დღეს „ვივიენი“ გიამბობთ რამდენიმე ხრიკს რეცხვის შესახებ, თუ როგორ მიაღწიოთ ნივთების იდეალურ სისუფთავეს. მათ შესახებ სასტუმროს სამრეცხაოს თანამშრომლებისგან გავიგეთ.
სარეცხი მანქანის დატვირთვა
იდეალური ვარიანტი – მანქანა 80 %-ით დატვირთეთ. თუ სარეცხ მანქანას თეთრეულით გადატვირთავთ, ტანსაცმელი სათანადოდ არ გაირეცხება. ხოლო როცა სარეცხ მანქანაში ძალიან ცოტა ნივთია, ის მექანიკური ზემოქმედების გამო ძალიან სწრაფად დაზიანდება.
წყლის ტემპერატურა
წყლის ტემპერატურა 40-60 გრადუსი ოპტიმალურად ითვლება, რომ ტანსაცმელს დეზინფექცია ჩაუტაროთ და ჭუჭყი მოაშოროთ. ცივ წყალში გარეცხვის დროს თეთრეულსა და პირსახოცს ბაქტერიები და მტვრის ტკიპები ბოლომდე არ შორდება, ხოლო ცხელი წყალი ქსოვილს აზიანებს.
სარეცხი საშუალება
კონდიციონერის ნაცვლად, რომელიც გროვდება და დროთა განმავლობაში პირსახოცს აუხეშებს, სასტუმროს თანამშრომლები თეთრ ძმარს იყენებენ. 100 მლ ძმარი გავლების დროს დაუმატეთ, რომ თეთრეული უფრო რბილი გახდეს და ფხვნილის კვალი თავიდან მოიშოროთ.
ლაქებთან ბრძოლა
ზეთის ახალ ლაქას შაქრის შემცველი ან სახამებელი წაუსვით, შემდეგ უბრალოდ გარეცხეთ.
პომიდვრის და სოუსის ლაქის მოშორებას პრეპარატის WD-40 დახმარებით შეძლებთ. ლაქაზე წაუსვით და 5-10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცივ წყალში გარეცხეთ.
თეთრ ტანსაცმელს ოფლის ლაქა რომ მოაშოროთ, ჯერ ნებისმიერ სარეცხ საშუალებაში 40 გრადუსზე გარეცხეთ, შემდეგ კვლავ გარეცხეთ ოღონდ ამჯერად მათეთრებელი საშუალება გამოიყენეთ.
თუ თეთრეულს მარილწყალში (1 ს/კ 1 ლ წყალზე ) ჩაალბობთ, შემდეგ კი გარეცხავთ, ასე ყავის და ღვინის ლაქის მოშორებას შეძლებთ.
სოდა თეთრ ნივთებს სიყვითლეს მოაშორებს და უსიამოვნო სუნს გააქრობს. ნახევარი საზომი ჭიქა სოდა სარეცხ ფხვნილს ან დიაასახლის საპონს დაუმატეთ და ტანსაცმელი ცხელ წყალში გარეცხეთ.
გაშრობა
ექსპერტები გირჩევენ, შესაძლებლობის მიხედვით თეთრეული სუფთა ჰაერზე, მზის სხივებზე გააშროთ. თუ იძულებული ხართ, რომ საშრობი გამოიყენოთ, სარეცხ მანქანაში ჩოგბურთის ბურთი ჩადეთ, ასე პირსახოცი უფრო ფუმფულა გახდება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.