ჰორმონალური ფონი წარმოადგენს. როცა ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ესტროგენს აწარმოებს, ქალი თავს მიმზიდველად და სიცოცხლის უნარიანად გრძნობს. ესტროგენს სექსუალურობის ჰორმონს ტყუილად არ უწოდებენ.

ესტროგენის დეფიციტის ნიშნები

ესტროგენის დეფიციტი ყველაზე მწვავედ მშობიარობის შემდგომ და მენოპაუზის პერიოდში ვლინდება, მაგრამ ხშირად ჰორმონის შემცირება დიდი ფიზიკური დატვირთვის, სტრესის, არასწორი კვების და მავნე ჩვევების გამოც შეინიშნება. აი, რამდენიმე სახიფათო ნიშანი, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • შემცირებული თვითშეფასება
  • ლიბიდოს და მგრძნობელობის შემცირება
  • სწრაფი დაღლა
  • გარეგნობის მიმართ უყურადღებობა
  • წონაში მომატება
  • ცხელება
  • დეპრესია
  • თმის ცვენა
  • ფრჩხილების მტვრევა

ზემოთ აღნიშნული სიმპტომები წონადი მიზეზია, რომ ექიმს მიმართოთ და ესტროგენის დონეზე ანალიზები გაიკეთოთ.

ჰორმონის შემცირების შემთხვევაში ესტროგენის სინთეტიკურ შემცვლელებს ნიშნავენ. სწორად შერჩეული მედიკამენტი ქალის გარეგნულ მხარეს გააუმჯობესებს, ქალურ ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას გაახანგრძლივებს. დედა ბუნებას ქალის ჯანმრთელობის დასახმარებლად უფრო მსუბუქი მოქმედების ბევრი ნატურალური დამხმარე აქვს. არსებობს რიგი პროდუქტები, რომლებიც ფიტოესტროგენებს შეიცავს.

პროდუქტები ესტროგენებით

1. სელის თესლი

სელის თესლი შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ, მაგრამ მაქსიმუმ 2 სუფრის კოვზი. სელის ფქვილი თაფლთან ერთად შეგიძლიათ ტკბილ ფაფას, რძემჟავა სასმელს, წვენს და მორსის დაუმატოთ.

2. ოსპი

აირჩიეთ ნებისმიერი: მწვანე ბარდა, ლობიო, მუხუდო…განსაკუთრებული ყურადღება ოსპს მიაქციეთ, რომელიც ცილებს და ტრიპტოფანს დიდი რაოდენობით შეიცავს და ორგანიზმში სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის სახით გადამუშავდება.

3. ყავა

კვლევების თანახმად, ქალების თითქმის 100%, რომლებიც დღეში მინიმუმ 500 მლ გამამხნევებელ სასმელს სვამენ, ესტროგენის მაღალი დონე აქვთ. ჰიპერტონიის, კუჭის და გულის დაავადების შემთხვევაში ყავის მიღების დროს ფრთხილად იყავით.

4. გარგარი

ეს მზის ხილი ესტროგენის ოქროს წყაროა. ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად ახალი გარგარი სეზონზე გამოიყენეთ და დანარჩენ დროს მისი ჩირი.

ფიტოესტროგენებს ბევრი ბალახი შეიცავს, მათ შორის სალბი, სვია, ჯენშენი, გვირილა, არნიკა… მაგრამ გახსოვდეთ, რომ ექიმის კონსულტანციის გარეშე რეგულარულად მათი მიღება არ ღირს!

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს