კეჩუპი – შესანიშნავი საწებელია, რომელიც უფრო მადისაღმძვრელს ხდის ნებისმიერ ფაფას, მაკარონსა თუ კარტოფილს. მაღაზიაში ეს პროდუქტი არაჯანსაღი და კონსერვანტებით სავსეა, ამიტომ დღეს მის შინ მომზადებას გასწავლით.
კეჩუპის რეცეპტი
ასეთი კეჩუპის მომზადება ძალიან მარტივია და მისი მომარაგება მთელი ზამთრისთვის შეგიძლიათ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ კეჩუპისთვის გარნირის მომზადება, თორემ კოვზით ცარიელი საწებლის ჭამა ნამდვილად არაა სასიამოვნო.
ინგრედიენტები
- 2 კგ ახალი პომიდორი
- 500 გ ვაშლი
- 250 გ ხახვი
- 1.5 ს.კ. მარილი
- 1.5 ჭიქა შაქარი
- წითელი და შავი წიწაკები გემოვნებით
- 50 მლ ძმარი
მომზადება
1. პომიდორი, ვაშლი და ხახვი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ხარშეთ დარბილებამდე.
2. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში, დაუმატეთ მარილი და შაქარი, გააგრძელეთ ხარშვა. არ დაგავიწყდეთ მუდმივად მორევაც.
3. დაუმატეთ წიწაკები და ძმარი ხარშვის დასრულებამდე.
4. გამორთეთ ცეცხლი, ჩაასხით კეჩუპი ქილებში და მოხუფეთ.
აი, ასეთი გემრიელი კეჩუპი გამოგივათ საშინაო პირობებში. აუცილებლად მოამზადეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილება კომენატარებში. აქვე გეტყვით, რომ არ შეგეშინდეთ სხვადასხვა სანელებლით ექსპერიმენტირება – შემატეთ რეცეპტს თავისებურება და დაუმატეთ თქვენი საყვარელი სუნელები. გემრიელად მიირთვით!